შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ ნიცშე

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ნიცშე, ფრიდრიხ-დან)
ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (დ. 15 ოქტომბერი, 1844 რიოკენი – გ. 25 აგვისტო, 1900, რიოკენი) — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მათემატიკა არ იარსებებდა, თუკი ადამიანებს თავიდანვე ეცოდინებოდათ, რომ ბუნებაში არ არსებობს სწორი ხაზი, ნამდვილი წრე, აბსოლუტური მაგნიტუდა.

ნუ შეუბერავ სულს სხვის სანთელს, ის არ შემატებს ბრწყინვალებას შენსას

  •  

სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.

  •  

მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ ათი წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.

  •  

მე კანონი ვარ მხოლოდ ჩემი წრის ხალხისთვის, არა ყველასთვის.

  •  

საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.

  •  

სიყვარული ბრმაა; მას მეგობრობა უხვევს თვალებს.

  •  

რა შეგვიძლია ჩვენ? – ქება და ბრალდება. ეს არის ადამიანების ღირსება, ეს არის ადამიანის სიგიჟე.

  •  

არ არსებობს სამარადისო ფაქტები, აქ მხოლოდ აბსოლუტური სიმართლეა.

  •  

არ არსებობს ფაქტები, აქ მხოლოდ ინტერპრეტაციებია.

  •  

რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.

  •  

თუ გაუზიარებ შენს სიხარულს სხვებს, უთუოდ გაიჩენ მეგობრებს, ხოლო თუ დამალავ მათ, უბრალოდ დაიტანჯები.

  •  

პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.

  •  

საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.

  •  

ყოველი დიდებული აზრი სეირნობისას გვებადება.

  •  

მსახიობს ევროპაში, პარიზის გარდა არსად სახლი არ გააჩნია.

  •  

ოჰ, ქალები… ისინი ხომ ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.

  •  

ხელოვნება ცხოვრების შესაფერი ამოცანაა.

  •  

კეთილ სულს ეგოიზმი ახასიათებს.

  •  

გადაშენება ნამდვილად ნამყო დროა, რომელიც აწმყოში არასდროს მოგვევლინება.

  •  

რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე.

  •  

სიზარმაცე ფსიქოლოგიის მშობელია.

  •  

ქრისტიანული შეიძლება იყოს ქრისტიანული პრაქტიკა, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ჯვარზე დაღუპულმა იცხოვრა. ამგვარი ცხოვრება დღესაც შესაძლებელია, ზოგიერთვისთვის კი აუცილებელიც: თავდაპირველის მსგავსი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველა დროისთვის არის დასაშვები. არა რწმენა, არამედ კეთება.

  •  

ყველა ტაძარი არის ქვა უფლის საფლავზე: მას არავითარ შემთხვევაში არ სურს კვლავ აღსდგეს.

  •  

კაცი არ უნდა დაემსგავსოს მთვარეს, რომელიც ღამ-ღამობით ბნელ სახურავებზე მიიპარება, არამედ მის გამოჩენას მტვრის კორიანტელი და დეზების ხმა უნდა მოჰყვებოდეს.