ნაკლი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ამ ცხოვრებაში არცერთი ადამიანი არ არის სრულიად თავისუფალი სისუსტისა და არასრულყოფილებისგან.“ | |
| — ჯონ ადამსი |
ბ
[რედაქტირება]„ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ.“ | |
| — ფრენსის ბეკონი |
„მგონი, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია გავიზარდოთ და წინ ვიაროთ, აღიარებაა. ვაღიაროთ, რომ არ ვართ უნაკლოები, და ვიცხოვროთ შესაბამისად.“ | |
| — რეი ბრედბერი |
ციტატის წყარო: “ტანმოხატული კაცი” ( წ.)
„მე მეტისმეტად კარგად ვიცნობ საკუთარ ნაკლოვანებებს იმისთვის, რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
„სიმხდალე ყველაზე საშინელი ნაკლია.“ | |
| — მიხეილ ბულგაკოვი |
ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)
გ
[რედაქტირება]„ჩვენს ხალხს ერთი დიდი ნაკლი აქვს: ყველას სურს ისეთნაირად მოგაჩვენოს თავი, როგორიც სინამდვილეში არ არის და არც არასოდეს ყოფილა.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
„ინდივიდუალურობის არსებობისთვის გარკვეული ნაკლოვანებებიც საჭიროა.“ | |
| — გოეთე |
დ
[რედაქტირება]„ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ-ჩვენი ლაქა, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.“ | |
| — გურამ დოჩანაშვილი |
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„მე შემეძლო აღმომეჩინა ნაკლულოვანება, მაგრამ არ შემეძლო შემექმნა უნაკლოება.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]„ცუდი თვისებები, რომელთა არსებობასაც საკუთარ თავში ვერ ვამჩნევთ, გვგონია მხოლოდ სხვებს ახასიათებს. მათ ცოდვილ ცხოვრებას გვერდიდან ვუყურებთ და არც ვუშვებთ, რომ იგივე ცოდვები, შეიძლება, ჩვენც გვამძიმებდეს.“ | |
| — კარლ იუნგი |
კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]„ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია ─ ძალიან ცოტა ღირსება აქვს.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.“ | |
| — პასკალი |
„ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლი.“ | |
| — პითაგორა |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„რა სიშლეგე და სისულელეა სხვისი ნაკლის ჩხრეკა თუ შეცდომების ჩამოთვლა, როცა შენიც თავზე საყრელად გაქვს!“ | |
| — მიგელ დე სერვანტესი |
ციტატის წყარო: “დონ კიხოტი” (1605 წ.)
„მზეს ერთი ნაკლი აქვს ─ თავის თავს ვერ ხედავს.“ | |
| — სოკრატე |
ტ
[რედაქტირება]„თავის დროზე უნდა მოასწრო თავისივე თვალში დირეს დანახვა, მაშინ რამდენად უფრო კეთილი ვიქნებოდით ყველა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]„ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ქალებს ვუყვარვართ ჩვენი ნაკლოვანებების გამო; თუკი საკმარისად გვაქვს ეს უკანასკნელნი, ისინი ყველაფერს მოგვიტევებენ ─ ჩვენს ინტელექტსაც კი.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„თუ გინდათ ქალის ნაკლი გაიგოთ, შეაქეთ იგი დაქალების თვალწინ.“ | |
| — ბენჟამინ ფრანკლინი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ყველაზე მკვეთრი სინათლეც არ არსებობს ჩრდილის გარეშე.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
„ადამიანები უნაკლონი გახდებოდნენ, საკუთარ ნაკლზეც ისე რომ მსჯელობდნენ, როგორც სხვისაზე.“ | |
| — [[]] |
„ის, ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არაა.“ | |
| — ჩინური |
„როცა შენში ნაკლს ვერ ხედავენ, მის გამოგონებას იწყებენ.“ | |
| — [[]] |