პატიოსნება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ადამიანი ბუნებით უნდა იყოს პატიოსანი და არა ─ გარემოებების მიხედვით.“ | |
| — მარკუს ავრელიუსი |
„არასდროს არაფერი არ მდომებია ადამიანისგან, კეთილი და სამართლიანი რომ იყოს, ამის მეტი...“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
ბ
[რედაქტირება]„პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა: ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამებრივობაა.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ამქვეყნად, როგორ უნდა შეეგუოს დიდსულოვანი გრძნობების ადამიანი ამ შეზღუდულ, დაწვრილმანებულ, ქარაფშუტა საზოგადოებას?“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„ადამიანში ეძებეთ სამი თვისება: ინტელექტი, ენერგია და პატიოსნება. ბოლო თვისების გარეშე დანარჩენ ორზე არც კი შეწუხდეთ...“ | |
| — უორენ ბაფეტი |
გ
[რედაქტირება]„თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი ─ ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი.“ | |
| — ლევან გოთუა |
დ
[რედაქტირება]„ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს ─ პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში.“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ციტატის წყარო: “მზიანი ღამე” (1967 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„პუბლიკა პატიოსნებას ყოველთვის გულით გრძნობს.“ | |
| — კახი კავსაძე |
ლ
[რედაქტირება]„ამქვეყნად ცოტაა პატიოსანი ქალი, რომელსაც თავს არ აბეზრებდეს თავისი პატიოსნება.“ | |
| — ლა როშფუკო |
„ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც მის სილამაზეს შეუძლია.“ | |
| — გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი |
მ
[რედაქტირება]„აქ პატიოსნება ნიშნავს იყო საწყალი, დებილი, შეზღუდული უნარებისა და გონების მქონე. სინამდვილეში პატიოსნება ნიშნავს მაღალ ზნეობას, გონიერებას, პრინციპულობას, ეს ვაჟკაცობაა, მაგრამ ეს საზომები ჩვენთან არ მუშაობს და კიდევ დიდხანს ვერ იმუშავებს.“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
ნ
[რედაქტირება]„იყო პატიოსანი ─ ეს ყველაზე საიმედო საშუალება იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი.“ | |
| — ნაპოლეონ I |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ფული იქმნება პატიოსანი კაცის ძალისხმევით და პატიოსანი კაცი ისაა, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია მოიხმაროს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავა.“ | |
| — აინ რენდი |
ს
[რედაქტირება]„პატიოსანი ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი სხვებისგანაც პატიოსნებას ელიან.“ | |
| — ნილ სტეფენსონი |
ტ
[რედაქტირება]„და ვინც გატყუებთ... ანდაც გულს გტკენთ... ანდაც გღალატობთ... ხშირად აკოცეთ შუბლზე ხოლმე... არა სიყვარულისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნდეთ, სინდისის ძარღვი თუ უფეთქავთ, სულ ოდნავ მაინც...“ | |
| — ნიკოლოზ ტოტოღაშვილი |
უ
[რედაქტირება]„ზნეობა ყოველთვის უკანასკნელი თავშესაფარია ადამიანთათვის, რომელთაც მშვენიერებისა არა გაეგებათ რა.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„უმწიკვლოება ადამიანისთვის ხშირად ბედნიერი შემთხვევაა და არა ─ ღირსება.“ | |
| — ანატოლ ფრანსი |
ციტატის წყარო: “ღმერთებს სწყურიათ” (1912 წ.)
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]„ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მშობლებმა მემკვიდრეობით შვილებს დაუტოვონ, ეს პატიოსანი ცხოვრების მაგალითია.“ | |
| — ციცერონი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ის არავის არ გაყიდის იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი იყიდოს და ამას ეწოდება პატიოსნება.“ | |
| — [[]] |
„პატიოსნება უხდება ქალს. პატიოსანი ქალი კი ─ ნებისმიერ მამაკაცს.“ | |
| — [[]] |