შინაარსზე გადასვლა

ერიხ მარია რემარკი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა რემარკი, ერიხ მარია-დან)
ერიხ მარია რემარკი

ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque) ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (Erich Paul Remark) დ. 22 ივნისი, 1898, ოსნაბრიუკი — გ. 25 სექტემბერი, 1970, ლოკარნო) — გერმანელი მწერალი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„რასაც ჩემში ხედავთ — ჩემი კი არა, თქვენია; ჩემი ის არის — რასაც მე ვხედავ თქვენში.“

  •  

რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მორჩა... მორჩა ყველაფერი, რასაც ჯერ არ მოუპოვებია სუნთქვა, აღტაცება, ჩივილი, ზრდა, ჩამოყალიბება. არაფერი არ დარჩენილა... მხოლოდ მკვდარი, სისხლისგან დაცლილი ხორცის ნაჭერი და ცოტა შედედებული სისხლი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისევ შეაფერადებს ცხოვრების რუხ კეთრს ეს რამდენიმე საათი, ბედის ნაწყალობევი, და მერე მტრედებივით გაფრინდება.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისევ აქაფებული ნაკადი. სიახლოვე იმ იდუმალი წამისა, რას ერთი შეხედვით სამუდამოდ გაქრა.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისევ მორევი, უხმოდ რომ ითრევს ადამიანს სადღაც სიღრმეში. უცხო უფსკრული შეუცნობლისა. ამ უფსკრულიდან მოცურავს ღრუბელი, თან მოაქვს თავბრუდახვევა და ალისფერი ბანგი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს.

  •  

მოთენთლი, უწესო სქესობრივი ცხოვრება; საკუთარ სისუსტეებზე ხელის დაფარება; ჯანმრთელობისთვის საზიანო სპორტი, ჭეშმარიტ დახვეწილობას მოკლებული სული; ენამახვილობა ენამახვილობისათვის; დაღლილი სისხლი; ირონიაში, სასიყვარულო ინტრიგებსა და წვრილმან სიხარბეში, მოჩვენებით ფატალიზმში, უღიმღამო და უმიზნო არსებობაში რომ იხარჯება. ამისგან არ უნდა ელოდეს კაცობრიობა ხსნას.