შინაარსზე გადასვლა

მოთმინება

ვიკიციტატიდან
  •  

„მოთმინება ნიშნავს სულის სიმტკიცეს, რომ არავის შესჩივლო, გარდა ღმერთისა.“

  იბნ არაბი
  •  

„არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება.“

  ედმუნდ ბერკი
  •  

„ვინც მოითმენს, ის აუცილებლად წააგებს!.. ─ არ შეიძლება, ადამიანმა მოითმინოს უსამართლობა და თვალი დახუჭოს იმაზე, თუ როგორ იყენებენ მას ყველა სიტუაციაში... მოთმენის დედაც! ─ რაც არ მოგწონთ, მოიშორეთ და გაშორდით!“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„მოთმინების უნარი ─ ეს არის ბოლო გასაღები, რითაც კარის გაღება შეიძლება.“

  გალილეო გალილეი
  •  

„მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„რაც უფრო უკეთ იცნობ საკუთარ თავს, მით მეტი მოთმინება გაქვს იმის მიმართ, რასაც სხვებში ხედავ.“

  ერიკ ერიქსონი
  •  

„შეგუების უნარი – მოთმინება და მოთმინება. აი, ერთადერთი, რამაც გააძლებინა ამ მუდამ შევიწროებულ, ბედგამწყრალ არსებას და მოიყვანა დღემდე.“

  ოტია იოსელიანი

  ციტატის წყარო: “ქალი გამოვიდა საღალატოდ” (1986 წ.)

  •  

„მოთმინება ყველაზე მყარი საფუძველია იმისთვის, რომ ოცნება საბოლოოდ რეალობად იქცეს.“

  ფრანც კაფკა
  •  

„მოთმინება არ მყოფნის ცხოვრებისთვის...“

  სიორენ კირკეგორი
  •  

„გეშინოდეს მომთმენი ადამიანის მრისხანების.“

  კონფუცი
  •  

„თვით სიყვარულზე მეტია ლოდინი და მოთმინება.“

  ლუკა კუხიანიძე


  •  

„ქალმა არასოდეს არ უნდა მოითმინოს ურთიერთობაში ის, რაც არ მოსწონს ─ მაშინვე უნდა თქვას და თუ კაცი არაფერს შეცვლის, დაშორდეს მას [...] არავითარი დათმობა, კომპრომისი… ამას მხოლოდ კარდიოლოგთან და ონკოლოგთან მიჰყავხართ.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„მოთმინებას დიდი ძალა აქვს, როცა ფეთქდება...“

  სტეპან მამჩიჩი


  •  

„არავინ გაგიხსენებს, რამდენი მოითმინე, მაგრამ იმას ყოველთვის გაგიხსენებენ ─ რაც ვეღარ მოითმინე!“

  ალ პაჩინო
  •  

„ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.“

  პლატონი
  •  

„მოთმინება გამბედაობაზე უკეთესია, რადგან ვინც თავს იმორჩილებს, ქალაქებს უკეთესად იპყრობს.“

  სოლომონ ბრძენი


  •  

„დრო და მოთმინება ამერიკამდე ლოკოკინას ჩაიყვანს.“

  კოლმ ტოიბინი

  ციტატის წყარო: “ბრუკლინი” (2009 წ.)

  •  

„სულზე თუ ფიქრობ, უნდა დაითმინო კიდეც.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„ზღვარი, რომელიც ადამიანებს შორის ჩნდება, გადის არა მათ შუა, არამედ თითოეულ მათგანში.“

  ჯონ ფაულზი
  •  

„დათმენა საუკეთესო საშუალებაა სარწმუნოებაზე მოსაქცევად.“

  გიუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„ლოდინი და იმედი ─ გაგიჟების სწრაფი მეთოდია.“

  მაქს ფრაი


  •  

„აიყვანო თავი ხელში, როცა გულნატკენი ხარ და არ მოაწყო სცენები, როცა გაბრაზებული ხარ ─ აი, რას ნიშნავს, იყო იდეალური ქალი.“

  კოკო შანელი
  •  

„მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს – მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვლობაში გვარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ.“

  ელიფ შაფაქი

  ციტატის წყარო: “სიყვარულის 40 წესი” (2009 წ.)

  •  

„ერთ დღესაც რომ ვეღარ შეძლო იმის მოთმენა, რასაც აქამდე ითმენდი, ნახავ, როგორ შეცოტავდებიან ადამიანები შენ გარშემო.“

  ტომი შელბი

  ციტატის წყარო: კინოფილმი “ალესილი კეპები” (2013 წ.)

  •  

„ჭეშმარიტება შენ ხარ თვითონ, როდესაც ითმენ და ელოდები...“

  ირაკლი ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “წერილი პლატონს”

  •  

„გონიერი ადამიანი ყოველთვის ჩქარობს, თუმცა სიჩქარეში არასოდეს არაფერს აკეთებს.“

  ლორდი ჩესტერფილდი


  •  

„ადამიანობა მოთმინება ყოფილა.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

„ერთ დღესაც რომ ვეღარ შეძლო იმის მოთმენა, რასაც აქამდე ითმენდი, ნახავ, როგორ შეცოტავდებიან ადამიანები შენ გარშემო.“

მოთმინება ყველაზე ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ და ეს ძალა ფიზიკურ ძალაზე მეტია. მოთმინებითა შენითა, მოიპოვე სული წმინდა, შენიო. ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე დიდი მოთმინების უნარი აქვთ, ყველაზე სასტიკად შეუძლიათ გაგანადგურონ.

  •  

„მოთმინება არ არის მოცდა – არამედ უნარი, რომ შეინარჩუნო დადებითი დამოკიდებულება, სანამ სასურველს მიაღწევ.“

  — [[ ]]
  •  

„გამოაცალე საყრდენი მოთმინებას და შენს წინ ცათამბჯენის კედლებივით ჩამოინგრევიან მეგობრები, ან უბრალოდ ისინი, ვინც საძირკველს თამაშობდნენ დიდი ხნის მანძილზე.“

  •  

„თუ არ გსურს მოთმინება, გვირგვინი არ გდომებია.“

  •  

„მოთმინება კარგია, მაგრამ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა საიმისოდ, რომ სულ ვითმინოთ!“

  — [[]]
  •  

„მოთმინებას მწარე გემო აქვს, მაგრამ შედეგი თაფლზე ტკბილია.“

  — [[]]

როდესაც აღარ მოითმენ და ხმას ამოიღებ, იცოდე, რომ უზრდელად შეგრაცხავენ. არასდროს გამოსცადო ადამიანის მოთმინება - ჯოკერი