შინაარსზე გადასვლა

ოჯახი

ვიკიციტატიდან
  •  

„ოჯახი მინიატურული საზოგადოებაა, რომლის მთლიანობაზეც დიდი ადამიანური საზოგადოების უსაფრთხოება არის დამოკიდებული.“

  ფელიქს ადლერი
  •  

„ქალი მელოდიაა ─ ის ქმნის ოჯახის მუსიკას.“

  შალვა ამონაშვილი
  •  

„სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტია!“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ოჯახი თავსმოხვეულ მოვალეობათა უწყვეტობაა და იმ დაგეშილ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ადრეული ასაკიდან ბოლოს მოღებამდე გიცნობენ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ოჯახი პანიკურ საქციელებს უწყობს ხელს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ოჯახის აღდგენა მაინც დროებითი მოვლენაა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„რატომ უნდა შევიზღუდოთ თავი ოჯახით, თუ ხელშეუვალ ფასეულობად თავისუფლებას მივიჩნევთ?“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ოჯახისთვის დიდი ზარალი როდია, რომ არამზადა გააძევოს.“

  პიერ ბომარშე


  •  

„მოსიყვარულე ოჯახი ბავშვის პირველი სკოლაა.“

  ჩარლზ დიკენსი
  •  

„ადამიანმა ოჯახს ყურადღება სამსახურის გამო არ უნდა მოაკლოს.“

  უოლტ დისნეი
  •  

„ქორწინება, ოჯახის შექმნა, ღვთისგან ბოძებული ყველა ბავშვის გაჩენა, ამ ცვალებად სამყაროში მათი შენარჩუნება და სწორ გზაზე დაყენება, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანისთვის მიცემული ყველაზე დიდი სიკეთეა.“

  ფრანც კაფკა

  ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)

  •  

„არავინ არასდროს დააყენოთ ოჯახზე წინ, რადგან, როცა გაგიჭირდებათ, ყველა დაგტოვებთ ოჯახის წევრების გარდა.“

  ალბერ კამიუ


  •  

„სასიყვარულო ატმოსფერო ოჯახური ბედნიერების საწინდარია.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.“

  გაბრიელ ლაუბი


  •  

„არავისთან არ ღირს ოჯახური პრობლემების განხილვა პროფესიონალი კონსულტანტის გარდა.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„ოჯახი ─ ციხესიმაგრეა და მის სადარაჯოზე სულ ფხიზლად უნდა იდგე.“

  პლატონი
  •  

„არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდებოდა.“

  რონალდ რეიგანი
  •  

„ჩვენს ოჯახში არასდროს გვქონია განსაკუთრებულად ნაზი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. აღნიშნული გრძნობა არ ახასიათებს ღარიბ ოჯახებს, სადაც ბევრს მუშაობენ და საზრუნავიც არ აკლიათ. ეს საკითხი მათ სხვაგვარად ესმით, არ უმტკიცებენ დღენიადაგ ერთმანეთს იმას, რაც ისედაც იციან.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)


  •  

„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.“

  ლევ ტოლსტოი

  ციტატის წყარო: “ანა კარენინა” (1873-1877 წწ.)

  •  

„ვინ იცის, იქნებ შეჩვევაა საკუთარი ოჯახი.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)


  •  

„ცხოვრებაში მთავარია ოჯახი; კარიერა არ გელოდება სახლში, ფული არ მოგწმენდს ცრემლებს, დიდება კი არ ჩაგეხუტება ღამით.“

  ოსკარ უაილდი


  •  

„ოჯახი პატარა ეკლესიაა, სადაც მუდამ სიყვარული და სათნოება უნდა სუფევდეს.“

  ციცერონი
  •  

„მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)

"კაცი რომელიც თავის ოჯახთან დროს არ ატარებს, კაცი არ არის" - დონ ვიტო კორლეონე მარიო პიუზო - "ნათლია"

ბავშვი ოჯახის სარკეა მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

  •  

„ჭკვიანი ქალი მართავს ოჯახს და თან ისე, რომ კაცს ჰგონია თავი ოჯახის უფროსი.“

  — [[]]
  •  

„როდესაც ძლიერ ოჯახში პრობლემა ჩნდება, იქ არ ამბობენ: „ეს შენ გამოა“, იქ ამბობენ: „არაუშავს, მთავარია, ჩვენ ერთად ვართ!“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ოჯახი&oldid=55079“-დან