შინაარსზე გადასვლა

პოლიტიკა

ვიკიციტატიდან
  •  

„პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება.“

  ოტო ფონ ბისმარკი
  •  

„მოაჩვენო თავი, რომ არ იცი ის, რაც ყველამ იცის და იცი ის, რაც არავინ არ იცის ─ აი, მთელი პოლიტიკა.“

  პიერ ბომარშე
  •  

„თუ არ გინდა, რომ ადამიანი პოლიტიკამ დატანჯოს, ნუ მისცემ საშუალებას, საკითხს ორი მხრიდან შეხედოს.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)


  •  

„პოლიტიკა არის შესაძლებლობა, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი.“

  ჯონ კენედი
  •  

„პოლიტიკა არის ხელოვნება, გარიყოს ხალხი იმ საქმეებისგან, რომლებიც პირადად ამ ხალხს ეხება.“

  ლაო-ძი
  •  

„ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„პოლიტიკა ─ ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.“

  პლატონი
  •  

„პოლიტიკაში, თუ გინდა, რომ რაიმე ითქვას ─ მიმართე კაცს; თუ გინდა, რომ რაიმე გაკეთდეს ─ მიანდე ქალს.“

  მარგარეტ ტეტჩერი
  •  

„პოლიტიკური ქარიშხალი ატმოსფერულ მღელვარებაზე უფრო საშიშია...“

  გიუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)


  •  

„მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია ─ იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან (იგულისხმება პროსტიტუცია).“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელია და სახიფათო, როგორც ომი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ომში შეიძლება ერთხელ მოგკლან, პოლიტიკაში კი ─ მრავალგზის.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„პოლიტიკური ტალანტი ვლინდება უნარში გამოიცნო, თუ რა მოხდება ხვალ, ერთ კვირაში, თვეში, წელიწადში… და ასევე უნარში, რომ ახსნა, თუ რატომ არ გამართლდა ეს ყველაფერი.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„პოლიტიკა არის ხელოვნება, გარიყოს ხალხი იმ საქმეებისგან, რომლებიც პირადად ამ ხალხს ეხება.“

  ლაო-ძი