შინაარსზე გადასვლა

მეცნიერება

ვიკიციტატიდან
  •  

„ჩვენი ცხოვრების ყველაზე უფრო სამწუხარო ასპექტი ისაა, რომ მეცნიერება უფრო სწრაფად აგროვებს ცოდნას, ვიდრე ხალხი ─ სიბრძნეს.“

  — აიზეკ აზიმოვი
  •  

„ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსშესანიშნავის გაკეთება, მაგრამ ისინი ცდებიან: ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„მეცნიერება არის კაცი, რომელიც ამჯობინებს, გამოთვალოს, ვიდრე ─ ივარაუდოს.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„კვერცხი შობს ქათამს თუ ქათამი კვერცხს?.. მომაწოდეთ იხვი!.. აი, მთელი მეცნიერება.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„როგორც ყოველი მეცნიერების, ისე მედიცინის საფუძველსაც უარყოფა წარმოადგენს.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„იმას, რასაც მუხლუხო სამყაროს დასასრულს უწოდებს, მეცნიერი პეპელას დაარქმევს.“

  — რიჩარდ ბახი
  •  

„ნუ მისცემთ მათ ისეთ ლიპ რაიმეს, როგორიც ფილოსოფია და სოციოლოგიაა. არ არის საჭირო, რომ ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ ─ ამას მელანქოლიისკენ მივყავართ.“

  — რეი ბრედბერი

|- |   | ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„მეცნიერება მშვენიერი გზაა იმისკენ, რომ ადამიანის სული გმირული გახდეს.“

  — ჯორდანო ბრუნო
  •  

„გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებ.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„მეცნიერების გარეშე პრაქტიკით გატაცებული კაცი ემსგავსება მესაჭეს, რომელიც გემით მიცურავს, არც საჭე გააჩნია, არც კომპასი, არავითარი წარმოდგენა არა აქვს, საით მიცურავს. კარგ თეორიაზე უნდა იყოს დაფუძნებული ყოველი პრაქტიკა.“

  — ლეონარდო და ვინჩი
  •  

„მეცნიერება სარდალია, ხოლო პრაქტიკა ─ ჯარისკაცი.“

  — ლეონარდო და ვინჩი
  •  

„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე ─ კარგად ორგანიზებული ცხოვრება.“

  — იმანუელ კანტი
  •  

„მეცნიერების განვითარების სტიმულირებას მხოლოდ წინააღმდეგობა ახდენს. მას ხაზი უნდა გაუსვა და არა დაფარო.“

  — სერგეი კაპიცა
  •  

„ყოველმა ადამიანმა თავისი მეცნიერული მიმართულება თვითონ უნდა აირჩიოს.“

  — ნიკო მუსხელიშვილი
  •  

„კითხვის ბოროტად გამოყენება კლავს მეცნიერებას.“

  — ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„მეცნიერება ენთუზიაზმისა და ცრურწმენის შხამის დიდი ანტიდოტია.“

  — ადამ სმითი
  •  

„იმას, რასაც სარწმუნოებრივი ფანატიზმი ოდესმე თავიანთ რჩეულებს ჰპირდებოდა, დღეს მეცნიერება ყოველი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის!“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„მეცნიერებაში ჩაფლულ კაცს ცხოვრების პრაქტიკული წვრილმანებისთვის სად სცალია!“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„მეცნიერება არასდროს წყვეტს პრობლემას, თუკი ამ ერთს კიდევ ათი ასეთივე პრობლემა არ დაამატა.“

  — ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან.“

  — ილია ჭავჭავაძე

|- |   | ციტატის წყარო: “ჩვენი ხალხი და განათლება” (2 მაისი, 1886 წ.)

  •  

„მხოლოდ ის მეცნიერება, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ცხოვრებასთან, არის ჭეშმარიტი მეცნიერება.“

  — უილიამ ჯეიმსი
  •  

„მეცნიერების სავსე ჭიქიდან დალეული პირველი ყლუპი ათეისტს გაგხდით, თუმცა ჭიქის ბოლოს ღმერთი გელოდებათ.“

  — ვერნერ ჰაიზენბერგი

თუ მეცნიერს არ შეუძლია აუხსნას რვა წლის ბავშვს საკუთარი შემოქმედების შესახებ, მაშინ ის მეცნიერი კი არა, შარლატანია.