შინაარსზე გადასვლა

საიდუმლო

ვიკიციტატიდან
  •  

„თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს...“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “თეთრი ღამეები” (1848 წ.)

  •  

„ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„მამაკაცი საკუთარ საიდუმლოზე ერთგულად სხვის საიდუმლოს ინახავს, ქალი კი ─ პირიქით.“

  ჯინა ლოლობრიჯიდა
  •  

„არასდროს არ უნდა გაუხსნათ თქვენს მეგობრებს თქვენი ქორწინების არაბედნიერი მხარის საიდუმლო.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„თუ გინდა საიდუმლო შეინახო, საკუთარ თავსაც დაუმალე ის.“

  ჯორჯ ორუელი


  •  

„საიდუმლო, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, ყოველთვის ამძიმებს ქალის გულს.“

  ალექსანდრე პუშკინი

  ციტატის წყარო: “ქარბუქი” (1830 წ.)

  •  

„უმანკოება და საიდუმლო ერთად ვერ იარსებებენ დიდხანს.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.“

  ბენჯამინ ფრანკლინი
  •  

„ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ, რომ ის საიდუმლოებები შეინახონ, რომელთა შესახებაც არ იციან.“

  უინსტონ ჩერჩილი

ღიმილი ყველას..მეგობრობა ზოგიერთს..სიყვარული ერთს..საიდუმლო ღმერთს.

  •  

„სამი რამ, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახო: 1. შენი პირადი ცხოვრება; 2. შენი შემოსავალი; 3. შენი შემდეგი სვლა.“

  — [[]]
  •  

„ყველას აქვს ცხოვრების ისეთი თავი, რომელსაც ხმამაღლა არ კითხულობს.“

  — [[]]