შინაარსზე გადასვლა

მიტოვება

ვიკიციტატიდან
  •  

„პატარავდება შენი გული დღითიდღე, რადგან ვინც მიგატოვა, თითო გრამი წაიღო ყველამ!..“

  ბექა ახალაია
  •  

მტოვებ გათელილს და სულით ობოლს,
რაზეც სიკვდილი ოდნავ მეტია.

  ჯორჯ გორდონ ბაირონი

  ციტატის წყარო: “გემშვიდობები”

  •  

„გიყვარდეს იგი და მიატოვო?! ასეთი მსხვერპლი სხვა არაფერია, თუ არა ღალატი!“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„უმართებულოა ქალის მიტოვება, რომელსაც გაჭირვების ჟამს კალთა ოქროთი გაუვსე; იგი ყოველთვის უნდა გიყვარდეს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„შენი უცნაური წასვლა ღალატია... ღალატს ვერიდები, თუმცა ვურიგდები.“

  თეკლე ბატონიშვილი
  •  

„ცხოველისგან განსხვავებით, ადამიანს შეუძლია მიატოვოს ის, ვინც უყვარს.“

  იოსიფ ბროდსკი
  •  

„თუ ქალმა გადაწყვიტა და ზურგი შეგაქცია, წასულია შენი საქმე! მათ შეუძლიათ შენი სიყვარული, მაგრამ თუ თავში რაღაც გადაეკეტათ, შეუძლიათ წყნარად გიყურონ მომაკვდავს კანალიზაციაში, ანდა მანქანაგადავლილს და ზედაც არ შემოგაფურთხონ...“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)


  •  

„ყოველთვის მიტოვებულებს იცოდებენ ხოლმე, მაგრამ გიფიქრია ოდესმე მათზე, ვინც მიდის?“

  ანა გავალდა

  ციტატის წყარო: „მე ის მიყვარდა“ (2002 წ.)

  •  

„უფალი არასოდეს მიატოვებს თავისივე შექმნილს.“

  თეოდორე გიგნაძე
  •  

„ადამიანი ნავი არ არის ─ ნაპირს მიაბა და მიატოვო...“

  ტერენტი გრანელი


  •  

„ისეთი ადამიანებიც არიან, რომ გტოვებენ, მაგრამ არსად მიდიან. საკუთარ სისხლში იგროვებენ შენს სიმარტოვეს და არასოდეს ბრუნდებიან.“

  მიშო დადიანი
  •  

„ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს, რომელიც ყველაზე ძვირფასია შენთვის, არ უნდა მიატოვო ─ ეს არ უნდა დაუშვა. ზოგჯერ შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი სისულელეა; ასეთ დროს მხოლოდ გულის ხმას უნდა მიჰყვე, გულს უნდა დაუჯერო. გულს!“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ, ადამიანი არ მოკვდება.“

  ნოდარ დუმბაძე


  •  

„ქვეყნად არაფერი ღირს იმად, რომ ზურგი აქციო, რაც გიყვარს.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„როცა ის მიდის და დამსხვრეულს სულ მარტო გტოვებს, არასდროს ჰკითხო ─ რა არ ეყო, რა ვერ მიეცი... უფრო პირიქით ─ ისე უხვად დაასაჩუქრე, რომ ვეღარ ზიდა.“

  რუპი კაური
  •  

„იმიტომ კი არ მიგატოვე, რომ არ მიყვარდი, დაგტოვე, რადგან შენ გვერდით მყოფი ჩემი თავი აღარ მიყვარდა.“

  რუპი კაური

  ციტატის წყარო: „რძე და თაფლი“ (2014 წ.)

  •  

„შეცდომა მაშინ კი არ დაუშვი, როცა დამტოვე, არამედ მაშინ, როცა დაბრუნდი. როცა იფიქრე, რომ შეძლებდი მოსვლას ყოველთვის, როდესაც ჩემი სიყვარული დაგჭირდებოდა და როგორც კი მოისურვებდი, ზურგს შემაქცევდო.“

  რუპი კაური

  ციტატის წყარო: „რძე და თაფლი“ (2014 წ.)

  •  

„მიტოვებაზე მეტიც არსებობს, ─ გაურკვევლობა და მათ შორის ყველა ადამიანს ჰქონდა არჩევანი, რომ ეთქვა და ისე წასულიყო.“

  ლუკა კუხიანიძე
  •  

„მე ვერ გამიგია, ხარ თუ არა ჩემთან და ეს მგონია მიტოვება.“

  ლუკა კუხიანიძე
  •  

„მერე კი საზიზღრობაა იმ ადამიანის მიტოვება, ვისთანაც ბევრი გილაპარაკია...“

  ლუკა კუხიანიძე


  •  

„არავინ არავის არ ტოვებს... უბრალოდ ერთს წინსვლა სურს, მეორე ─ არ მიყვება და რადგან არ ელოდებიან, უკან დარჩენილი ფიქრობს, რომ მიატოვეს.“

  მიხეილ ლიტვაკი
  •  

„ან შენი წასვლით ვის შეაშინებ?! ცას მოწყვეტილი ვარსკვლავებიც კი არ ემჩნევა...“

  ალექსანდრე მიშელაშვილი
  •  

„ყვავილის თვალწინ უნდა მოკვდეს ყველა პეპელა, თორემ სამ დღეში მიტოვებას დააბრალებენ...“

  ალექსანდრე მიშელაშვილი
  •  

„ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა ადამიანი ემსგავსება ცარიელ ოთახს, რომელიც ყველამ დატოვა.“

  ჰარუკი მურაკამი


  •  

„თუ ადამიანი ერთხელ მიგატოვებს, ის სხვა დროსაც მიგატოვებს... უბრალოდ, მეორედ უკეთ გამოგიყენებს ─ ჩათვლის, რომ შენი თავის ფასი არ იცი.“

  ოშო


  •  

„ყველა, ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს გაქცევს ან მოკვდება.“

  ჩაკ პალაკინი

  ციტატის წყარო: “მებრძოლთა კლუბი” (1996 წ.)

  •  

„ყველას უყვარდა, თუმცა ყველამ მიატოვა.“

  ედგარ ალან პო


  •  

„ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს ─ მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს...“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„თავმდაბლობა და კეთილსინდისიერება მარტოოდენ რომანებშია დაფასებული, ასეთ ადამიანებს ცხოვრებაში იყენებენ და სადმე მიაგდებენ ხოლმე.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„როდესაც თვითონ ტოვებ, დანაკარგს არ გრძნობ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო ─ ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა!“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ის, ვინც მარტოხელაა, მას ვერც მიატოვებენ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)


  •  

წასვლა გამიგია, მაგრამ ─ პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ ─ გალანტური!

  გიორგი საჯაია
  •  

„თუ საჭირო დროს წახვალ, ყველაფერი, რაც იყო, გენიალურად დარჩება.“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
  •  

„საოცარი მომენტია, სუსტს რომ მიგატოვებენ და ძლიერს გიბრუნდებიან, მაგრამ შენ აღარ იღებ.“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი


  •  

„მამაკაცებს არ უყვართ პატარა გოგონები და თუ მაინც შეუყვარდათ, ბოლოს აუცილებლად მიატოვებენ.“

  კოკო შანელი
  •  

„მე არავინ მიმიტოვებია ─ მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი...“

  ირაკლი ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)


  •  

„ბოროტებაა, ჩემო კარგო და მძიმე ცოდვა, მისცე ადამიანს იმედები და შემდეგ უსარგებლო ნივთივით მიაგდო.“

  ირაკლი ჭიკაიძე
  •  

„მთავარია, ღმერთმა არ მიგვატოვოს, თორე ადამიანები... ეჰ, ადამიანები...“

  ოთარ ჭილაძე


  •  

„ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ რესტავრაცია, აღდგენა, გადარჩენა: პატიებით, წახალისებით... ეცადეთ, არასოდეს არავინ „მოისროლოთ“.

  ოდრი ჰეპბერნი
  •  

„ჩვენ არ ვიმსახურებთ, რომ ბედის ამარად მიგვატოვონ და მარტოობაში ამოგვხვდეს სული. და ასე ვერავინ მოგვექცევა, თუ ამის უფლებას თავად არ მივცემთ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

fall in love with your problems, maybe they will leave you too ნეტავ, რას გრძნობს ის, ვინც მიდის და იცის, რომ ვიღაცას სიკვდილამდე სტკენს... ყოველთვის მიტოვებულებს იცოდებენ ხოლმე , მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე მათზე , ვინც მიდის?... ადამიანი თუ ვერ გხედავს, საკუთარ არსებობას სანახაობად ნუ გადაუქცევ - ზურგი შეაქციე და შენი გზით წადი. Fall in love with your problems. Maybe they'll leave you too... შეიძლება ადამიანს მთელი გული დაანახო, მან კი მხოლოდ ზურგის შექცევა გაიმეტოს შენთვის...

  •  

„უნდა შეგეძლოს დახურო უინტერესო წიგნი; ადგე და წამოხვიდე მოსაწყენი თეატრიდან და მიატოვო ადამიანები, ვინც სათანადოდ ვერ დაგაფასა!“

  — [[ ]]

ადამიანები.. როცა უმიზეზოდ მიდიან შენგან.. უკან აუცილებლად ბრუნდებიან.. თუმცა.. მათ დაბრუნებას იშვიათად აქვს აზრი.

  •  

- მივატოვე ყველა, ვინც იყო ყალბი...
- მერე?
- მერე აღარავინ დამრჩა... თეთრი გვირილების გარდა.

არავინ მიატოვო შუა გზაზე, იქნებ ეს გზა მისი არ იყო და შენს გამო აირჩია ...

  •  

„ადამიანი ვერ ხვდება, რამდენად ძლიერ უყვარს საკუთარი სახლი, ვიდრე არ ტოვებს მას.“

  — [[]]

"ჰო, სჩვევიათ ადამიანებს, უცნაური სილამაზით გაგეცნობიან და უცნაური სიმახინჯით გტოვებენ."

  •  

„ქალი არ მიგატოვებს დაშვებული შეცდომის გამო... თუ მიგატოვა ─ ესე იგი, შენ შეცდომა ჩვევაში გადაგეზარდა...“

  — [[]]
  •  

„ნუ მომძებნით იქ, სადაც მიმატოვეთ!... სიარული მეც შემიძლია...“

  — [[]]

არავინ არავის ტოვებს... უბრალოდ, ვიღაც წინ მიდის და ის, ვინც ჩამორჩა ─ თვლის, რომ მიატოვეს.

  •  

„ზოგს სილამაზის გამო მოეწონები, ზოგსაც ─ ჭკუის, საქმისა და მდგომარეობის გამო, მაგრამ არასოდეს მიგატოვებს მხოლოდ ის, ვინც სულის გამო შეგიყვარა.“

  — [[]]

"განა ისეთი ხანგრძლივია ჩვენი სიცოცხლე, რომ ერთმანეთი მივატოვოთ, თუნდაც დროებით?!"

  •  

„მიატოვე ადამიანები და ნახავ: დარჩენას გთხოვს ის ─ ვისაც სჭირდები, შეგაჩერებს ის ─ ვისაც უნდიხარ, გამოგყვება ის ─ ვისაც უყვარხარ.“

  — [[]]

შემდეგ... შემდეგ შენ მიმატოვე და მე დავამთავრე ყველა კეთილი წარმოდგენა ადამიანობაზე

  •  

„მართლა თუ გიყვარს, მისი ყოველი გახსენება თავიდან მიტოვებას ჰგავს.“

რაც შენია, არასდროს არ უნდა მიატოვო, თუნდაც დანგრეული სახლი იყოს, თუნდაც მომაკვდავი ძაღლი იყოს, თუნდაც საკუთარი სინდისი...