რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი (დ. 20 დეკემბერი 1926, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი 1991, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]„როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ.“ |
„ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას, ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა სხვა დაავადებათა შორის.“ |
„ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა.“ |
„ხანდახან ვფიქრობ ─ დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი... მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს, ─ სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი... მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი... და ისევ განვაგრძობ ჩემსას... მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი...“ |
