შინაარსზე გადასვლა

მონატრება

ვიკიციტატიდან
  •  

„მონატრება სადამდეც შეიძლება გაგრძელდეს, იმ ზღვარსაც გავცდი ─ ისე მენატრები...“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„კინაღამ დამცდა ─ „მენატრები“. მერე უცებ თვალი დავმუწე, წამწამი წამწამს დავაჭირე
და მომდგარი ცრემლი ჩავიგუბე....“

  გიორგი კეკელიძე
  •  

„მართლა რომ გენატრებოდეს, მოთმენას ვერ შეძლებდი, მოცდას ვერ შეძლებდი.“

  ლუკა კუხიანიძე
  •  

„ჭკუიდან შეგშლის, ისეთი ლამაზია ─ მონატრებული ადამიანი.“

  ლუკა კუხიანიძე
  •  

„მონატრება დროითი კი არა, სივრცითი ფენომენია ─ შესაძლოა ადამიანი მთელი თვე ვერ ნახო, მაგრამ თუკი ის სადმე წავა და მასთან შეხვედრის ალბათობა ნულს გაუტოლდება, პირველივე დღეს მოგენატრება.“

  მერაბ მამარდაშვილი
  •  

„ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ─ ყოფნა ბინაში...

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “თოვლი”

  •  

„თითო ყვავილი რომ მომცა იმ წუთებისთვის, რომლებიც შენზე ფიქრში გავატარე, ალბათ, შევძლებდი ყვავილების ბაღში დაუსრულებლად მესეირნა.“

  ალფერდ ლორდ ტენისონი


  •  

„ადამიანი იმდენად ვერასდროს გეყვარება, რამდენადაც მოგენატრება; სიყვარული არის მარადიული მონატრება.“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს...

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “დევებით სავსე ქუდი”

  •  

არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი,
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “გადაიპენტა თეთრად ტკივილი”

  •  

მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ.

  ტარიელ ხარხელაური

  ციტატის წყარო: “მანძილი შენამდე დიდია”

  •  

მონატრების
სიტყვები ხარობენ
და იტანჯებიან,
როგორც ყვავილები
ღობის ღრიჭოებში.

  ვაჟა ხორნეული
  •  

მონატრების
მკლავზე ჩაძინებულს
შენი ხმა მესიზმრება.

  ვაჟა ხორნეული

Never miss someone who knows how to find you. უმჯობესია, იყო სასურველი მონატრება, ვიდრე მობეზრებული რეალობა.

  •  

„მონატრებისთვის არავის სჯიან ─ მონატრებაა თავად სასჯელი...“

  — [[ ]]

არ დააკლდები იმ ადამიანს ვინც შენი სულის ვერც ერთი ფურცელი ვერ წაიკითხა ვისაც არ უნდა, რომ დაგინახოთ – არ დაგინახავთ (სულ რომ წინ აესვეტოთ)... ვისაც უნდა, რომ დაგინახოთ, მონატრებისგან დაესიზმრებით კიდეც.

  •  

„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გენატრება, არ ნიშნავს, რომ უნდა დაუბრუნდე მას ─ ზოგჯერ უბრალოდ უნდა განაგრძო მისი მონატრება, სანამ ერთ დილას არ გაიღვიძებ და მიხვდები, რომ ის აღარ გჭირდება.“