მტერი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი ─ ასეთია სიყვარულის ძალა.” | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„მტრისაც კი პატივისცემა გმართებთ, რადგან იგი თქვენში მებრძოლს აყალიბებს.” | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ბ
[რედაქტირება]„ჩვენი მტრები ჩვენი ერთადერთი ნაცნობები და ოჯახის წევრები არიან ─ მეფეებს არ ჰყავთ ოჯახის წევრები.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია, რიცხვი ჩვენი წლოვანებისა და მტრებისა.“ | |
| — პიერ ბუასტი |
გ
[რედაქტირება]„არავის იმდენი მტერი არ ჰყავს ამქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს...“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„ყველაზე საშიში მტერი არა კოლონიზატორი და ოკუპანტია, არამედ ოკუპანტის მიერ გამოწვრთნილი შენი თანამემამულე.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„არ მჯერა, რომ მამაკაცი ქალის მტერია ─ მე უფრო მისი ადვოკატი მგონია.“ | |
| — ავა გარდნერი |
დ
[რედაქტირება]„მტრები რომ არ მყოლოდა, ის ვერ გავხდებოდი, ვინც ვარ. მაგრამ მადლობა ღმერთს, მტრები საკმარისად იყვნენ.“ | |
| — სალვადორ დალი |
„კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი ─ უკეთესი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “მარადი ქმარი” (1870 წ.)
ე
[რედაქტირება]„მტრის ხაფანგში შეღწევა უფრო ადვილია, ვიდრე იქიდან გამოსვლა.“ | |
| — ეზოპე |
ვ
[რედაქტირება]„მეტოქე, რომელიც ეძებს თქვენს შეცდომებს, უფრო სარგებლიანია, ვიდრე მეგობარი, რომელსაც უნდა დამალოს ისინი.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
„საუკეთესო ─ კარგის მტერია.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„მტერი და მოყვარე ხშირად ერთმანეთს ტყუპებივით ჰგავს და ახალშობილს კი არა, წლებით დამძიმებულ ხანდაზმულსაც უჭირს გარჩევა.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„მტერი, რომლის დამარცხებასაც ცდილობ, შენს თავშია.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ყველაზე ვერაგი მტერი კი სწორედ იქ იმალება, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ველით.“ | |
| — იულიუს კეისარი |
ლ
[რედაქტირება]„მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენება რომ საკმარისი ყოფილიყო ვიღაცის მტრად გასაჩენად, თქვენ სასტიკ მტრად უნდა ჩაგეთვალათ თქვენი ექიმი.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„როდესაც მტრები ზიანს გვაყენებენ, სინამდვილეში მათი მადლიერები უნდა ვიყოთ იმ იშვიათი შესაძლებლობისთვის, რასაც მოთმინების გამოცდა ჰქვია.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?!“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
„გაინტერესებთ თქვენი მთავარი მტერი? ─ სარკეში ჩაიხედეთ; თუკი მას გაუმკლავდებით, დანარჩენები გაიქცევიან.“ | |
| — მიხეილ ლიტვაკი |
მ
[რედაქტირება]„წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ჰყავს.“ | |
| — მოლიერი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„ცოტასა და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი: ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა, ─ არა ჩანს და რა გაჰქექ, ხელს დაგწვამს.“ | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
„დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება. სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება.“ | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
„ჩვენ უბრალოდ არ ვანადგურებთ მტრებს ─ ჩვენ ვცვლით მათ.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
„კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
ციტატის წყარო: “1984” (1949 წ.)
„ადამიანის უპირველესი მტერი მისი ნერვული სისტემაა.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
პ
[რედაქტირება]„უმჯობესია, ათასი მტერი გყავდეს სახლს გარეთ, ვიდრე ერთი ─ სახლში.“ | |
| — მარიო პიუზო |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია; | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ეგრე მტრისა არ მეშინის, | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„ბრძენს ჰკითხეს: მტერი ვინ გყავსი? ─ ყველა, ვისაც კი სიკეთე გავუკეთეო...“ | |
| — სენეკა |
ტ
[რედაქტირება]ო, მებრალება მე ჩემი მტრები, | |
| — გალაკტიონ ტაბიძე |
ციტატის წყარო: “მაისის ისრით”
„ძვირფასი კაცის სიყვარული შეიძლება მხოლოდ ადამიანური სიყვარულით; მაგრამ მხოლოდ მტერი შეიძლება გიყვარდეს ღვთიური სიყვარულით.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
ციტატის წყარო: “ომი და მშვიდობა” (1865-1868 წწ.)
უ
[რედაქტირება]„თუ ადამიანს არა ჰყავს მტრები, მაშინ მათ ადგილს მეგობრები დაიკავებენ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
ფ
[რედაქტირება]„ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “ალუდა ქეთელაური” (1888 წ.)
„მტერი მოყვარედ მოსული, მტერზედა უფრო მტერია.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
მტერს ხმალი უნდა საფრთხულად, | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “პაპიჩემის ანდერძი”
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„თუ შეგიძლიათ, ნურავის ემტერებით.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
ჩ
[რედაქტირება]„გყავს მტრები? კარგია. ესე იგი, შენს ცხოვრებაში ოდესმე რაღაცისთვის გიბრძოლია.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„მტერს მადლობა გადაუხადე, რომ გაგაძლიერა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”
ხ
[რედაქტირება]მტერნი არ შეგვიბრალებენ | |
| — ხალხური |
ჯ
[რედაქტირება]„იქნება მე ჩემი პირადი მტერი შევიყვარო, მაგრამ ჩემი მოყვასის მტერი უნდა გავსრისო და მოვსპო, ვინაიდგან მოყვასი ჩემი მე უფრო მიყვარს, ვიდრე თავი ჩემი.“ | |
| — მიხეილ ჯავახიშვილი |
ციტატის წყარო: “ჯაყოს ხიზნები” (1924 წ.)
„და თქვა ღმერთმა: - შეიყვარე მტერი შენი... მე დავუჯერე მას და შევიყვარე საკუთარი თავი.“ | |
| — ჯუბრან ხალილ ჯუბრანი |
ჰ
[რედაქტირება]„ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს.“ | |
| — ჰიპოკრატე |
მტერსა რომ მტრობას უწევდეს, | |
| — ხალხური |
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მტრების ყოლა ურჩევნიათ, ვიდრე მეგობრების. გვიან, მაგრამ ხომ მაინც გაიგე ცრუ სიყვარული მტრობამდე მიდის - როგორ მოასწარით ამდენი ადამიანის გადამტერება? - ამისთვის არ არის საჭირო იყო გენიოსი. აკეთე შენი საქმე, ილაპარაკე სიმართლე, არავის ეპირფერო და ეს სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა მაწანწალა ძაღლმა შენ დაგიწყოს ყეფა. სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი – უბრალოდ მტერი, მეორე – მეგობრის მტერი, ხოლო მესამე - მტრის მეგობარი.
„აუშენე ოქროს ხიდი მტერს, რომელიც გტოვებს.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
„თუ შენს მეგობარს შენს მტერთან დაინახავ, ჩათვალე, რომ ორივე შენი მტერია. ერთი ღიად, მეორე ─ ფარულად.“ |
„ჯობს მგელი გყავდეს მტრად, ვიდრე მელა ─ მეგობრად.“ | |
| — [[]] |
„მე არ მყავს მტრები (ეს მე ვყავარ მათ), მაგრამ მყავს ადამიანები, რომლებიც ძალიან დაეცნენ ჩემს თვალში.“ | |
| — [[]] |
„მადლობა ჩემს მტრებს! რომ არა თქვენ, მე ვერასოდეს გავხდებოდი ის, რაც დღეს ვარ.“ | |
| — [[]] |
ჩემი ენა ჩემი მტერია. ღმერთს ვთხოვე მტრები მოეშორებინა ჩემთვის და მეგობრებმა დაიწყეს გაქრობა