შინაარსზე გადასვლა

პატივისცემა

ვიკიციტატიდან
  •  

„ჩემთვის ადამიანის პატივისცემაზე ძვირფასი არაფერია.“

  აპულეიუსი
  •  

„პატივისცემა მშობლებისა და შვილების ურთიერთობის საფუძველია. იგი პირველთ მწუხარებისგან იხსნის, მეორეთ კი ─ სინდისის ქენჯნისაგან.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„საკუთარ თავს უნდა სცე პატივი იმდენად, რომ იმას არ მისცე გულისა და სულის ძალები, ვისაც ისინი არ სჭირდება.“

  შარლოტა ბრონტე
  •  

„მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრონ, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.“

  მაჰათმა განდი
  •  

„აჩვენე ყველას, რომ პატივს სცემ საკუთარ თავს და სხვებიც პატივს გცემენ.“

  ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)

  ციტატის წყარო: “გრაფი მონტე-კრისტო” (1844-1846 წწ.)

  •  

„უნარი ─ პატივი სცე საკუთარ თავს, ქვეყნად ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„ნურასოდეს დაგენანება შენი ცხოვრებიდან იმ ადამიანის ამოშლა, ვინც პატივს არ გცემს.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„არაფერია უფრო საზიზღარი, ვიდრე შიშზე დაფუძნებული პატივისცემა.“

  ალბერ კამიუ
  •  

„დაკრძალვის ადგილითა და ხასიათით ხალხი პატივს მიაგებს თავის შვილს, თუკი იცის მისი ფასი.“

  მურმან ლებანიძე
  •  

„ვინც პატივს არ სცემს საკუთარ თავს, ვერც სხვას სცემს პატივს: ეს თავისთავად, ცხადი აქსიომაა.“

  მერაბ მამარდაშვილი
  •  

„მე ვიტყოდი, ბრალისა და თვითგამართლების მექანიზმი აღმოცენდება ადამიანში, ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, რადგან არ უცდია საკუთარი თავის აგება და არა აქვს გამოცდილება და ცოდნა თავისუფლებისა.“

  მერაბ მამარდაშვილი
  •  

„ის, ვინც ბავშვობიდან მიჩვეულია მამისა და დედის პატივისცემას, ავტომატურად პატივს სცემს თავის უფროსს, უნივერსიტეტის მასწავლებელს, პოლიციის ოფიცერს, ქვეყნის კანონებს და მის დროშას.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„შეიძლება კაცს არ უყვარდე, შეიძლება მტერიც იყოს შენი, მაგრამ პატივს გცემდეს, იმიტო რო შენ შენა ხარ.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად; პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა.“

  პითაგორა
  •  

„პატივს სცემთ თუ არა ადამიანს ─ ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ პატივისცემით მოპყრობა ─ აღზრდის საკითხია.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„უკეთესია, ვიმსახურებდეთ პატივს და არ გვქონდეს ის, ვიდრე გვქონდეს და არ ვიმსახურებდეთ.“

  მარკ ტვენი
  •  

„პატივისცემა მოიგონეს იმისთვის, რომ შეავსონ ადგილი იქ, სადაც სიყვარული უნდა იყოს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„იცოდეთ, თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება. შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ.“

  აკაკი წერეთელი
  •  

„შინაგანი ძალაა, როდესაც პატივს სცემ სხვის დაკრულ მუსიკას და ცეკვავ საკუთარ მელოდიაზე!“

  — [[ ]]
  •  

„იმაზე მეტი პატივი არავის სცე, ვიდრე მისი გონება აიტანს.“

  ებრაული
  •  

„მამაკაცის ვალია, პატივი სცეს ქალს. ხოლო ქალის ვალია ─ პატივისცემის საბაბი მისცეს მამაკაცს.“

  •  

„თუ პატივს გცემენ ─ პატივი ეცი. თუ პატივს არ გცემენ, მაინც პატივი ეცი. არ დართო სხვების საქციელს ნება, დაგაკარგვინონ კარგი მანერები, რადგანაც შენ საკუთარ თავს წარმოადგენ და არა ─ სხვებს.“

  — [[ ]]