ნემო ბურჭულაძე

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search

ნემო ბურჭულაძე (დ. 23 თებერვალი, 1946) — ქართველი პოლიტიკოსი. იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

1991-92 წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ისე, რომ არც იცოდნენ, რუსეთის ჯარისკაცებად იქცნენ.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]