შინაარსზე გადასვლა

პასუხისმგებლობა

ვიკიციტატიდან
  •  

„როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე გრძნობ პასუხისმგებლობას, მარტო ხარ მუდამ.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)


  •  

„ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას.“

  ვოლტერი
  •  

„ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება.“

  ილია II
  •  

„შენ გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„მხოლოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, ადამიანი იწყებს ინიციატივის გამოვლენას.“

  დალაი ლამა XIV

  ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„ადამიანი პასუხისმგებელია არამარტო იმაზე, რაც გააკეთა, არამედ იმაზეც კი, რაც არ გაუკეთებია.“

  მოლიერი
  •  

„პასუხისმგებლიანი ქცევა ხანდახან ნიშნავს, რომ ადამიანებს აახვევინო.“

  კოლინ პაუელი


  •  

„დაე, ყველამ დაგავოს თავისი კარის წინ, თუკი ყველა ასე მოიქცევა, მთელი ქუჩა სუფთა იქნება.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„პასუხისმგებლობა არის გააზრება იმისა, რომ იტვირთო იმდენი, რამდენიც შეგიძლია, რომ ატარო.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„დიდების საზღაური პასუხისმგებლობაა.“

  უინსტონ ჩერჩილი