შინაარსზე გადასვლა

მოდა

ვიკიციტატიდან
  •  

„ნუ ჩაეჭიდებით ტენდენციებს ─ ნუ მისცემთ მოდას უფლებას, დაგიპყროთ. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რას გამოხატავთ თქვენი ჩაცმულობითა და ცხოვრების წესით.“'

  ჯანი ვერსაჩე


  •  

„მოდელობა განსაკუთრებულად და პრესტიჟულად არ მიმაჩნდა, არც საკუთარ თავს აღვიქვამდი ვინმეზე უპირატესად [...] მიხვალ, ჩაიცვამ კაბას, გაივლ-გამოივლი ოთახში და წახვალ სახლში. რატომ უნდა გიხდიდნენ ამაში ბევრ ფულს?!“

  მეი მასკი

  ციტატის წყარო: “ქალი ისახავს მიზანს” (2019 წ.)


  •  

„მოდა საშინელებაა, რომელიც იმდენად შეუწყნარებელია, რომ გვაიძულებს, შევიცვალოთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„მოდური ისაა, რასაც თავად ატარებს კაცი; სხვები რასაც იცვამენ, ის კი არაა მოდური...“

  ოსკარ უაილდი


  •  

„მოდას აქვს 2 დანიშნულება: კომფორტი და სიყვარული. სილამაზე მოდის მერე, როდესაც მოდა წარმატებას აღწევს“

  კოკო შანელი
  •  

„მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.“

  კოკო შანელი
  •  

„მოდა ხუნდება, რჩება მხოლოდ სტილი.“

  კოკო შანელი
  •  

„მე არ ვქმნი მოდას ─ მე თავად ვარ მოდა.“

  კოკო შანელი
  •  

„მოდის ბიზნესში ზედმეტად ბევრი მამაკაცია, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ, ქალებს როგორ ჩააცვან.“

  კოკო შანელი


  •  

„მიყვარს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის, მაგრამ არ ვუშვებ, რომ ის იქიდან შემოვიდეს.“

  კოკო შანელი
  •  

„მაღალი მოდა ხელოვნების ერთადერთი ფორმაა, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებს იყენებს, მაგრამ მაინც ახერხებს საკუთარი თავის შენარჩუნებას.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„მოდა გასართობი იდეაა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელო, რომ კომერციული თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდეს.“

  კოკო შანელი
  •  

„მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.“

  კოკო შანელი
  •  

„მოდა არქიტექტურასავითაა ─ აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.“

  კოკო შანელი
  •  

„ბარიერი ყოველდღე უნდა დაარღვიო. მოდა ჩემთვის ყოველდღე იბადება და კვდება.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„თუ დანახვა გინდა, მოდას ყველგან იპოვი.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„მოდას მისდევს ის, ვისაც არ გააჩნია საკუთარი გემოვნება.“

  კოკო შანელი
  •  

„ცხოვრება ─ ეს არის მოდის ჩვენება და სამყარო პოდიუმია.“

  მარკ ჯეკობსი
  •  

„მოდაში ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია და ტენდენციების ბრმად, გაუაზრებლად გამოყენებამ ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდოს.“

  კოკო შანელი
  •  

„მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება…“

  კოკო შანელი
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=მოდა&oldid=52329“-დან