მწერლობა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„რას ვიზამდი, თუკი მხოლოდ ექვსი თვის სიცოცხლე მექნებოდა დარჩენილი? ─ უფრო სწრაფად დავიწყებდი წერას.“ | |
| — აიზეკ აზიმოვი |
წერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ. | |
| — რატი ამაღლობელი |
ბ
[რედაქტირება]„გააუმჯობესო შენი დროის ზნეობა ─ აი, მწერლის უპირველესი მიზანი.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„ბოლშევიკების დიქტატურის ეპოქაში ქართული მწერლობის საუკეთესო ნაწილმა ისე იცხოვრა და იშრომა, როგორც მზვერავები ცხოვრობენ და შრომობენ მტრის ბანაკში [...] ქართული მწერლობა არც ზედმეტად მოთვინიერებული ყოფილა და ყოველთვის იქ იყო, სადაც სინდისი და მამული უხმობდა.“ | |
| — აკაკი ბაქრაძე |
ციტატის წყარო: “გადარჩენა”
„წერა ყველაფრის მოყოლას არ ნიშნავს ─ ისეთი დეტალი უნდა ამოირჩიო, რომელიც კლავს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “უნა & სელინჯერი” (2014 წ.)
„ნაწერი იმიტომ დგას გამოსახულებაზე მაღლა, რომ იგი რაღაცას ისეთს მოითხოვს ჩვენგან, რაც არ არის წამიერი. საწვავი, რომელიც აუცილებელია წერისთვის და რომელსაც ხელოვნება ჰქვია, არ იწვის თავისით, მას მწერლის ტანჯვით გამოწვეული ღადარი ასაზრდოებს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„წერა საკუთარი თავის წაკითხვაა. წერა მოგონებას აცოცხლებს, წერა ისევეა შესაძლებელი, როგორც გვამის ამოთხრა მიწიდან.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„მწერლობამ ცხოვრებაში დამაბრუნა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ფანტასტიკური ლიტერატურა არის შესაძლებლის ევოლუციური კვლევა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„დღეისთვის ვერ მოვნახე უკეთესი განმარტება იმისა, რა მოაქვს ლიტერატურას: ადამიანის ხმას გასმენინებს. თავგადასავლის მოყოლა მიზანი არ არის, პერსონაჟები გეხმარებიან სხვა ადამიანის მოსმენაში, რომელიც შესაძლოა იყოს ჩემი ძმა, მოყვასი ჩემი, მეგობარი ჩემი, წინაპარი ჩემი, ორეული ჩემი.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„მოვიხმარ ლიტერატურას, როგორც დროის გაქრობის საშუალებას, ხოლო წერას, როგორც დროის დაჭერის ხერხს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„დიდწილად იმას ვწერთ, რასაც თავად წარმოვადგენთ.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„ლიტერატორებს ყოველთვის მიიჩნევდნენ ბოროტების გამომგონებლებად, მაგრამ მათი ჭეშმარიტი ვალი, სხვა დანარჩენთან ერთად ისიცაა, რომ დაგვანახონ ის, რაც არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე ისინი ხელში კალამს აიღებდნენ ან ნაწარმოებების წერას შეუდგებოდნენ.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: საპროგრამო შენიშვნა „მექანიკური ფორთოხლისთვის“ (2004 წ.)
„მძიმე და გამომფიტავი სიგიჟეა დიდი წიგნების წერა, ანუ ხუთას გვერდად განვრცობა იდეისა, რომელიც სავსებით შეიძლება გადმოიცეს ხუთიოდ წუთში.“ | |
| — ხორხე ლუის ბორხესი |
„მწერლობაში მარტო გონებით ფონს ვერ გახვალ.“ | |
| — ჟან დე ლა ბრუიერი |
ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)
„თუ გსურს ბუნებრივად, ძარღვიანად და დახვეწილად წერო, ჭეშმარიტება უნდა გადმოსცე.“ | |
| — ჟან დე ლა ბრუიერი |
ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)
„ჯერ არვის უნახავს რამდენიმე მწერლის მიერ ერთობლივად შექმნილი შედევრი.“ | |
| — ჟან დე ლა ბრუიერი |
ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)
„ვერ მიაღწევ წერის სრულყოფას, თუკი ეს შესაძლებელია, და ვერ აჯობებ ძველ მწერლებს, თუ არ მიბაძავ მათ.“ | |
| — ჟან დე ლა ბრუიერი |
ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)
„ადვილი, ბოზებზე წერაა, მაგრამ კარგ ქალებზე წერა გაცილებით უფრო რთული რამეა.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)
გ
[რედაქტირება]„ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„მთაზე წერა, იცნობდნენ თუ არ იცნობდნენ მთას, კარგ ტონად ითვლებოდა ლიტერატურაში.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, მიუხედავად იმისა, ჰგავს ეს სახე მის იმჟამინდელ მდგომარეობასა და ყოფას თუ არა.“ | |
| — გოეთე |
„ნუ წერთ თქვენი გულის სუფთა ფურცელზე სხვისი სიტყვებით.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„კომერციული ლიტერატურა ხალხისთვის ოპიუმის მსგავსი ნარკოტიკია.“ | |
| — ანტონიო გრამში |
დ
[რედაქტირება]„შეიძლება სისულელეა, განიცადო პიესის გმირის ბედი, მაგრამ ეს გართობს. იმიტომაც არის დაწერილი. თუ ის გულგრილს გტოვებს, ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას.“ | |
| — ჯონ დეკლესი |
ციტატის წყარო: “სურათი” (1966 წ.)
„თავიანთ რომანებსა და მოთხრობებში მწერლები უმეტესად ცდილობენ, რომ ტიპები საზოგადოების წიაღიდან აიღონ და მხატვრულ სახეებად წარმოგვიდგინონ. იმ ტიპებს საოცრად იშვიათად შეხვდება კაცი სინამდვილეში მთლიანად გამოკვეთილს და მიუხედავად ამისა თითქმის ნამდვილზე უფრო ნამდვილნი არიან.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„რაც უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„არც ეკადრება მაღალი წრის ხალხს ლიტერატურით მაინცდამაინც დაინტერესება.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„წერა სექსს ჰგავს ─ ჯერ ამას აკეთებთ სიყვარულისთვის, შემდეგ ─ მეგობრებისთვის, შემდეგ კი ─ ფულისთვის.“ | |
| — ვირჯინია ვულფი |
„ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი, ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.“ | |
| — პოლ ვალერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ნაწარმოების შესწავლის მიზანი უნდა იყოს მისი სულის გაგება და არა შინაარსის ასოკირკიტული გარჩევა.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„არცერთი გენიალური ნაწარმოები, არასოდეს ყოფილა დაფუძნებული სიძულვილზე ან ზიზღზე.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„ჰომეროსიდან მოყოლებული დღევანდლამდე პოეტური ფოლკლორი შთაგონების წყარო იყო. რაც კი რამ დაწერილა დიადი და გენიალური, სათავე ხალხური შემოქმედების წიაღში ეძებნება. ამ ფაქტის წინააღმდეგ ვერ წავა ვერც ერთი ლიტერატურის ისტორიკოსი...“ | |
| — ვახტანგ კოტეტიშვილი |
ლ
[რედაქტირება]საწამლავს ვადრი მელანს! | |
| — მურმან ლებანიძე |
ციტატის წყარო: “სიტყვა გარდაქმნის გამო ჩვენი მწერლობის სახლის” (1987 წ.)
„ვწერ იმიტომ, რომ უბედური ვარ ─ წერა ბედნიერებისთვის ბრძოლაა.“ | |
| — მარიო ვარგას ლიოსა |
მ
[რედაქტირება]„გრაფომანიული წერა არის ისეთი წერა, რომლის შიგნით არაფერი არ ხდება. ნამდვილი წერა კი არის ისეთი წერა, რომლითაც და რომლის შიგნითაც რაღაც ხდება.“ | |
| — მერაბ მამარდაშვილი |
ციტატის წყარო: ფილოსოფიის საფუძვლები, (ლექციების ციკლი). თბ., 2014. გვ. 109
„ქართული ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის და ოცნებაც.“ | |
| — აკა მორჩილაძე |
ციტატის წყარო: სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე (2018 წ.)
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„პოეტური სახეების სიჭარბე პროზაში ვერ ქმნის პლასტიკურ, ვიზუალურ წარმოდგენებსა და სიცხადეს... ის, რაც ლექსში აუცილებელია, პროზაში ზედმეტი სამკაულია.“ | |
| — ოტია პაჭკორია |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„არ შეიძლება დაწერო ისეთი ნაწარმოები, რომელიც ყველა მკითხველს დააკმაყოფილებდა.“ | |
| — მიგელ დე სერვანტესი |
„ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა ─ თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.“ | |
| — სოკრატე |
„ისე უნდა წერო, როგორც გეწერება და არაფერი შეცვალო.“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]„სურათებზე წერა უფრო ადვილია, ვიდრე მათი შექმნა.“ | |
| — უილიამ ტენი |
ციტატის წყარო: “მორნიელ მეტაუეის აღმოჩენა” (1955 წ.)
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ლიტერატურის დანიშნულებაა შეახსენოს ადამიანს, რომ იგი ზნეობრივი არსებაა.“ | |
| — უილიამ ფოლკნერი |
„მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: „რამე-რუმე“ ( წ.)
„პოეტური მწერლობაც მაშინ არის ღონიერი, როცა მარტო ფრაზებით კი არაა სავსე, არამედ ვპოებთ მასში ან დაქვეითებულს კაცს, პოეტისაგან დახატულს, ან დიდსულოვანს ადამიანს...“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: „რამე-რუმე“ ( წ.)
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„მწერლობა საიდუმლოს გამძაფრებაა და არა ამოხსნა!..“ | |
| — თამაზ ჭილაძე |
„წერის პროცესი მოულოდნელობებითაა სავსე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტექსტი იწყებს ბატონობას ავტორის ჩანაფიქრზე.“ | |
| — თამაზ ჭილაძე |
მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი, | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “დევებით სავსე ქუდი”
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„ამ ქვეყნად კაცი არ მეგულება, რომ მის ცხოვრებაზე მსოფლიო რომანი არ დაიწერებოდეს.“ | |
| — მიხეილ ჯავახიშვილი |
ციტატის წყარო: „გივი შადური“ ( წ.)
ჰ
[რედაქტირება]„თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.“ | |
| — ჰაინრიხ ჰაინე |
„წერე მთვრალმა, დაარედაქტირე ფხიზელმა.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ადამიანმა ბევრი ცუდი უნდა ნახოს, რომ სასაცილო რამე დაწეროს.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ქვეყნად იმაზე რთული საქმე არ არსებობს, ვიდრე წერდე სუფთა და გულწრფელ პროზას ადამიანზე.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ლიტერატურული კრიტიკოსები კაქტუსები არიან ─ მათ მხოლოდ ეკლები აქვთ, მწერლები კი ჩიტები არიან ─ მათ მხოლოდ ფრთები აქვთ.“ |
ციტატის წყარო: კინოფილმი “ამელი” (2001 წ.)