პოპულარობა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი ─ ნაღდი.“ | |
| — თენგიზ არჩვაძე |
ბ
[რედაქტირება]„პოპულარობა იმას უნდა, ვინც მშიშარაა, მორიდებული და სუსტი.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)
„პოპულარობა მონობაა ფუფუნებაში; ციხეა ღია ცის ქვეშ. ქუჩაში დადიხარ და ყველა გითვალთვალებს, როგორ მოიქცევი. ვინმეს რომ შეეჩეხები, ისე იქცევა, თითქოს ვერ გიცნო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)
„საშინელებაა, როცა ასე მტკივნეულად განიცდი, რომ არავის უყვარხარ. მგონი, მაშინ გადავწყვიტე ცნობილი გავმხდარიყავი.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„მინდოდა, ვყოფილიყავი რჩეული, ცნობილი, პოპულარული. სასაცილოა, არა? ასეთი პატარ-პატარა სისულელეების გულისთვის მუშაობენ ადამიანები ჭაპანწყვეტამდე, იმის ნაცვლად, რომ ადამიანურად იცხოვრონ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„პოპულარობა ქორწინებასა და სიბერეს ჰგავს: ის ადამიანს ადვილად პროგნოზირებადს ხდის.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ადამიანი მაშინაა პოპულარული, როცა მისი სახელით სხვები შოულობენ ფულს.“ | |
| — არტურ ბლოხი |
|- | | ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)
გ
[რედაქტირება]„ხშირად ხდება, რომ ცარიელ ადამიანებს ცხოვრების რომელიღაც უცნობი ძალა ზემოთ ატივტივებს, ცხოვრების ზედაპირზე, როგორც ჰაერით გაბერილ ბუშტებს, და ყველგან ისინი ჩანან, ყველაფერში ისინი იღებენ მონაწილეობას, ისინი არიან ცნობილნი, პატივცემულნი, მაშინ, როდესაც უფრო ღირსეულნი ჩრდილში რჩებიან.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
დ
[რედაქტირება]ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი; შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„პატარა ადამიანები ეძებენ კომფორტს, პოპულარობასა და ფულს, ხოლო დიდი ადამიანები ─ საკუთარ თავს.“ | |
| — ინოკენტი სმოკტუნოვსკი |
ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]„ყველაფერი პოპულარული არასწორია.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]„პოპულარობა ავადმყოფური კმაყოფილებაა, რომელიც ღამღამობით, ძილისწინ, გამოფიტულობისა და სიცარიელის განცდას იწვევს და საკუთარ თავს გაძულებს.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
„პოპულარობა და სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი არსებობდეს, რითაც პოპულარობა გაიზომება? პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ, ვისაც მოსწონხარ, სწორედ მასა აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„თუ გსურს, რომ გახდე პოპულარული, ─ მეტი შეაქე და ნაკლები გააკრიტიკე.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |