შინაარსზე გადასვლა

მორალი

ვიკიციტატიდან
  •  

„ზნეობრიობის ცნება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ჩვენ ვფიქრობთ საზოგადოებაზე და სხვა ადამიანების უფლებებზე.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია ─ მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„ძლიერი გადადის მორალის ზღვარზე, სუსტი ეფარება მორალს, ხოლო ის, ვინც მისდევს მორალს, ყოველთვის დგას ძლიერსა და სუსტს შორის.“

  — რიუნოსკე აკუტაგავა
  •  

„სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე, ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური, მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.“

  — არისტოტელე
  •  

„რა საჭიროა მორალი ჰედონისტურ საზოგადოებაში?“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ზნეობა რომ უმტყუნებს ადამიანს, ზოგი მამასა ჰკლავს, ზოგი შვილს ჰყიდის.“

  — ლევან გოთუა
  •  

„ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.“

  — პოლ ვალერი
  •  

„ძირითადად, მორალს ისეთი ხალხი გვიკითხავს, თავიანთი ბიოგრაფია რომ არ აქვთ წაკითხული.“

  — ვოლტერი
  •  

„ჯერ სიყვარული უნდა მოვიდეს და მერე მორალი; პირიქით თუ მოხდა ─ ტანჯვაა.“

  — ალბერ კამიუ
  •  

„მორალისტისათვის ყველაზე დიდი სიძნელე საკუთარი მორალის დაცვით ცხოვრებაა.“

  — ანდრე მორუა
  •  

„მორალს ესთეტიკური სტანდარტები აქვს: თუ ტარაკანს მოკლავ, გმირი ხარ, თუ პეპელას ─ ცუდი ადამიანი.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მორალი ─ დიდი ინსტინქტია, რომელიც ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ჭეშმარიტ მორალს სასაცილოდაც არ ჰყოფნის მორალი.“

  — ბლეზ პასკალი
  •  

„ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში?! ─ მორალი სუსტების მოგონილია, მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„მორალი ორგვარია: ერთია მცირე, პირობითი, ადამიანების მორალი, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება და დაუღალავად ამოგძახის საიდანღაც ქვემოდან, მიწაში იჩიჩქნება, [...] მეორე კი მარადიულია. იგი ჩვენ გარშემოა, ჩვენ ზემოთ, როგორც გარშემორტყმული ბუნება, როგორც ლურჯი ცა, რომელიც გვინათებს.“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„ადამიანები უფრო მორალურები არიან, ვიდრე ფიქრობენ, და შედარებით უფრო ამორალურები, ვიდრე შეუძლიათ წარმოიდგინონ.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„ცალკეული პიროვნებანი შეიძლება გაიხრწნან მორალურად, ─ ხალხი კი არასოდეს.“

  — იულიუს ფუჩიკი
  •  

„მორალური არის ის, რაც კარგ ხასიათზე გაყენებს და მოგწონს; ამორალური კი არის ის, საწოლიდან რომ წამოდგები და მიხვდები, ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა.“

  — ერნესტ ჰემინგუეი