შინაარსზე გადასვლა

მარცხი

ვიკიციტატიდან
  •  

„ქართველი მაშინ დამარცხდება, როცა ქალი გაერყვნება, ვაზი აეჩეხება და სარწმუნოებიდან გადავარდება.“

  შაჰ აბასი
  •  

„მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„ადამიანებს ჯერ ნიღბები სცვივათ და მერე თავადაც ეცემიან.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ზოგჯერ გაიმარჯვებთ,ზოგჯერ ისწავლით!“

  კახა ბენდუქიძე
  •  

„მუდამ ვთვლიდი, რომ თუ წაგება გიწერია, მნიშვნელობა არა აქვს, ერთიანად რამდენს წააგებ; გამარჯვებული კი იქამდე ხარ, სანამ ვიღაც არ დაგამარცხებს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)


  •  

„თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიცნობ.“

  მამა გაბრიელი
  •  

„რატომ არის, რომ ბევრი, ყოველმხრივ ღირსეული კაცი, გზის დასაწყისშივე ეცემა ძირს, ისე რომ ჯერ არც უგრძვნია დაღლა, არ უგრძვნია ამ არც თუ ისე გრძელი გზის პაპანაქება და სუსხი, არც მიღწეულით ტკბობა და არც ვერმიღწეულით ტანჯვა?“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„წესების შეცვლას ყოველთვის დამარცხებული ცდილობს.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„მარცხი ისეთი სასწორია, ხან აქეთ დააჭარბებს, ხან იქეთ.“

  ლევან გოთუა
  •  

„დამარცხებული მუდამ მტყუანია.“

  ლევან გოთუა


  •  

„მარცხის შემდეგ ყველაფერი სისულელედ გვეჩვენება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„მე არ დავმარცხებულვარ ─ მე უბრალოდ ვიპოვე 10 000 გზა, რომელიც არ მუშაობს.“

  თომას ედისონი
  •  

„თუ მარცხდები, შეეცადე, ისე დამარცხდე, რომ გამარჯვებულმა ღირსეულ მეტოქედ მიგიჩნიოს.“

  ანზორ ერქომაიშვილი


  •  

„დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ.“

  რევაზ თაბუკაშვილი

  ციტატის წყარო: “ანდერძი”

  •  

„ნავი ნაფოტებად იქცევა, როცა ლოდებს ეხეთქება.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რომ ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„წაგებულები არიან ისინი, ვისაც ეშინიათ წაგების.“

  რობერტ კიოსაკი
  •  

„ძალიან ცუდია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ჯარისკაცებთან... უარესია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ქალთან.“

  ალექსანდრე მაკედონელი
  •  

„არც ერთხელ რომ არ დაეცემი, ეს არ არის ყველაზე დიდი დამსახურება ცხოვრებაში, მთავარია ყოველი დაცემის დროს წამოდგე.“

  ნელსონ მანდელა
  •  

„თუ რაღაც შენთვის მნიშვნელოვანია, უნდა სცადო და გააკეთო, თუნდაც მარცხის შანსი დიდი იყოს.“

  ილონ მასკი
  •  

„ძლიერ ადამიანებს არასოდეს უყვართ მათი სისუსტის მოწმე ადამიანები.“

  მარგარეტ მიჩელი
  •  

„როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ღირს ადამიანად დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არავითარ შედეგს არ იძლევა, მაშინ ისინი დამარცხებული გყავს.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “1984” (1949 წ.)

  •  

„ეცემა ის, ვინც გარბის; ვინც მიხოხავს ─ არასოდეს დაეცემა.“

  პლინიუს უმცროსი
  •  

„სხეულით თუ დაეცემი, წამოგაყენებენ; სულით თუ დაეცემი, გაგანადგურებენ.“

  რომენ როლანი
  •  

„დაცემა არ ნიშნავს დამარცხებას; დამარცხებაა, როდესაც რჩები იქ, სადაც დაეცი.“'

  სოკრატე
  •  

„იდეების დამარცხება შეიძლება მხოლოდ იდეებით.“'

  სტენდალი


  •  

„ვინც ცხენიდან ერთხელ მაინც არ ჩამოვარდება, ცხენოსნობას ვერ ისწავლის.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ზოგჯერ ბრძოლაში წაგებით შენ პოულობ ომში გამარჯვების ახალ გზას.“

  დონალდ ტრამპი
  •  

„თუ კლდიდან უფსკრულში ვარდები, რატომ არ უნდა სცადო გაფრენა? რას კარგავ?“

  მაქს ფრაი
  •  

მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “”

  •  

„თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.“

  ვაჟა-ფშაველა


  •  

„ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.“

  უილიამ შექსპირი


  •  

„ვარდნა მარცხი არ არის ─ მარცხი სურვილია, იცხოვრო იქ, სადაც ჩავარდი.“

  შრი ჩიმნოი
  •  

„ის, ვინც არც მტერს იცნობს და არც საკუთარ თავს, ყველა ბრძოლიდან დამარცხებული გამოვა.“

  სუნ-ძი


  •  

„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “და მაინც დიდი გზაა იქამდე ..”

  •  

და ყველა დამარცხდა,
ვისაც სიყვარული
თამაში ეგონა...

  ვაჟა ხორნეული
  •  

„ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი ─ ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.“

  ერნესტ ჰემინგუეი

  ციტატის წყარო: “მოხუცი და ზღვა” (1952 წ.)

  •  

„ვერც ერთი ცხოვრებისეული გამარჯვება ვერ გადაფარავს სიყვარულში დამარცხებას.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ცნობილი ადამიანების უმრავლესობამ თავისი უდიდესი მარცხის შემდეგ, სულ მცირე ხანში მიაღწია უდიდეს წარმატებას.“

  ნაპოლეონ ჰილი

მტერმა თუ დაგიმსგავსა, უკვე წააგე.

  •  

„თუ არ წაიქეცი, ვერ მიხვდები რა გემო აქვს ლაღად სირბილს; თუ არ დამარცხდი, ვერასდროს დააფასებ გამარჯვებას.“

  — [[ ]]

თუ რამეს წამოედე და დაეცი, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხარ.

  •  

„ნუ გეშინია დამარცხების; დამარცხება კი არა, მდაბალი მიზნებია დანაშაული. დიდი მცდელობები დამარცხების შემთხვევაშიც კი ღირსეულია.“

  — [[]]
  •  

„მარცხი დროებითი მდგომარეობაა, დანებება კი არის ის, რაც მას ხდის სამუდამოს...“

  — [[]]

სულით არ დაეცე, ძალით ვერ დაგცემენ! უფრო მეტია ის, ვინც დამარცხდა ვიდრე ის, ვინც სცადა