მეგობარი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ყოველ ადამიანს უყვარს ისეთივე ადამიანი, როგორიც თავად არის და ყოველი ადამიანი ისეთივე ადამიანისკენ ისწრაფვის, როგორიც თავად არის.“ | |
| — დანტე ალიგიერი |
„ორმოცდაათი მტრის საწინააღმდეგოდ ერთი მეგობარიც კმარა.“ | |
| — არისტოტელე |
„ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის!“ | |
| — არისტოტელე |
„მეგობრებს შორის მართლმსაჯულების საჭიროება არ არსებობს.“ | |
| — არისტოტელე |
ბ
[რედაქტირება]„ყალბი მეგობარი ჩრდილს ჰგავს, რომელიც მუდამ თან დაგყვება, როცა მზე ანათებს და ქრება, როცა სიბნელეში შევდივართ...“ | |
| — კრისტიან ბოული |
„მთელ ქვეყანას რომ სძულდე და დარწმუნებული იყოს შენს ბოროტებაში, თუ შენ საკუთარი თავის წინაშე მართალი და უდანაშაულო ხარ, არასოდეს დარჩები უმეგობროდ.“ | |
| — შარლოტ ბრონტე |
ციტატის წყარო: “ჯეინ ეარი” (1847 წ.)
„თუ გინდა, რომ შეინარჩუნო მეგობარი, არასდროს შეამოწმო ის.“ | |
| — ჯონ სტაინბეკი |
ციტატის წყარო: “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” (1961 წ.)
გ
[რედაქტირება]„კარგი მეგობრის პოვნა ძნელია, დავიწყება კი ─ შეუძლებელი.“ | |
| — ჯონ გრინი |
„არც ისე ცუდია, როდესაც გაქვს სამსახური, გაქვს ფული ახალი მოდელის დასახატად, მაგრამ სად არიან მეგობრები? სად არის ის ახლო ადამიანი, რომელსაც შეიძლება ერთი სიტყვა უთხრა, თუნდაც ამინდზე?!“ | |
| — ვინსენტ ვან გოგი |
დ
[რედაქტირება]„არ ღირს ადამიანის ცხოვრება, თუკი მას ჭეშმარიტი მეგობარი არ ჰყავს.“ | |
| — დემოკრიტე |
„მეგობრების გარეშე დარჩენა სიღარიბის შემდეგ ყველაზე საშინელი რამაა.“ | |
| — დანიელ დეფო |
„მეგობრები, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ, მიწაში კი არა, ჩვენს გულებში განისვენებენ.“ | |
| — ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) |
ციტატის წყარო: “გრაფი მონტე-კრისტო” (1844-1846 წწ.)
„ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია ─ მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს...“ | |
| — გურამ დოჩანაშვილი |
ე
[რედაქტირება]„ადვილია იპოვო მეგობარი, რომელიც მზადაა დაგეხმაროს; უფრო რთულია დაიმსახურო მეგობარი, რომელსაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო ─ ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა ─ უკეთესი; ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ მეგობარს გულწრფელად უყვარხარ.“ | |
| — ევრიპიდე |
„ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ არ ვკარგავთ მეგობრებს ─ უბრალოდ, ვიგებთ, რომელი მათგანია ნამდვილი.“ | |
| — რალფ ულდო ემერსონი |
ვ
[რედაქტირება]„ნურასოდეს განსჯით ადამიანს თავისი მეგობრებით, იუდას საუკეთესო მეგობრები ჰყავდა.“ | |
| — პოლ ვალერი |
„ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან ─ მტრებს თავად მივხედავ!...“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]„რა ქვეყანაშიც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და თავშესაფარიცო.“ | |
| — ქართული ხალხური ზღაპარი |
ციტატის წყარო: “ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი”
თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ნუ ივლი ჩემ წინ ─ შესაძლოა, ვერ დაგეწიო; ნუ ივლი ჩემ უკან ─ შესაძლოა, შეცდომით სხვაგან წაგიყვანო; უბრალოდ, იარე ჩემ გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი!“ | |
| — ალბერ კამიუ |
„ვერასოდეს დაინახავ ქალში მეგობარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შიშველია.“ | |
| — იმანუელ კანტი |
„ორ თვეში გაცილებით მეტ მეგობარს გაიჩენ, ვიდრე ორ წელიწადში, თუ სხვების პიროვნებით დაინტერესდები, ნაცვლად იმისა, რომ გამუდმებით ცდილობდე მათი შენით დაინტერესებას.“ | |
| — დეილ კარნეგი |
„ფრთხილად უწოდეთ ადამიანს მეგობარი ─ პირადად მე, 3 ცალი 100 დოლარიანი მირჩევნია 500 ცალ 5 ცენტიანს.“ | |
| — დეილ კარნეგი |
„მეგობრების ყოლა ადვილია, თუ ხალხს შენზე გაცინების უფლებას მისცემ.“ | |
| — დენიელ კიზი |
ციტატის წყარო: “ყვავილები ელჯერნონისთვის” (1966 წ.)
„ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით ─ გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ... ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან ─ საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა...“ | |
| — პაულო კოელიო |
ციტატის წყარო: “ზაჰირი” (2005 წ.)
ლ
[რედაქტირება]„შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
მ
[რედაქტირება]„ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც ხელს ჩაგჭიდებს და შენს გულისცემას იგრძნობს.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ის, ვინც თვითონაა კარგი მეგობარი, მეგობრებიც საუკეთესო ჰყავს!“ | |
| — ნიკოლო მაკიაველი |
ნ
[რედაქტირება]„დაე, დამიცვას ღმერთმა ჩემი მეგობრებისგან, მტრებს კი მე თვითონ მოვუვლი.“ | |
| — ნაპოლეონ I |
„მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
„ჭეშმარიტად ყველაზე ახლო ადამიანი - არის ის, ვინც იცის შენი წარსული, სჯერა შენი მომავლის, ხოლო ახლა გიღებს ისეთად, როგორიც ხარ.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]მოყვარე ძებნე ესეთი: | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
პ
[რედაქტირება]„აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები; ბედი ორის საქმეა.“ | |
| — პითაგორა |
„მეგობრებისთვის ყველაფერი საერთოა და მეგობრობა თანასწორია.“ | |
| — პითაგორა |
„მეგობრები ხშირად ჩვენი დროის ქურდები ხდებიან.“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ადამიანს შეუძლია გახდეს შენთვის ახლობელი სამ დღეში და ის, ვინც წლების განმავლობაში შენთან ცხოვრობს, შეუძლია არც იცოდეს, რა არის შენი საყვარელი ფერი.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„მეგობრებს ვირჩევთ ჩვენ, ხოლო საუკეთესოებს არჩევს დრო.“ | |
| — რომენ როლანი |
„როცა ფეხზე დგები, მეგობრები იგებენ, ვინ ხარ შენ. როცა ეცემი ─ შენ იგებ, ვინ არიან შენი მეგობრები.“ | |
| — ჯალალედინ რუმი |
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„ბედნიერება კაცს თავის დღეში იმოდენად მაღლა არ აიყვანს, რომ მაინც მეგობრის ყოლა არ იყოს მისთვის საჭირო.“ | |
| — სენეკა |
„მეგობარი ლხინში გვინდა, მაგრამ ჭირში ─ უსათუოდ.“ | |
| — სენეკა |
„ისე მოიქეცი, რომ მან, ვისი მომხრობაც გინდა, თვითონ გამოგიწოდოს ხელი ─ ძალით ვერავის დაიმეგობრებ, ვერავის შეაყვარებ თავს, არც რაიმე შელოცვა არსებობს საამისოდ.“ | |
| — სოკრატე |
„თუ ადამიანს ცოტა მეგობარი ჰყავს, ნიშნავს, რომ მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.“ | |
| — სოკრატე |
„მეგობარი არასდროს გეტყვის: „ხომ გეუბნებოდი“, მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…“ | |
| — უენდი ჯინ სმიტი |
ტ
[რედაქტირება]„პრობლემა მეგობრისთვის სიკვდილი კი არა, არამედ ისეთი მეგობრის პოვნაა, რომლისთვისაც ღირს სიკვდილი.“ | |
| — მარკ ტვენი |
„ნამდვილი მეგობარი შენ გვერდით მაშინ არის, როდესაც შენ მართალი არა ხარ, თორემ როდესაც მართალი ხარ ─ ნებისმიერი დაგიდგება გვერდით.“ | |
| — მარკ ტვენი |
„მხდალი მეგობარი მტერზე უარესია, რადგანაც მტრის შიში გაქვს, ხოლო მეგობრის ─ იმედი.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„თუ წარმატებას მიაღწევ, ბევრი მეგობარი გამოგიჩნდება, თუ წარუმატებელი გახდები, მათი ძებნა მოგიწევს.“ | |
| — ჰარი ტრუმენი |
უ
[რედაქტირება]„ბევრ ადამიანს უნდა შენთან ერთად ლიმუზინში ჩაჯდომა, მაგრამ მთავარი ისაა, ვინ ჩაჯდება შენთან ერთად ავტობუსში, როცა ლიმუზინი გაფუჭდება.“ | |
| — ოპრა უინფრი |
„ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის.“ | |
| — უოლტერ უინჩელი |
ფ
[რედაქტირება]„ახალი მეგობრები ხშირად ბევრად უკეთ ატარებენ ერთად დროს, ვიდრე ძველი მეგობრები.“ | |
| — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი |
ციტატის წყარო: “ნაზია ღამე” (1934 წ.)
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ, რადგან დაკარგული მეგობარი ორმაგი მტერია.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
ჩ
[რედაქტირება]„სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია ─ როდესაც მე ვტირი, ის არასოდეს იცინის.“ | |
| — ჩარლი ჩაპლინი |
„გამარჯვებულს ბევრი მეგობარი ჰყავს, დამარცხებულს ─ ნამდვილი.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]„სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე.“ | |
| — ციცერონი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„ძველი მეგობრებისნაირი მეგობრები არ არსებობენ.“ | |
| — ჯეიმზ ჯოისი |
ციტატის წყარო: „დუბლინელები“ ( წ.)
ჰ
[რედაქტირება]„მეგობარი ის არის, ვინც ყველაფერი იცის შენზე და მაინც უყვარხარ.“ | |
| — რონ ჰაბარდი |
„ბრძენის მეგობარი ბრძენი გახდება, სულელის მეგობარი თავად გასულელდება.“ | |
| — ჰიპოკრატე |
„თუ ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს; თუ ჯამრთელობა დაკარგე, შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ─ ყველაფერი დაკარგე.“ #ანგოეთე | |
| — ვიქტორ ჰიუგო |
„ნუ იმსჯელებთ ადამიანზე მეგობრების მიხედვით ─ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
,,თუ შენს მეგობარს შენი მტერი არ სძულს, მას ნაცნობის გარდა ნურაფერს უწოდებ.”
„ქალებს შორის იდეალური მეგობრობა მაშინ ყალიბდება, როცა ალკოჰოლურ სასმელებში ერთნაირი, ხოლო მამრებში რადიკალურად განსხვავებული გემოვნება აქვთ - დანარჩენი შექსპირისეულია.“ | |
| — [[]] |
„საუკეთესო მეგობარი - არის ადამიანი, რომელიც პირში გეტყვის იმას, რაც არ მოსწონს შენში, მაგრამ სხვებს ეტყვის, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.“ | |
| — [[]] |
„კარგი მეგობრები არ მოგცემენ უფლებას, აკეთო სისულელეები... მარტომ.“ | |
| — [[]] |
„ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც დაგეხმარა წამოდგომაში მაშინ, როცა დანარჩენებმა ვერც კი გაიგეს რომ წაიქეცი.“ | |
| — [[]] |
„მეგობარი ისეთი ვინმეა, ვინც გეხმარება ადგომაში, როცა ძირს ხარ დავარდნილი. და თუ ეს არ გამოსდის, მაშინ შენ გვერდით დაწვება და მოგისმენს.“ | |
| — [[]] |
„ჩვენ ვიქნებით საუკეთესო მეგობრები სიბერემდე, ვიდრე სკლეროზი არ დაგვაშორებს... მერე კი თავიდან დავმეგობრდებით.“ | |
| — [[]] |
„მეფეს ჰკითხეს, რამდენი მეგობარი გყავსო. ამას მაშინ გავიგებ, როცა ტახტიდან ჩამოვალო - უპასუხა.“ | |
| — [[]] |
„მეგობარი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია დაინახოს ღიმილის მიღმა...“ | |
| — [[]] |
მეგობარი არის თავშესაფარი შტორმის დროს...