ნაპოლეონ ჰილი

ნაპოლეონ ჰილი (ინგლ. Napoleon Hill; დ. 26 ოქტომბერი, 1883, ვირჯინია, აშშ — გ. 28 ნოემბერი, 1970, სამხრეთი კაროლინა, აშშ) — ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი; თვითგანვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ნაშრომები აერთიანებს პირადი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებს, მათ შორის აზროვნების ძალას, მიზნის სიცხადეს, თვითდისციპლინასა და რწმენას.
ციტატები
[რედაქტირება]„დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის სხეულში ორი არსება იმყოფება: ერთი მათგანი მოტივირდება შიშით და ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა გეშინია; მეორე მოტივირდება რწმენით და ვლინდება, როცა შენ გწამს.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„მე აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ვიყო ბედნიერი, და მნიშვნელობა არა აქვს, განვიცდი პრობლემებს ბიზნესში თუ არა.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ნებისმიერ წარუმატებლობას ეკვივალენტური წარმატების მარცვალი მოაქვს, თუმცა მიზნის არმქონე ადამიანში ეს მარცვალი არ აღმოცენდება.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

„მდიდარი მშობლების შვილები იშვიათად აღწევენ იმას, რასაც მათმა მშობლებმა მიაღწიეს, რადგან მათ აკლიათ ის თვითდისციპლინა, რომელიც გამომუშავდება მაშინ, როდესაც ადამიანი იძულებულია იმუშაოს.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანი ჰგავს თევზს, რომელიც პირს სტაცებს სატყუარას, მაგრამ არა ანკესს.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანი აიღებს სესხს ბანკში, თუ დასჭირდება, და პროცენტებს გადაიხდის; უნებისყოფო ადამიანი მიმართავს ლომბარდს, ჩადებს საათებს და მაღალ პროცენტებს გადაიხდის.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„დინების მიმართულებით ცურვის ჩვევა ყველაზე დიდი საფრთხეა, რომლის გამოც ადამიანები კარგავენ დამოუკიდებელი აზროვნებისა და ცხოვრების მიზნების განსაზღვრის უნარს.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

„ცხოვრება ადამიანს უხდის მისი საკუთარი ფასისა და მის მიერ წამოყენებული პირობების მიხედვით. ის ადამიანი კი, ვისაც ცხოვრებაში მიზანი აქვს, აიძულებს ცხოვრებას, გადაიხადოს მის მიერ წამოყენებული პირობების საფუძველზე.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„სიყვარული და შიში ─ იმდენად ძლიერი ემოციებია, რომ მათ შეუძლიათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დათრგუნონ ადამიანში გონება და ნებისყოფა.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსეა სიმშვიდით, კმაყოფილებით და ბედნიერებით, ყოველთვის იშორებს იმას, რაც არ სჭირდება.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ადამიანს ყველაზე დიდი ვალი საკუთარი თავის წინაშე აქვს. ყველამ უნდა მისცეს საკუთარ თავს პირობა ─ იცხოვროს ბედნიერი და მოვლენებით სავსე ცხოვრებით.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„დაუმსახურებელმა საჩუქარმა (რა სახითაც არ უნდა იყოს იგი) შეიძლება სიკეთის ნაცვლად წარუმატებლობა მოიტანოს.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩვევა, გასცეს და აკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე მისგან მოელიან.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ის, ვინც ვერ ფლობს საკუთარ თავს, ვერასდროს შეძლებს სხვების მართვას.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ადამიანისთვის მხოლოდ ერთი რამეა მნიშვნელოვანი: ესაა საღი აზრი.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ცვლილება ─ ესაა ერთადერთი მუდმივი რამ სამყაროში.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„იმარჯვებენ განსაზღვრული გეგმებისა და მიზნების მქონე ადამიანები, რომლებიც დიდ ძალაუფლებას ფლობენ; დანარჩენები კი ნაჩქარევად ეძებენ თავშესაფარს და აღმოჩნდებიან მათი გავლენის ქვეშ.“ |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
