შინაარსზე გადასვლა

მიზანი

ვიკიციტატიდან
  •  

„თუ გსურს ბედნიერად იცხოვრო, მიეჯაჭვე საკუთარ მიზნებს და არა ─ ადამიანებსა და კონკრეტულ საგნებს.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„ბედნიერება ─ ცხოვრების აზრია, ადამიანების არსებობის უმთავრესი მიზანი.“

  არისტოტელე
  •  

„ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„ყველა თაობის უპირველესი მიზანია, მოაშთოს თავისი წინამორბედი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„მიზნის მისაღწევად ცოდნაზე არანაკლებ საჭიროა საქმიანობა.“

  პიერ ბომარშე
  •  

„უმიზნო კაცის ცხოვრება სიკვდილის გაგრძელებაა.“

  პიერ ბუასტი


  •  

„უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს.“

  მაჰათმა განდი
  •  

„მე პირადად მზარავენ თავის საქმეში ფანატიკურად შეყვარებული პიროვნებები, რომლებიც საკუთარი მიზნის გარდა ვერაფერს ხედავენ ცხოვრებაში.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„ადამიანს უფრო მეტად უყვარს არა ის, ვისგანაც სწავლობს ცხოვრებას, მაგალითს იღებს, არამედ ის, ვინც თავისი მიზნების, იმედების და ოცნებების განმახორციელებლად მიაჩნია.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ყოვლისმომცველი, საყოველთაო სიყვარული კი ─ სრული ჰარმონია სულსა და მის გარემომცველ სფეროს შორის, ─ საბოლოო მიზანია არსებობის და განვითარების.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.“

  გოეთე
  •  

„მიეცით ადამიანს მიზანი, რის გამოც ღირს ცხოვრება და ის თავის გადარჩენას ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს.“

  გოეთე


  •  

„მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია ─ მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„მიზანი გეგმის გარეშე ─ მხოლოდ სურვილია.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„როცა სულის სიმები განწყობილია იმისათვის, რომ მსოფლიო მიზნებს ემსახუროს, მისი მუსიკის ყოველი ტაქტი ჰარმონიული და შეწყობილია.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„მიზანი, რომელიც ფურცელზე არ არის დაწერილი, საერთოდ არ არის მიზანი.“

  ბრაიან თრეისი


  •  

„მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ბედნიერება მივიწყებულია, საშუალება კი ─ მიზანთან გაიგივებული.“

  ალბერ კამიუ
  •  

„ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი.“

  ფრანც კაფკა
  •  

„როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს ─ შეცვალე ნაბიჯები.“

  კონფუცი


  •  

„მიზანი, რომლისთვისაც უმართებულო საშუალებებია საჭირო, არ არის მართებული მიზანი.“

  კარლ მარქსი
  •  

„სიტყვები, რომლებსაც საკუთარ თავს ეუბნებით, აუცილებლად უნდა იყოს თანხმობაში თქვენს მიზანთან ─ არ შეიძლება იმოძრაო ერთდროულად ორი სხვადასხვა მიმართულებით.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„ფიქრები და განწყობები ─ გემია, რომლითაც შეგიძლიათ გაცუროთ პრობლემებიდან და დანაკარგებიდან თქვენი დიდი ხნის ნანატრი მიზნისკენ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”

  •  

„გონება, რომელსაც არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი, ყოველთვის იკარგება. იყო ყველგან, ნიშნავს, არ იყო არსად.“

  მიშელ დე მონტენი


  •  

„სხვისი მიზნების დავიწყება მხოლოდ სულელებს ახასიათებთ.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, ─ ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი!“

  პლატონი
  •  

„როცა ადამიანს მიზანი აქვს დასახული, მაშინ ცხოვრება მეშჩანური, შეზღუდული ხდება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„მთავარი მიზანია, ხოლო ცდებისა და შეცდომების ჯაჭვი თვითონ მიგიყვანს სასურველ შედეგამდე.“

  რომენ როლანი
  •  

„თუ შენი ცხოვრების გეგმას არ დასახავ, დიდი შანსია, სხვისი გეგმის ნაწილი აღმოჩნდე. და რა დაგეგმა სხვამ შენთვის?! ბევრი არაფერი...“

  ჯიმ რონი


  •  

„თუ ადამიანმა არ იცის, რომელ ნავსადგურში მიცურავს, მისთვის არცერთი ქარი არ არის ზურგის.“

  სენეკა
  •  

„თუკი იცი, საით მიდის შენი გზა, ამ გზიდან, როგორ წინააღმდეგობასაც უნდა წააწყდე, არ გადაუხვიო, რადგან არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის შვილმა, ადრე თუ გვიან, არ დაძლიოს!“

  არჩილ სულაკაური

  ციტატის წყარო: “სალამურას თავგადასავალი” (1967 წ.)


  •  

„მთავარია, საკუთარი გზა იპოვო, თუ არადა, ვერც მიზანს მიაღწევ, ეგაა და ეგ.“

  ტინა ტერნერი
  •  

„მიზანი ქორწინებაა? კარგი დაქორწინდი, მაგრამ შემდეგ? თუ სხვა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ორჯერ უფრო რთული გახდება შენთვის რომ იპოვნო.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„რაც უფრო დიდია მიზნები, მით უფრო ძლიერია წინააღმდეგობა.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)

  •  

„დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რაც თქვენს ძალებს არ აღემატება.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)


  •  

„ცხოვრების მიზანი თვითრეალიზაციაა, მთელი სისრულით გამოხატო საკუთარი არსი ─ აი, რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ…“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„მიზანი მაცდურია, ბატონებო ─ სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა...“

  ჯემალ ქარჩხაძე


  •  

„არაფერი ისე არ ამშვიდებს სულს, როგორც მტკიცე მიზნის პოვნა ─ წერტილის, რომლისკენაც არის მიმართული ჩვენი შინაგანი მზერა.“

  მერი შელი

  ციტატის წყარო: “ფრანკენშტაინი” (1818 წ.)

  •  

„ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.“

  ფრიდრიხ შილერი
  •  

„ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.“

  ირაკლი ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)

  •  

„ვერასოდეს მიაღწევ დანიშნულების ადგილს, თუ შეჩერდები და გზად ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენ.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„პარლამენტის მიზანია ხელჩართული ბრძოლის სიტყვიერით შენაცვლება.“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„მიზანი მარტომ დასახე.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

მაგრამ ზოგი მწვერვალი
იმისთვის არსებობს,
რომ მზერით შეეხო მხოლოდ.

  ვაჟა ხორნეული
  •  

მაგრამ რაღაა მიზანი იგი,
ტანჯვით რომ მისკენ მიემართები...
ან, რაღა არის იმ მიზნის იქით ─
ისევ აღმართი თუ დაღმართები?!

  სიმონ ჯაფარიძე

  ციტატის წყარო: “გზა და მიზანი”


  •  

„რამდენადაც აუცილებელია ნებისყოფა გონივრული მიზნის მიღწევისას, იმდენად სიჯიუტე საზიზღარი და ამაზრზენია.“

  გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„საბოლოოდ, ნებისმიერი ადამიანის მთავარი მიზანი სიამოვნების მიღებაა.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„მიზნის მქონე ადამიანები არ ელოდებიან, როდის მიეცემათ შესაძლებლობა ─ ისინი თავად ქმნიან მას.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ადამიანი უკვე დაბადებულია გარკვეული მიზნით, მაგრამ 100 ადამიანიდან 98 გზას სცდება.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„არ არსებობს მიუღწეველი მიზანი ─ არსებობს სიზარმაცის მაღალი კოეფიციენტი, გამბედაობის ნაკლებობა (გონება-გამჭრიახობის უკმარისობა?) და თავის მართლების რეზერვი.“

  — [[ ]]
  •  

„შენს მიზნებს არ აინტერესებთ თუ როგორ გრძნობ თავს.“

  — [[]]
  •  

„მიმართულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიჩქარე.“

  — [[]]
  •  

„უამრავი პრობლემა იჩენს თავს, როდესაც ვცდილობთ გავამართლოთ სხვების მოლოდინები, ნაცვლად საკუთარი მიზნებისა.“

  — [[]]

დაუმიზნეთ მთვარეს, თუ მას ააცილებთ, ვარსკვლავებს შორის მაინც აღმოჩნდებით.