შინაარსზე გადასვლა

მორჩილება

ვიკიციტატიდან
  •  

„ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.“

  არისტოტელე
  •  

„თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„როგორც არსებობს დისციპლინა არმიაში, ისევე ბიუროებში პასიური მორჩილებაა დამყარებული.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„ნარკოტიკის ფონზე დროს ტარება სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს სვლისადმი მონური მორჩილება.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ბუნების ადვილად დამორჩილება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მისდამი მორჩილებით.“

  ფრენსის ბეკონი


  •  

„რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)


  •  

„ადვილია დაიმორჩილო საზოგადოება, თუ მის წევრებს გარკვეული კანონებით შემოსაზღვრავ; ადვილია დაიმორჩილო უსინათლო, რომელიც ადვილად ემორჩილება მის გამცილებელს ან წინამძღოლს.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„ზღვაში ნაოსნობის დროს მესაჭეს უნდა დაემორჩილო, ცხოვრებაში კი ─ სხვებზე უფრო გონებადამჯდარ კაცს.“

  ეპიქტეტე


  •  

„მორჩილება გაუგონარ გმირობას ჩაგადენინებს.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„მორჩილება სიყვარულის გარეშე ─ უნაყოფოა.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)


  •  

„ბრმა მორჩილება მონებს აყალიბებს.“

  ნიკოს კაზანძაკისი
  •  

„ისინი დღეს მბრძანებლობენ, იმიტომ, რომ შენ ხარ მორჩილი.“

  ალბერ კამიუ


  •  

„ორ ბატონს ერთდროულად ვერ ემსახურებით.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„ადამიანმა შეძლო დაემორჩილებინა თავისზე ბევრად დიდი და ძლიერი ცხოველები, რადგან ადამიანს აქვს ცოდნა, რომელიც უფრო დიდი ძალაა, ვიდრე ფიზიკური სიდიდე, ბრჭყალები და კბილები.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ხელმძღვანელს დამორჩილებული ღმერთს ემორჩილება.“

  იოანე ოქროპირი


  •  

„მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას; შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას.“

  ბლეზ პასკალი


  •  

უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„მან, ვინც დამორჩილება ისწავლა, ხელმძღვანელობა ეცოდინება.“

  სოლონი


  •  

„მთავარი საშუალება იმისთვის, რომ ადამიანები გემორჩილებოდნენ, ის არის, არ უჩვენო ეჭვი, რომ მათ შეუძლიათ არ დაგემორჩილონ.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„ყოველ კულტურულ ადამიანისათვის, რომელიც მორჩილად და თავმოდრეკილად მიიღებს თავისი საუკუნის საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს, სწორედ ეს იქნება ამორალიზმის უსაშინლესი ფორმა.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

„არ დაემორჩილოთ არაფერს, გარდა პატიოსნებისა და საღი აზრისა; ძალას კი არასოდეს დაემორჩილოთ.“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„არსებობს მმართველის ისეთი ბრძანებები, რომლებიც არ უნდა შეასრულო.“

  სუნ-ძი


  •  

„მთლიანად არცერთი ქალი არ ნებდება მამაკაცს; მას ყოველთვის რჩება პატარა, ხელუხლებელი, შეუვალი მიწა, სადაც მისი დამარცხება არავითარ ძალას არ შეუძლია."

  ოთარ ჭილაძე


  •  

„თუ ცხოვრებაში ყველა წესს დაემორჩილები, მაშინ გამოტოვებ ყველა სიამოვნებას."

  კეთრინ ჰეპბერნი
  •  

„თუ ცხვარი გინდა გახდე, იმისთვისაც მზად იყავი, რომ მგელი შეგჭამს."

  ბერძნული ანდაზა

არსებობს ქალების კიდევ ერთი კატეგორია: ისინი არც მეძავეები არიან და არც მეუღლეები, უბრალოდ გულკეთილი ქალები არიან. ისინი ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილებიან მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობენ