შინაარსზე გადასვლა

რევოლუცია

ვიკიციტატიდან
  •  

„საფრანგეთში რევოლუცია ბევრად ადრე მოხდებოდა, ყმებს რომ ტელევიზორები ჰქონოდათ, რომლის საშუალებითაც მეფეებისა და დედოფლების ცხოვრებას ნახავდნენ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ავტონომიურ სისტემაში, რომელსაც არც მმართველი ჰყავს, არც მიმართულება აქვს და არც ─ აზრი, შეუძლებელია რევოლუციური გარდაქმნების მოხდენა [...] ნამდვილი რევოლუცია კი შემობრუნებასა და წასვლაშია. მთავარია, მონაწილეობა არ მიიღო.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.“

  ოტო ფონ ბისმარკი


  •  

„დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ ─ მთავრობა.“

  გოეთე
  •  

„რევოლუციები ჩაგრულთა და ექსპლუატირებულთა დღესასწაულია.“

  ვლადიმერ ლენინი
  •  

„რევოლუციისადმი უსაზღვრო ერთგულება და რევოლუციური ქადაგებით ხალხისადმი მიმართვა მაშინაც კი არ ჩაივლის ამაოდ, როცა მთელი ათეული წლები აშორებს თესვას მკისგან.“

  ვლადიმერ ლენინი
  •  

„როცა ერთი კაცი გიჟდება, ამას უბრალოდ სიგიჟე ჰქვია, ხორო როცა ყველა ─ რევოლუცია.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ჟურნალისტს შეუძლია გადატრიალება მოახდინოს ერთი სტატიით; პოლიტიკოსს ─ ერთი კანონით; როკ-ჯგუფს ─ ერთი სიმღერით.“

  ფილიპ სტარკი