მასწავლებელი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ბავშვების სხვების მიმართ მტრული განწყობებისგან განთავისუფლება პედაგოგიკის ერთ-ერთი ამოცანაა.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„რაც კი გხვდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანი და ყველა ქვა, ფეხწამოსაკრავი ─ შენი მასწავლებელია.“ | |
| — შალვა ამონაშვილი |
ბ
[რედაქტირება]„განსაცდელი ბრძენთა მასწავლებელია.” | |
| — ჯორჯ გორდონ ბაირონი |
„იპოვე უდიდესი მასწავლებლები ─ დაუსვი ურთულესი კითხვები; ისინი არასოდეს იტყვიან: „ისწავლე ფილოსოფია“ ან „დაიცავი დისერტაცია“; ისინი იტყვიან: „შენ უკვე იცი!“ | |
| — რიჩარდ ბახი |
„დრო ─ საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ იგი, სამწუხაროდ, თავის მოწაფეებს კლავს.“ | |
| — ჰექტორ ბერლიოზი |
გ
[რედაქტირება]„ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)
„ვინც გვასწავლის, მას მოძღვარს ვუწოდებთ, მაგრამ ყველა მასწავლებელი ამ სახელის ღირსი არ არის.“ | |
| — გოეთე |
დ
[რედაქტირება]„არა სიტყვა, არამედ უბედურებაა ბრიყვთა მასწავლებელი.“ | |
| — დემოკრიტე |
„გულისხმიერებას და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს, ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]„თუ მასწავლებელი სანთელივით არ იწვის, მოსწავლეს გზას ვერ გაუნათებს.“ | |
| — ანზორ ერქომაიშვილი |
ვ
[რედაქტირება]„საცოდავია მოწაფე, რომელიც მასწავლებელს არ აღემატება.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
„ჩემი საგნები იშვნენ უბრალო და სუფთა ცდიდან, რომელიც ჭეშმარიტი მასწავლებელია.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ცოდნაზე უმალ მასწავლებლის ქცევას ითვისებს ბავშვი.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ის, ვინც წარსულის ხილვისას ჭვრეტს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]„თუ მასწავლებელს არ ანაღვლებს თავისი მოსწავლეების მომავალი, მაშინ მოსწავლეებიც მის საგანს ზედაპირულად აღიქვამენ და არ დარჩებათ მეხსიერებაში.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]„მასწავლებლის უპატივცემულობა მუდამ მოსწავლედ დარჩენაა.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
მასწავლებელი ─ ზოგჯერ უშვილო, | |
| — იოსებ ნონეშვილი |
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა, | |
| — იოსებ ნონეშვილი |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„წიგნი არ არის ჩემი მასწავლებელი.“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმრიდეს. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„თუ მასწავლებელი აერთიანებს სიყვარულს სამუშაოსა და მოსწავლეების მიმართ, ის ─ სრულყოფილი მასწავლებელია.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელი თვითონ ცხოვრებაა, რადგან მის გაკვეთილებს ვერასდროს გააცდენ.“ | |
| — ფრიდრიხ შილერი |
ჩ
[რედაქტირება]„დიდი მასწავლებლებიც კი, მეტწილად არშემდგარი გმირებია, ვინც შიშის გამო ვერცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგა თავისი უმწეო ცხოვრების მანძილზე. ისინი გაჩერდნენ და გადაწყვიტეს გაყიდონ დამარცხებებით დაგროვილი გამოცდილება, რომლის ფასი ერთი გროშიც არ არის.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)
„როდესაც მასწავლებელი მუშაობს მოწაფისთვის, მან უნდა იმუშაოს გასულდგმულებული და უსაზღვრო მზრუნველობით.“ | |
| — შრი ჩინმოი |
ციტატის წყარო: “ჩემი სუროს ლიგის ფოთლები”
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„მოლაყბეებისაგან მე ვისწავლე დუმილი, ტირანებისაგან ─ შემწყნარებლობა, ბოროტთაგან ─ სიკეთე; უცნაურია, რომ მე არ ვემადლიერები ამ მასწავლებლებს.“ | |
| — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი |
ჰ
[რედაქტირება]„პირადად მე არ ვიცნობ არც ერთ კარგ მასწავლებელს, რომელსაც მრავალი შინაგანი კრიზისი არ გაევლოს.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„მასწავლებლობა არის ერთადერთი პროფესია, რომელიც ქმნის ყველა დანარჩენ პროფესიას.“ | |
| — [[]] |