შინაარსზე გადასვლა

რეპუტაცია

ვიკიციტატიდან
  •  

„სრულქმნილი ნაწარმოებით უფრო ძნელია სახელის მოხვეჭა, ვიდრე სახელმოხვეჭილი კაცისთვის განდიდება ისეთი ნაწარმოებისა, რაც არც ფლავია და არც ჩლავი.“

  ჟან დე ლა ბრუიერი

  ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)

  •  

„სახელი სიკვდილსა ჰგავს: როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, არამედ, აქ დატოვებული სახელითა და სულით.“

  ნოდარ დუმბაძე
  •  

„ზოგჯერ ცუდი რეპუტაცია უფრო სასარგებლოა, რადგან არამზადები ბევრად თავისუფლად და საინტერესოდ ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც ცდილობს ყოველთვის სწორად მოიქცეს.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია შესაფერისი იმიჯის გარეშე გადარჩენა, რადგან ადამიანებს იმის სჯერათ, რასაც აჩვენებ და არა იმის, რაც სინამდვილეში ხარ.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„ცხოვრება, მართალია, ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული…“

  ილია II
  •  

სახელს რა ჭკუა აქვს!

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: 1980 წ.

  •  

„რისთვისაა საჭირო სახელი, რა არის საჭირო სახელის მოსაპოვებლად? სახელი... სახელი... კლდე ჩამოიშლება, ქვამყარი დაირღვევა, არ მოიშლება სახელი!“

  გიორგი ლეონიძე

  ციტატის წყარო: “სახელის მილოცვა”


  •  

„სახელი ბოთლს ჰგავს, რომელშიც ადამიანის მთელი არსება სუნამოსავით ინახება.“

  მილორად პავიჩი
  •  

„დაბადება ბედნიერებაა მისთვის, ვინც კეთილი საქმეებით თავის სახელს უკვდავყოფს.“

  პერიკლე
  •  

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„შენ იცი სახელი, რომელიც გიბოძეს, თუმცა არ იცი სახელი, რომელიც რეალურად გაქვს.“

  ჟოზე სარამაგუ
  •  

„ქალის პატივმოყვარეობას ისე არაფერი აამებს და აცხრობს, როგორც ცოდვილის რეპუტაცია.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

შესწირე სამშობლოს სიცოცხლის დღენი,
თუ გინდა ცოცხლობდეს სახელი შენი.

  დენის ფონვიზინი
  •  

„რეპუტაციას ვერ შეიქმნი იმ საქმეებით, რომელთა გაკეთებასაც მომავალში გეგმავ.“

  ჰენრი ფორდი


  •  

„დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება, მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
„ნანერგითა შენითა მარგე!“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ნეტავი იმასაო, ─ ამბობს ერთი ძველად-ძველი ბრძენი, ─ ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწურთვნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცო.“

  ილია ჭავჭავაძე

ქალების სიცოცხლეზე მეტად კაცების რეპუტაციას იცავენ.