რაფაელო ჯიოვანოლი

რაფაელო ჯიოვანოლი (დ. 13 მაისი 1838, რომი — გ. 15 ივლისი 1915, იქვე) — იტალიელი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი. არის ათამდე ისტორიული რომანის ავტორი.
ციტატები
[რედაქტირება]„ხელი გულზე მიედო, თითქოს საშინელი ძგერა უნდა შეეჩერებინა... ძგერა, რომელიც ამ სიტყვამ ─ „თავისუფლებამ“ გამოიწვია...“ |
ციტატის წყარო: “სპარტაკი” (1874 წ.)
„ყველა ადამიანის გული ასეთია, რომ სწყურია სწორედ ის, რისი მიღწევაც ძნელია მისთვის.“ |
ციტატის წყარო: “სპარტაკი” (1874 წ.)
„სიყვარულით დამთვრალი, ბედნიერების ბურუსში გახვეული, იქამდე მივიდა, როგორც ყველა ბედნიერი, რომ დროებით თითქმის კიდეც მიივიწყა თავისი უბედური ამხანაგები. დაივიწყა თავისუფლების წმიდა საქმე, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობდა და შეჰფიცა, ბოლომდე მიეყვანა. დიახ, დაივიწყა ყველაფერი, რადგან ადამიანი იყო და თავდავიწყებულმა სიყვარულმა მასში ჩაახშო სხვა გრძნობები.“ |
ციტატის წყარო: “სპარტაკი” (1874 წ.)
„[...] ეძახდნენ მას ბედნიერს, თუ მართლა ადამიანის ბედნიერებას ის შეადგენს, რომ თავის ყველა სურვილს მიაღწიოს.“ |
ციტატის წყარო: “სპარტაკი” (1874 წ.)
„ ─ .“ |
ციტატის წყარო: “სპარტაკი” (1874 წ.)
„ ─ .“ |
ციტატის წყარო: “სპარტაკი” (1874 წ.)