შინაარსზე გადასვლა

მეძავი

ვიკიციტატიდან
  •  

„არიან ქალები, რომლებსაც სწორედ სხვისი რჩეულები უყვართ მდაბიო ქალების მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ჩვენნაირ ქუდებს დაიხურავენ, ჩვენს მანერებსაც შეიძენენ.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან.“

  ჰაინრიხ ბიოლი

  ციტატის წყარო: “კლოუნის თვალთახედვა” (1963 წ.)

  •  

„იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)