რწმენა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„შეიმეცნე, რათა გწამდეს; გწამდეს, რათა შეიმეცნო.” | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს.” | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ყველას აქვს უფლება, სწამდეს იმის, რისიც სურს; მე მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ყველა ვაიძულო, რაიმე ერთის სწამდეს.“ | |
| — აიზეკ აზიმოვი |
„რწმენა ─ ესაა იყო დარწმუნებული მტკიცებულების გარეშე.“ | |
| — ანრი ფრედერიკ ამელი |
ბ
[რედაქტირება]„იმ ადამიანს, ვინც არ შეიცვლის რწმენას, ყოველთვის მოუწევს პირდაპირი გზით სიარული.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„მე მხოლოდ იმ დღეს შემექმნება ურყევი რწმენა რისამე, როდესაც მოვნახავ სამ ადამიანს, რომლებიც შეთანხმებულად გამოიყენებენ ერთსა და იმავე პრინციპს, ხოლო ამ დღის ცდა დიდხანს მომიხდება.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„იდეის რწმენა გადამრჩენელია, ფაქტების რწმენა კი ─ დამღუპველი.“ | |
| — ბესარიონ ბელინსკი |
„რწმენა არის ის, რისთვისაც თავს სწირავენ; იდეოლოგია ─ ის, რისთვისაც კლავენ.“ | |
| — ტონი ბენი |
გ
[რედაქტირება]„მთავარია რწმენა და არა ცოდნა. არაფრის ცოდნა არ შეიძლება.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„თუკი შინაგანი ხმა გეუბნება, რომ ვერ დახატავ, მაშინ უსათუოდ დახატე და ხმა გაჩუმდება.“ | |
| — ვინსენტ ვან გოგი |
დ
[რედაქტირება]„ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ ─ ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.“ | |
| — სალვადორ დალი |
„დიდი თაყვანისმცემელი ვარ რწმენის ─ ეს ის გრძნობაა, რომელსაც ხშირად თავს არ ვუტყდებით, თუმცა ყველანი ვგრძნობთ.“ | |
| — ჯონი დეპი |
„რაღაც ისეთი, რასაც კი გრძნობ, მაგრამ ანალიზს ვერ გაუკეთებ, ვერ გამოთქვამ, სათანადო მიზეზებით ვერ გაამართლებ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მთლიან, უცილობელ შთაბეჭდილებას ახდენს და შენდა უნებლიეთ რწმენად გექცევა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ადამიანმა ძალით უნდა დაიბრუნოს დაკარგული რწმენა. ახლა სულის სიმწარით სჭირდება ეს... დიახ! რაღაც უნდა სწამდეს, ვიღაც უნდა სწამდეს!“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]„რწმენა ხანდახან უფრო ეფექტურია, ვიდრე ძალა.“ | |
| — ეზოპე |
„იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან.“ | |
| — ეპიკურე |
ვ
[რედაქტირება]„რწმენა არის მთელი სამყარო, მიუხედავად იმისა, ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული, თუ ─ არა.“ | |
| — კურტ ვონეგუტი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ყველაფრის მიღება შეიძლება სხვისაგან გარდა რწმენისა. სხვისგან მიღებული რწმენა ბოლოს მოგიღებს და ხსნას კი არ მოგანიჭებს.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
„რწმენა არის ჩიტი, რომელიც გრძნობს განთიადს და გალობას იწყებს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბნელა.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ი
[რედაქტირება]რომც დაგარწმუნონ, რომ იღუპები, | |
| — ილია II |
„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა ─ შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„რწმენა გილიოტინის ნაჯახივითაა ─ ისე მძიმეა, ისე მსუბუქი.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია.“ | |
| — იულიუს კეისარი |
„მედიცინაში ხომ ყველაზე ხშირად რწმენა კურნავს.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„გამოკვებე შენი შიში და შენი რწმენა შიმშილით მოკვდება; გამოკვებე შენი რწმენა და შენი ყოველი შიში გაქრება.“ | |
| — მაქს ლუკადო |
მ
[რედაქტირება]„ხალხის ბუნება ცვალებადია, და თუ მათი მოქცევა შენს რწმენაზე იოლია, რთულია შენარჩუნება.“ | |
| — ნიკოლო მაკიაველი |
„საეჭვოა, რომ შეძლებთ ბევრის მიღწევას, თუ არ ირწმუნებთ იმას, რასაც ვერ ხედავთ.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„ჩვენი ხასიათის და ღმერთის რწმენის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოცდა ─ ესაა, როდესაც ახლობლებს ვკარგავთ.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„ნამდვილი იქნება თუ ყალბი თქვენი რწმენის ობიექტი, თქვენ მაინც მიიღებთ იგივე შედეგებს.“ | |
| — პარაცელსუსი |
„რწმენა ─ უდიდესი ძალაა, რომელიც გულით უნდა ატარო გასამხნევებლად და სანუგეშოდ.“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე ─ აი, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისთვის...“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
ს
[რედაქტირება]„შენი მრწამსი ზოგჯერ ციხეში ჯდომითაც უნდა დაიცვა.“ | |
| — სენეკა |
ტ
[რედაქტირება]„ნამდვილი რწმენა იმაში კი არ არის, თუ რომელი დღეებია სამარხვო, რომელ ეკლესიაში იარო, როგორ ლოცვებს მოუსმინო ─ არამედ იმაში, რომ იცხოვრო კეთილი ცხოვრებით და გრძნობდე სიყვარულს ყველას მიმართ...“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„როდესაც შენი რწმენით ხელმძღვანელობ, გკიცხავენ და არ გეთანხმებიან. ხოლო როცა სხვებისას ირწმუნებ, გიწონებენ და გაქებენ.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ურწმუნო ადამიანები მხეცებზე უარესი არიან.“ | |
| — ანატოლ ფრანსი |
ციტატის წყარო: “ღმერთებს სწყურიათ” (1912 წ.)
„სარწმუნეობა მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერი განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია, ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„უსამართლობაა, ვდევნოთ, ან თუნდაც დავცინოთ ვინმეს იმ მრწამსისათვის, რომელიც თავისი გონების შესაბამისად გამოუმუშავდა და არც შეიძლებოდა სხვაგვარი ჰქონოდა.“ | |
| — ლორდი ჩესტერფილდი |
ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)
ც
[რედაქტირება]„იცით, რა უსაზღვროდ ძნელია, ერთხელ უკვე მოტყუებულ ადამიანს რწმენა დაუბრუნოთ?!“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
ციტატის წყარო: “მოუთმენლობა გულისა” (1939 წ.)
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„კოცონზე რწმენისთვის ადიან, ცოდნის გამო არ ადიან.“ | |
| — დავით წერედიანი |
ჭ
[რედაქტირება]„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი ─ იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„რწმენადაკარგული ადამიანი ყველაზე დიდი მტერია საკუთარი თავისა, იმავე წამს იწყებს იმ ტოტის ჭრას, რომელზეც ჯერ კიდევ მისი პაპის პაპა მჯდარა და მისი შვილიშვილიც დაჯდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„მხოლოდ რწმენა და განვითარებული გონება ანსხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო პირუტყვისგან... ურწმუნოებას ფეხდაფეხ მოსდევს სკეპსისი და ცინიზმი, უნებისყოფობა, ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია.“ | |
| — მიხეილ ჯავახიშვილი |
ჰ
[რედაქტირება]„კაცს, რომელსაც არაფრის სჯერა, გადაარჩენს ქალი, რომელსაც მისი სჯერა.“ | |
| — კნუტ ჰამსუნი |
„რწმენა ─ ეს სულის მდგომარეობაა, რომელიც ადამიანში აღმოაჩენს ე.წ. მეექვსე გრძნობას.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„თუ შენ დიდსა და საკმაოდ დამაჯერებელ ტყუილს მეტყვი, ეს უკვე რწმენაა.“ | |
| — ადოლფ ჰიტლერი |
„ერთხელ მთელმა სოფელმა გადაწყვიტა ელოცათ, რომ წვიმა წამოსულიყო. დაგეგმილ დღეს ყველა შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ წამოიღო ქოლგა. ─ ეს რწმენაა.“ | |
| — [[ ]] |
„ანაფორის ჩაცმით კაცი მღვდელი ვერ გახდება.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
Your I can is more important than your IQ.