შინაარსზე გადასვლა

მუსიკა

ვიკიციტატიდან
  •  

„მუსიკა ერთადერთი საერთაშორისო ენაა, მას არ სჭირდება თარგმნა, მის ენაზე სული საუბრობს მეორე სულთან.“

  ბერთოლდ აუერბახი
  •  

„მუსიკა თავიდან ფერთხავს მთელი დღის დაგროვებულ მტვერს.“

  ბერთოლდ აუერბახი
  •  

„მუსიკა ხალხის მოთხოვნილებაა.“

  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
  •  

„მუსიკა ატირებული ჯადოქრობაა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„მუსიკა რჩება ყველაზე საყვარელი დროის მამოძრავებელ იარაღად, ყველაზე სწრაფ საშუალებად წარსულის შესაფასებლად.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„მუსიკა აღარაა აღქმის საგანი, იგი სამომხმარებლო საქონელია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„მუსიკა ის გზაა, დიდ სიმართლემდე რომ მიდის. ზეცას ჰგავს. დღეს რასაც ახალგაზრდები უსმენენ, მუსიკა არ არის. სიტყვებიც პათეტიკურია.“

  ენტონი ბერჯესი


  •  

„ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძალა და თვისება, თავისი ფრთებით ზე აიტაცოს და ზეცაას აზიაროს დამძიმებული სული.“

  გიოარსი
  •  

„შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარი სხვა საშუალებების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.“

  გოეთე
  •  

„მუსიკის მოსმენის შემდეგ ყოველთვის უკეთ ვმუშაობ.“

  გოეთე
  •  

„მუსიკას ძალუძს სიამოვნებასთან ერთად ახალგაზრდას განუვითაროს გემოვნება და ისეთი ჩვევები შესძინოს, რომელიც ამორჩეულ სპეციალობაში დაეხმარება.“

  მერი დავითაშვილი
  •  

„მუსიკა ─ ჭეშმარიტი საერთო ადამიანური საუბარია.“

  კარლ ლუის ვებერი
  •  

„სწორედ იქაა ძლიერი მუსიკა, სადაც სიტყვას ძალა ელევა.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„იქ, სადაც განხეთქილების ტკივილი ჰარმონიისაკენ მიისწრაფვის, პოეზია მუსიკად იქცევა.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ყველაფერი, რაც არ მოძრაობს ─ ბალახი, ხე ─ დუმს და არ ჟღერს. საკმარისია ქარმა დაჰბეროს და ისინი ამღერდებიან.“

  ხან იუი
  •  

„მუსიკა ხმაურია, რომელიც ფიქრობს.“

  ანდრე მალრო ან ჰიუგო
  •  

„[...] მუსიკოსიც არ არის ამათთვის სერიოზული კაცი. მუსიკა არ არის შრომა. ეს დამოკიდებულება კი იმასაც განსაზღვრავს, რა მუსიკასაც უსმენენ.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ყოველთვის, როცა არ იცი, რას უკრავ – ეს ჯაზია.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)


  •  

„მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მხოლოდ გულისამრევი მუსიკით კეთდება დღეს ფული.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში.“

  ოშო


  •  

„მუსიკა კარგი რამაა – ის ადამიანში არსებულ ურჩხულს ამშვიდებს.“

  იოსებ სტალინი
  •  

„როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„როცა ბედნიერი ხარ, უსმენ მელოდიას, მოწყენისას კი – ტექსტს.“

  — [[]]