- შენს მკერდთან ახლოსაც არ მიმიშვებდი, ინვალიდის სავარძელში რომ არ ვიჯდე... - იცი, რა?! ჩემს მკერდს ზედაც არ შეხედავდი, ინვალიდის სავარძელში რომ არ იჯდე... - რა თქმა უნდა, შევხედავდი. - არ შეხედავდი! ზედმეტად დაკავებული იქნებოდი ქერათმიანი გრძელფეხა ქალების თვალიერებით, რომლებიც 40 ნაბიჯის იქით ცნობენ ფულიან კაცებს, თანაც მე სადღაც იქით ვიქნებოდი და სასმელებს დავარიგებდი, როგორც ერთ-ერთი უჩინართაგანი... ხომ მართალი ვარ?! - ხო, მაგრამ თავის დასაცავად ვიტყოდი, რომ მაგარი სულელი ვარ.