შინაარსზე გადასვლა

პატარა უფლისწული

ვიკიციტატიდან

„პატარა უფლისწული“ (ფრანგ. Le Petit Prince) — ფრანგი მწერლისა და მფრინავის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიმბოლურ-ალეგორიული ნოველა, გამოცემული 1943 წელს. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

ანოტაცია

[რედაქტირება]

ბავშვებს პატიებას ვთხოვ, რადგან ეს წიგნი ზრდასრულ ადამიანს მივუძღვენი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა _ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, და კიდევ ის ყველაფერში ერკვევა, საბავშვო წიგნებშიც კი და ბოლოს, ის საფრანგეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ახლა შიმშილი და სიცივეა, ამიტომ მას გამხნევება სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი მე არ მამართლებს, მაშინ ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც ოდესღაც პატარა ბიჭი იყო. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამგვარად, ჩემს მიძღვნას ასე შევცვლი: ლეონ ვერტს, როცა ის ბავშვი იყო.

📖 ციტატები✍️

[რედაქტირება]

„სიყვარული ნიშნავს , რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემთან იქნები არა ვალდებულებით, არამედ არჩევანით. სიყვარული ნიშნავს იმის ცოდნას, რომ არც ქარიშხალი, არც ჩემი ზამთარი ამას ვერ შეცვლის. როდესაც გავცემთ სიყვარულს, ის არ ილევა – პირიქით, ის იზრდება.“

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. "მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ." "როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს..." "მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია." "ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს." "პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია." "პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით." "ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი..." "ადამიანები, ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან." "ადამიანებს ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ. ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა. მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს." "პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ..." საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.

  •  

„ყოველ ადამიანს თავისი ვარსკვლავი ჰყავს, სხვებისგან განსხვავებული ─ ისინი, ვინც მოგზაურობენ, ამ ვარსკვლავებს თავიანთ მეგზურებად თვლიან, სხვანი კი მათ პატარა მანათობლებად მიიჩნევენ.“

  •  

„შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე.“

  •  

„მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ.“

  •  

„.“

  •  

„.“

  •  

„.“

  •  

„.“

  •  

„.“

  •  

„.“

  •  

„დრო, რომელიც შენს ვარდზე ზრუნვაში დახარჯე, არის ის, რაც მას ასე მნიშვნელოვანს ხდის!“