შინაარსზე გადასვლა

მოსმენა

ვიკიციტატიდან
  •  

„არაფერი არ სიამოვნებთ ქალებს ისე, როგორც ტკბილი სიტყვების ყურისგდება.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)


  •  

„თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.“

  გოეთე
  •  

„მოსმენა ნიშნავს იმის გაგებას, რაც საუბარში არ თქმულა.“

  პიტერ დრაკერი
  •  

„მოსმენით მოუსმინე, მაგრამ არავის დაუჯერო, სანამ საქმით არ დაგანახებს.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ყრუთა შორის უარესია ის, რომელსაც გაგონება არ უნდა!“

  ნიკოს კაზანძაკისი
  •  

„ნუ დაკარგავ დროს ახსნა-განმარტებებზე: ადამიანები მხოლოდ იმას ისმენენ, რისი მოსმენაც სურთ.“

  პაულო კოელიო
  •  

„კომუნიკაციის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ჩვენ არ ვუსმენთ იმისთვის რომ გავიგოთ, არამედ ვუსმენთ იმიტომ, რომ ვუპასუხოთ.“

  სტივენ კოვი
  •  

„ყოვლად მიუღებელია განსაჯო ადამიანი ისე, რომ მას არ მოუსმინო.“

  აგათა კრისტი


  •  

„ადამიანებს ესმით მხოლოდ ის, რასაც იგებენ.“

  ტიტუს მაქციუს პლავტუსი


  •  

„ზოგჯერ საჭიროა ტაქტი დაივიწყო, რათა მოგისმინონ.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)

  •  

„მთავარია, მოსმენა იცოდე; ჯერ სიჩუმის მოსმენა უნდა ისწავლო, მერე კი ─ ქარის.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)


  •  

„ადამიანებს მხოლოდ იმათი მოსმენა შეგიძლიათ, ვინც გეპირფერებათ.“

  ანატოლ ფრანსი

  ციტატის წყარო: “ღმერთებს სწყურიათ” (1912 წ.)

  •  

„ბევრი ისმინე, მაგრამ ცოტა ილაპარაკე. ყური მიაპყარ სხვების აზრსა, შენი დაფარე.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ყველა ადამიანს შეიძლება მოუსმინო, მაგრამ საუბარი ყველასთან არ ღირს.“

  არტურ შოპენჰაუერი


  •  

„ყველაფერი, რაზეც ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ, ─ აფირმაციებია [...] მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საკუთარი თავისთვის ყურის გდება.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.“

  ვიქტორ ჰიუგო

ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა... როცა სიმართლე ვიცი. ყველაზე კარგად მოსმენა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯობს არაფერი თქვა.