შინაარსზე გადასვლა

მწერალი

ვიკიციტატიდან
  •  

„მწერალი კავალერიასავითაა, რომელიც ყოველთვის მაშინ მოდის, როცა უკვე ძალიან გვიანაა.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„მწერალი ტურაა, ჰიენა, კოიოტი. ცოტაოდენი სასოწარკვეთილება მიბოძეთ, თუ შეიძლება; უბედურებას დავეძებ, იქნებ მიმასწავლოთ; სადმე ახლოს სიმხეცე და სისასტიკე ხომ არ გინახავთ?!“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„იშვიათია, რომ მწერალს იმ წიგნისა ეშინოდეს, რომელსაც წერს.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„თუ მწერალი ჭეშმარიტებას არ ამბობს, უმჯობესია, საერთოდ არაფერი დაწეროს.“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: საპროგრამო შენიშვნა „მექანიკური ფორთოხლისთვის“ (2004 წ.)

  •  

„კარგი მწერალი ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, საშუალო ─ ნაპირ-ნაპირ უვლის, ცუდი კი ძალას ხმარობს მასზე და მერე ბუზების წასაბილწავად ტოვებს.“

  — რეი ბრედბერი

|- |   | ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„მწერლები ─ ეს სასოწარკვეთილი ხალხია და როცა მათ უჩნდებათ იმედი, ისინი ვერ ახერხებენ წერას...“

  — ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„ეჭვით უნდა მოეკიდო ადამიანს, რომელიც თავის რომანს სხვებს ხმამაღლა უკითხავს ─ ასეთი მწერალი განწირულია.“

  — ჩარლზ ბუკოვსკი

|- |   | ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)

  •  

„მწერლისთვის ყველაზე მავნე რამე ის არის, როცა მეორე მწერალს იცნობს, იმაზე უარესი კი, როცა რამდენიმე მწერალს იცნობს. მაშინი ისინი ბუზებს ემსგავსებიან, რომლებიც ერთსა და იმავე განავალს შესევიან.“

  — ჩარლზ ბუკოვსკი

|- |   | ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)

  •  

„თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.“

  — მიხეილ ბულგაკოვი
  •  

„ერთი უცნაური ბედი აქვთ დიდ მწერლებსა და ლამაზ ქალებს: ვინც მათ ვერ შესწვდება, ყველა აგინებს.“

  — კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ჭეშმარიტი მწერლის მხატვრული სახეები და იდეათა სამყარო გამოხატავს არა მხოლოდ ავტორის პიროვნულ არსს, არამედ მისი ხალხის, მისი ქვეყნის, მისი ეპოქის სულისკვეთებას.“

  — გურამ გეგეშიძე
  •  

„თუ მწერლის ჩემეული იდეალიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე.“

  — გურამ დოჩანაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” (1973 წ.)

  •  

„მწერალი, რომლის ნაწარმოებსაც არ ჰქონდა წარმატება, ადვილად ხდება მწარე კრიტიკოსი: ასე სუსტი და უგემოვნო ღვინო შესაძლოა, გახდეს შესანიშნავი ძმარი.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„იმისთვის, რომ მკითხველმა ჭეშმარიტება დაინახოს, აუცილებელია ავტორი გარდაიცვალოს.“

  — უმბერტო ეკო
  •  

„ორატორი ცვალებად შთაგონებას ემორჩილება და ელაპარაკება თავშეყრილ ხალხს, ვინც მას უსმენს, მწერალი კი მიმართავს კაცობრიობის გულსა და გონებას, ყველა დროის ყველა ხალხს, რომელიც მის გაგებას შეძლებს.“

  — ჰენრი დევიდ თორო

|- |   | ციტატის წყარო: “უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” (1854 წ.)

  •  

„მწერლები ხომ სამყაროს გოლიათები არიან...“

  — ჯეკ ლონდონი

|- |   | ციტატის წყარო: “მარტინ იდენი” (1909 წ.)

  •  

„მწერლის შემოქმედებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიოგრაფიას. მწერლები თხზავენ, მაგრამ კი არაფერს იგონებენ, რაც არ უნახავთ, ან არ განუცდიათ.“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„მწერალი უნდა იტანჯებოდეს, რომ მკითხველს კითხვა გაუადვილდეს; ყოველი სიტყვა უნდა გვაოცებდეს თავისი ერთადერთობითა და მიგნებულობით; სიტყვასაც უნდა ჰქონდეს ქვეტექსტი. მწერლის მოწოდებაა, შექმნას იდეალური, რადგან ადამიანს რეალური სწრაფვა ჰქონდეს იდეალურისკენ.“

  — ყარამან კიკვიძე
  •  

ოხ, სცნობს და ხვდება ბავშვიც
მწერლის პროფილს და ანფასს, ─
ლიტერატურის ბაღში
საშვალო
ხალხის
პარპაშს...

  — მურმან ლებანიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სიტყვა გარდაქმნის გამო ჩვენი მწერლობის სახლის” (1987 წ.)

  •  

„ქართველი მწერალი ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს.“

  — აკა მორჩილაძე

|- |   | ციტატის წყარო: სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე (2018 წ.)

  •  

„მწერალი კვდება, როცა მას აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიცაა ─ რა არის ხელოვნება და რაში მდგომარეობს მწერლის ვალი.“

  — ვლადიმერ ნაბოკოვი
  •  

„კარგი მწერალი, როგორც თავის სულს, ისევე მისი მეგობრის სულსაც ადვილად ეუფლება.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვის გავლენა.“

  — ვაჟა-ფშაველა
  •  

„იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც რასაც თავად ჰგრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს [...] ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილი, ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალწყალა სითხე [...] ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითხვისას.“

  — ვაჟა-ფშაველა

|- |   | ციტატის წყარო: “ნიჭიერი მწერალი”

  •  

„მწერლები მტრედებივით ეჭვიანები არიან.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ...“

  — გოდერძი ჩოხელი
  •  

„მწერალი ეხმარება მკითხველს სიმარტოვისა და გაუგებრობის შიშის დაძლევაში, ამით ის ძალიან ჰგავს რელიგიის მსახურსაც და ექიმსაც, მაგრამ, რადგან ცოდვა თვითონაც მრავლადა აქვს, მღვდლად არ გამოდგება, ხოლო, რაც შეეხება ექიმობას ─ მწერალს უფრო პაციენტის როლი შეეფერება, ვიდრე ექიმისა, თუნდაც, თავისი ათასჯერ დაფლეთილი და იმედის ნემსით ამოკემსილი გულის გამო.“

  — თამაზ ჭილაძე
  •  

„ენის უცოდინარი მწერალი სამფეხა ცხენსა ჰგავს, გენიოსიც რომ იყოს, ვერც გაიქცევა და ვერც დაიძვრება.“

  — მიხეილ ჯავახიშვილი

მწერალს ქალი შეუყვარდა და მას უკვდავება აჩუქა...