მონა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„კეთილი, თუნდა მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
ბ
[რედაქტირება]„მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
გ
[რედაქტირება]„არავინ არ იმყოფება ისეთ უიმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.“ | |
| — გოეთე |
„ბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება მაინც სჯობია.“ | |
| — ლევან გოთუა |
„იმისათვის, რომ არ არსებობდნენ დამარცხებულნი და მონები, საჭიროა დაუნდობლად ვებრძოლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონათა შრომით ცხოვრებას მიჩვეულან.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„მამათა ლაჩრობა შვილების მონობაში გადაიზრდება.“ | |
| — ჯოხარ დუდაევი |
ე
[რედაქტირება]„მონობაზე დიდი უბედურება, მხოლოდ მონის მონობაა.“ | |
| — ეზოპე |
„მაძღარი მონა თავისუფლების ყველაზე დიდი მტერია.“ | |
| — მარია ფონ ებნერ-ეშენბახი |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„უფროსების წინაშე კრძალვა ─ ცუდი ჩვეულებაა, რომელიც ხალხს მონობას ასწავლის.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„გალია ჩიტის საძებნელად წავიდა.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის.“ | |
| — კირიონ II |
„თუ სწორად ისე ვიმოქმედე, როგორც ადამიანები ჩემგან ელიან, მაშინ მე მათ მონობაში მოვექცევი.“ | |
| — პაულო კოელიო |
ლ
[რედაქტირება]„ადამიანებს სურთ, ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.“ | |
| — ჟან დე ლაბრიუიერი |
„საზოგადოება, რომელიც სამზარეულოთი და სიმღერით იწონებს თავს, ძირითადად, მონური საზოგადოებაა, რადგან მონები ჭამითა და მუსიკით იქარვებდნენ წუხილს.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]„მას, ვისაც არ შეუძლია, მთელი დღის 2/3 საკუთარი თავისთვის გამოყოს, არის მონა.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ციტატის წყარო: ზარატუსტრა
ო
[რედაქტირება]„პლონჟერი მონაა, უსარგებლო მონა, რომელიც სულელურ და მეტწილად არააუცილებელ სამუშაოს ასრულებს. მას ხანგრძლივად ამუშავებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სახიფათო გახდება, თუ ცოტა თავისუფალი დრო გამოუჩნდა.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)
„ჭურჭლის მრეცხავებსაც აქვთ პროფესიული სიამაყის გრძნობა. ეს მონის სიამაყეა, ადამიანისა, რომელიც ნებისმიერი მოცულობის სამუშაოს უდრტვინველად ასრულებს.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)
პ
[რედაქტირება]„მონად იწოდება ის, ვისაც თავისი საქმე არ უყვარს და მხოლოდ საარსებო საშუალებებისათვის მუშაობს.“ | |
| — მიხაილ პრიშვინი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„დაბადება მოტაცებას ჰგავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]„მონა თავისუფლებაზე კი არა, საკუთარ მონებზე ოცნებობს.“ | |
| — ციცერონი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა, და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც...“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”
ხ
[რედაქტირება]„გალიაში დაბადებული ჩიტები ფიქრობენ, რომ ფრენა ავადმყოფობაა.“ | |
| — ალეხანდრო ხოდოროვსკი |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„უზნეო ქცევათა შორის, საერთოდ ყველაზე მძიმე უზნეობაა, რომ ბავშვებს მოექცე, როგორც მონებს.“ | |
| — გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი |