შინაარსზე გადასვლა

მომავალი

ვიკიციტატიდან
  •  

„მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე ─ ის ისედაც სწრაფად მოვა.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„წარსულზე მეტად, მე მომავალი უფრო მაინტერესებს, რადგან სწორედ მასში ვაპირებ ცხოვრებას.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და არ ვიცი ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს, რით შეგვაშფოთებს...“

  — ანაკრეონტი
  •  

„ძუნწებს არ სწამთ მომავალი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი აწმყოშია.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„მომავალს ვერასდროს დაგეგმავ წარსულით.“

  — ედმუნდ ბერკი
  •  

„კაცმა ცოტა წინაც უნდა გაიხედო.“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)

  •  

„ძალიან ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით მომავლის შესახებ.“

  — ნილს ბორი
  •  

„სინამდვილეში, აწმყო უფრო მტკივნეულია, ვიდრე წარსული, მაგრამ ეს ორიც ვერ შეძლებს ისე გაგვაძლიეროს, როგორც ჯერ კიდევ უცნობ მომავალს შეუძლია იმედითა და მოლოდინით მოახერხოს.“

  — ჯორდანო ბრუნო
  •  

„არასდროს არ ღირს მომავლით თავის მოწონება.“

  — ნიკოლოზ გოგოლი
  •  

„მომავლის მშვიდობაზე ფიქრი ნიშნავს ბავშვებზე ზრუნვას.“

  — მიხეილ გორბაჩოვი
  •  

„მომავლის ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი კარგად იქნება ─ ესაა ჩვენი იმედი. დღესდღეობით კი ყველაფერი წესრიგშია ─ ესაა ჩვენი ილუზია.“

  — ვოლტერი
  •  

„რა დარჩება დღევანდელი თაობის შემდეგ? მათ SMS-ებს შთამომავლობის სასწავლებლად გამოაქვეყნებენ?“

  — სერგეი კაპიცა
  •  

გადის ცხოვრება
უკეთესი მერმისის ცდაში.

  — მურმან ლებანიძე

|- |   | ციტატის წყარო: 1972 წ.

  •  

„უბრალოდ არიან ასეთი ადამიანები, ისინი... ზედმეტად ფიქრობენ მომავალ სამყაროზე და ამიტომ ვერასოდეს სწავლობენ ამქვეყნად ცხოვრებას.“

  — ჰარპერ ლი
  •  

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ბაბუაჩემი; გაცილებით მნიშვნელოვანია ─ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი.“

  — აბრაამ ლინკოლნი
  •  

„მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზა მისი შექმნაა.“

  — აბრაამ ლინკოლნი
  •  

„მომავალი მიუწვდომელი, ხანდახან კი ულმობელი სფინქსია...“

  — ლუის ა. მარტინესი

|- |   | ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„მომავალი ─ ეს ყოველთვის აწმყოა, ოღონდ რომელმაც ნაყოფი გამოიღო.“

  — ჯოზეფ მერფი

|- |   | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„მომავალს ერთი დიდი ღირსება აქვს ─ სინამდვილეში ის არასდროს არის ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია.“

  — მილორად პავიჩი
  •  

„ცხოვრებაში მეტად შორს არ უნდა იხედებოდე წინ.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„მომავალზე მზრუნველი სული უბედურია.“

 

Calamitosus est animus futuri anxius

  — სენეკა
  •  

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

  — გალაკტიონ ტაბიძე
  •  

„ყველა აწყობს გეგმებს და არავინ იცის, იცოცხლებს კი საღამომდე?!“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„მომავალი მისია, ვინც რისკავს და არა მისი, ვინც უსაფრთხოებასა და გარანტიებს ეძებს.“

  — ბრაიან ტრეისი

|- |   | ციტატის წყარო: “მიზნები” (2003 წ.)

  •  

„მარად მიღმიერში ყურება ნიშნავს სიბრმავეს იმის მიმართ, რაც აქ არის.“

  — ალან უოტსი
  •  

„ხვალინდელ დღესა და ხვალინდელ გეგმებს მნიშვნელობა არ აქვს, თუ აწმყოს რეალობასთან სრულ კონტაქტში არ ხართ.“

  — ალან უოტსი
  •  

„ჩვენ, კაცთა, ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.“

  — ვაჟა-ფშაველა

|- |   | ციტატის წყარო: “საახალწლო ფიქრები”

  •  

„შენს მომავალს ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია შეცვალო შენი ჩვევები და, რა თქმა უნდა, შენი ჩვევები შეცვლიან შენს მომავალს.“

  — აბდულ ქალამი
  •  

„შორი მომავლის ჭვრეტა არაშორსმჭვრეტლურია.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია!“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„მომავალზე ოცნება უფრო მომწონს, ვიდრე ძველი ისტორიების გახსენება.“

  — თომას ჯეფერსონი
  •  

„ჩვენი ფიქრებისგან, სიტყვებისა და მრწამსებისგან იქმნება ხვალინდელი დღე.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„მომავალი დროის დადებითი ისაა, რომ ერთხელაც ახლანდელ დროს კარგ დროდ მოვიგონებთ.“

  — ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„მომავალს ბევრი სახელი აქვს: სუსტებისათვის ის მიუწვდომელია, მშიშრებისათვის ─ ამოუცნობი, მამაცებისათვის კი ─ შანსი.“

  — ვიქტორ ჰიუგო
  •  

„შენი მომავლის საიდუმლო შენს დღიურ რუტინაში იმალება.“

  — [[]]