შინაარსზე გადასვლა

პარიზისა და ლონდონის ფსკერზე

ვიკიციტატიდან

„პარიზისა და ლონდონის ფსკერზე“ჯორჯ ორუელის მემუარი პარიზისა და ლონდონში სიღარიბეში ცხოვრების გამოცდილების შესახებ. გამოქვეყნდა 1933 წელს.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„დღეს პარიზში არიან უნივერსიტეტის დიპლომიანი ადამიანები, დღეში ათ ან თხუთმეტ საათს თეფშების რეცხვაში რომ ატარებენ [...] ისინი ჩაითრია რუტინამ, რომელიც ფიქრს შეუძლებელს ხდის.“

  •  

„ცუდად ეცვა, ზოგჯერ სციოდა და შიოდა, მაგრამ სანამ შეეძლო კითხვა, ფიქრი და მეტეორებზე დაკვირვება... ის, როგორც თვითონ ამბობდა, თავისუფალ ადამიანად რჩებოდა.“

  •  

„მათხოვარი ─ პატიოსანია მედიკამენტების გამყიდველთა უმრავლესობასთან შედარებით; უფრო მორალურია, ვიდრე კვირის გაზეთის მფლობელი; უფრო თავაზიანი, ვიდრე მაღაზიის გამყიდველი...“

გარკვეულწილად მართალია, რომ, რაც ნაკლები ფული გაქვს, მით ნაკლებს ღელავ.
  •  

„საკვების ხარისხი მსხვერპლად ეწირება პუნქტუალობასა და გარეგნულ სილამაზეს. სასტუმროს თანამშრომელი იმდენად დაკავებულია საჭმლის მომზადებით, აღარც ახსოვს, ეს საჭმელი კლიენტმა რომ უნდა მიირთვას.“

  •  

„მდიდრული“ სასტუმრო ის ადგილია, სადაც ასი ადამიანი წელებზე ფეხს იდგამს, რათა ორასმა სხვამ ძალიან ძვირი გადაიხადოს იმაში, რაც სინამდვილეში არც სჭირდებათ.“

თუ რეალისტურად შევხედავთ, მათხოვარი ჩვეულებრივი ბიზნესმენია და შემოსავალს იღებს მისთვის ხელმისაწვდომი გზით, სხვა ბიზნესმენების მსგავსად. ის არ ყიდის თავის ღირსებას. მან, უბრალოდ, შეცდომა დაუშვა, როცა აირჩია პროფესია, რომლით გამდიდრებაც შეუძლებელია
  •  

„სიღატაკის მხოლოდ მცირე ნაწილი დავინახე, თუმცა, მაინც შემიძლია ჩამოვთვალო, რაც მძიმე ცხოვრებამ მასწავლა: აღარასოდეს ვიფიქრებ მაწანწალებზე, როგორც გაიძვერა ლოთებზე, არასდროს მოვთხოვ მადლიერებას მათხოვარს, რომელსაც ერთ პენსს მივცემ, არც ის გამიკვირდება, თუ უმუშევარ ადამიანს სხეულში ენერგიის ნასახიც არ ექნება შერჩენილი, აღარასოდეს შევწირავ ფულს ხსნის არმიას, ყოველთვის გამოვართმევ ქუჩაში სარეკლამო ფურცლებს, და ვეღარასოდეს ვისიამოვნებ მდიდრულ რესტორანში სადილით.“

ჩემი აზრით, არ არსებობს არაფერი, რის მიხედვითაც მათხოვრები ადამიანთა ცალკე კლასს უნდა მივაკუთვნოთ და რაც დანარჩენ კაცობრიობას მათი დამცირებისა და ზიზღის მიზეზს აძლევს. თუ ასეა, ჩნდება კითხვა — რატომ გვეზიზღება მათხოვრები? დარწმუნებული ვარ, მიზეზი მათი დაბალი შემოსავალია.