პატიება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„იქამდე გავაგრძელე პატიება, სანამ სული არ დამიმახინჯდა.“ | |
| — გოგა აბაშიძე |
„არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება.“ | |
| — მარკუს ავრელიუსი |
ბ
[რედაქტირება]„როდესაც ქალს ვუყვარვართ, ის ყველაფერს გვპატიობს. ხოლო როდესაც არ ვუყვარვართ, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულებელყოფს.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„პატიება პირველ ჯერზე სიბრძნეა, მეორედ ─ გულმოწყალება, ხოლო მესამედ ─ სისულელე.“ | |
| — ნაპოლეონ ბონაპარტი |
„ძველი სულიერი ჭრილობა მხოლოდ ჭეშმარიტ პატიებას შეუძლია განკურნოს.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)
გ
[რედაქტირება]„არასდროს მოიბოდიშო შენი სიმართლისთვის ან იმისთვის, რომ უსწრებ დროს.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„სუსტს არ შეუძლია პატიება ─ პატიების უნარი აქვთ მხოლოდ ძლიერებს.“ | |
| — მაჰათმა განდი |
დ
[რედაქტირება]„ერთი ბეწო სახის შეცვლას ვერ ვპატიობთ ადამიანს და იმას კი არ ვკითხულობთ, რამ შეუცვალა სახე...“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„იცით, ჩემის აზრით, სასაცილო კაცობა ზოგჯერ უკეთესიც კია: უფრო იოლად შევუნდობთ ერთმანეთს და უფრო იოლად მოვიდრეკთ ქედს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
ე
[რედაქტირება]„ადამიანები საინტერესო არსებები არიან ─ ბოროტებას ერთმანეთს უკეთებენ, პატიებას კი ღმერთს სთხოვენ.“ | |
| — უმბერტო ეკო |
„უკანასკნელ ცოდვილს მეგობრები უკანასკნელ ცოდვასაც მიუტევებენ, მართალს კი პირველსაც არ პატიობენ.“ | |
| — უმბერტო ეკო |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი [...] თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი. სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.“ | |
| — ილია II |
ციტატის წყარო: სააღდგომო ეპისტოლე (1990 წ.)
„რამდენიც გინდა მიუტევე, მტერი ─ მტერია!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„მიუტევეთ თქვენს მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ მათი სახელები.“ | |
| — ჯონ კენედი |
„და რაკი ახსნა ასე გაინტერესებს, ესე იგი, პატიებაც კი გინდა სადღაც...“ | |
| — ლუკა კუხიანიძე |
ციტატის წყარო: “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2021 წ.)
ლ
[რედაქტირება]„ბედნიერი რომ იყო, ამისთვის უნდა ისწავლო შენი თავის პატიება.“ | |
| — ედუარდ ბულვერ-ლიტონი |
„როგორც იქნა, მივხვდი რას ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს ─ სიკვდილს.“ | |
| — ლია ლიქოკელი |
მ
[რედაქტირება]„შერიგების წუთი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მეგობრობა.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„მე ვპატიობ საკუთარ თავს, ეს კი ნიშნავს, რომ მაპატიეს.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„პატიების სწავლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მივხვდებით, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავის დავადანაშაულებთ.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
ნ
[რედაქტირება]„როდესაც მეგობარი ბოროტებას გაგიკეთებთ უთხარით მას, რომ პატიობთ, რაც თქვენ გაგიკეთათ, მაგრამ ვერაფრით აპატიებთ, რაც გაუკეთა საკუთარ თავს.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„შეიძლება ღმერთმა მოგიტევოთ, მაგრამ ქალმა ─ არა.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„ხანდახან ადამიანებს ადვილად ვპატიობთ, რადგან ჯერ კიდევ გვსურს ჩვენს ცხოვრებაში დარჩნენ... და სწორედ აქ ვცდებით...“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ს
[რედაქტირება]„ყოველთვის მპატიობენ და არასდროს მეხმარებიან.“ | |
| — სენეკა |
ტ
[რედაქტირება]„ქალს მანამდე უნდა სთხოვო პატიება, სანამ მიხვდება, რომ შენ გარეშე უფრო კარგადაა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„მუდამ, მრავალჯერ, დაუსრულებლად შეუნდე, აპატიე ყველას, რადგან არ მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონ არ იყოს დამნაშავე.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„მომიტევე არა იმიტომ, რომ ღირსი ვიყო ამისა, არამედ შენი მოწყალების გამო.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
ციტატის წყარო: “ანა კარენინა” (1873-1877 წწ.)
უ
[რედაქტირება]„ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს ─ მათ ამაზე მეტად არაფერი აღიზიანებთ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„თუ ადამიანს აპატიე ყველაფერი, ესე იგი მასთან ყველაფერი დამთავრებულია.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
ქ
[რედაქტირება]„არის რაღაც, რასაც გონება პატიობს, თუმცა გული ─ ვერასოდეს.“ | |
| — ლევან ქართლელი |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას.“ | |
| — კოკო შანელი |
ჩ
[რედაქტირება]„გონიერების პირველი ნიშანი ─ შემწყნარებლობაა.“ | |
| — ლორდი ჩესტერფილდი |
ც
[რედაქტირება]„შეცდომა ადამიანურია, პატიება ─ ღვთიური.“ | |
| — ციცერონი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს? | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ
ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.“ | |
| — ჰაინრიხ ჰაინე |
„მე შევძელი ჩემი მშობლების პატიება, იმიტომ, რომ მესმოდა მათი.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„ადამიანი, რომელიც სხვას არ პატიობს, ამტვრევს ხიდს, რომელზეც თვითონ უნდა გაიაროს!“ | |
| — ჯორჯ ჰერბერტი |
„მამაკაცები, რომლებიც არ პატიობენ ქალებს პატარა ნაკლოვანებებს, ვერასოდეს დატკბებიან მათი უდიდესი ღირსებებით.“ | |
| — არაბული სიბრძნე |
„პატიება საკმაოდ ეგოისტური რამაა ─ ის უკეთესს ხდის მას, ვინც აპატია, მაგრამ არაფერს ცვლის მასში, ვისაც აპატიეს.“ | |
| — [[ ]] |
ჩემი საპატიებელიც მან მაპატია. რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? საკუთარ თავს მე ყველაფერს ვპატიობ
„პატიება გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისუფლებას გვჩუქნის.“ | |
| — [[ ]] |
„ყველა მიმტევებელი ადამიანის უკან დგას ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი ცოდვის სიმძიმე.“ | |
| — [[]] |
„არსებობს დანაშაული, რომლისთვისაც ძალიან ცოტაა სიტყვა მაპატიე.“ | |
| — [[]] |
„მხოლოდ მაშინ შეგიძლია აპატიო, როცა იგრძნობ მის ხმაში სევდას, ჩაიხედავ მის თვალებში და მიხვდები, რომ მან საკუთარ თავს უფრო ავნო, ვიდრე შენ!..“ | |
| — [[]] |
„როცა უყვართ, პატიობენ, მაგრამ როცა ძალიან ბევრჯერ პატიობ, სიყვარული ქრება.“ | |
| — [[]] |
ბოდიშს იხდის ის,ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია./რამდენი ურთიერთობა დასრულდა დროზე არ თქვა ქალს შეუძლია გაპატიოს რაც არ ჩაგიდენია ბედნიერები ისინი კი არ არიან, ვინც არ ჩხუბობენ, არამედ ისინი, ვინც სწრაფად რიგდებიან. ადამიანს ყველაფერს აპატიებ, არყოფნის გარდა.