შინაარსზე გადასვლა

სამოსი

ვიკიციტატიდან
  •  

„ვერასდროს ვიმახსოვრებ იმ ადამიანის ჩაცმულობას, რომელიც მიყვარს ─ მე მას თვალებში ვუყურებ; იქ კი უბრალო ტანისამოსზე ბევრად მეტი ჩანს: სითბო, სიცივე, ღიმილი, მწუხარება და მთავარი სამოსი ─ სული.“

  შონ აბრამი
  •  

„ყველაფერს ქსოვილი წყვეტს.“

  კრისტობალ ბალენსიაგა
  •  

„ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ ─ შეიძლება შეცდეთ, და თანაც უკიდურესად შეცდეთ!“

  მიხაილ ბულგაკოვი

  ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)


  •  

„სტილი ნიშნავს ─ ჩაიცვა საღამოს კაბა McDonalds-ში და ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხბურთის სათამაშოდ. სტილი არის ხასიათი, თავდაჯერება და ცდუნება.“

  ჯონ გალიანო


  •  

„მოდური სამოსი სიამოვნებას განიჭებს, მაგრამ მხოლოდ მოდურად ჩაცმაზე ფიქრი ─ უკვე ფსიქიატრის სამკურნალოა.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„მოდა ერთ ადგილზე არ დგას, მაგრამ არის ტანსაცმელი, რომელიც უცვლელია.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„ქართან კამათი არ ღირს ─ მან ზუსტად იცის, რა მიმართულებით დაუბერავს, მაგრამ ჩვენი, დიზაინერების ვალია, მისი მიმართულება განვსაზღვროთ.“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„ნუ ჩაეჭიდებით ტენდენციებს ─ ნუ მისცემთ მოდას უფლებას, დაგიპყროთ. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რას გამოხატავთ თქვენი ჩაცმულობითა და ცხოვრების წესით.“

  ჯანი ვერსაჩე


  •  

„ყველაზე ლამაზ კაბებს იცვამენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გაიხადონ.“

  ჟან კოკტო
  •  

„კარგი ფეხსაცმელი ის კი არაა, რომლის ჩაცმაც შეგიძლია, არამედ ის, რომელიც გახდაში გეხმარება.“

  კრისტიან ლაბუტინი
  •  

„მამაკაცის ნებისმიერი ჩაცმულობა ბოლოს მაინც ქალის აქსესუარად იქცევა.“

  მადონა
  •  

„პატარა შავი კაბა ყველაზე რთული ჩასაცმელია, რადგან მისი უბრალოება უნდა შეინარჩუნო.“

  ჰუბერტ დე ჟივანში
  •  

„კაბას ფასი არ აქვს, თუ მამაკაცს მისი გახდის სურვილი არ უჩნდება.“

  ფრანსუაზ საგანი


  •  

„ტანსაცმელი ქმნის კაცს ─ შიშველ ადამიანებს ნაკლები გავლენა აქვთ საზოგადოებაზე.“

  მარკ ტვენი
  •  

„კარგად ჩაცმა კარგი მანერების ნაწილია.“

  ტომ ფორდი
  •  

„ჩაცმა-დახურვაში არაფერი არ ჯდება ისე ძვირად, როგორც უბრალოება.“

  ანატოლ ფრანსი

  ციტატის წყარო: “ღმერთებს სწყურიათ” (1912 წ.)

  •  

„ადამიანმა თავისი სხეულის ფორმების მიხედვით უნდა ჩაიცვას.“

  ანატოლ ფრანსი

  ციტატის წყარო: “ღმერთებს სწყურიათ” (1912 წ.)

  •  

„ძალზე ძვირადღირებული სამოსი აბერებს.“

  კოკო შანელი
  •  

„მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებით ჩაცმა კი ─ რთული.“

  კოკო შანელი
  •  

„ისე ჩაიცვი, თითქოს დღეს შენი დაუძინებელი მტრის სანახავად მიდიოდე.“

  კოკო შანელი
  •  

„იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს.“

  კოკო შანელი
  •  

„შარვალი ქალს ათავისუფლებს.“

  კოკო შანელი
  •  

„ტანსაცმლის ელეგანტურობა გადაადგილების თავისუფლებაშია.“

  კოკო შანელი
  •  

„იმისათვის, რომ განუმეორებელი იყოთ, აუცილებელია, დროდადრო სტილი შეიცვალოთ.“

  კოკო შანელი
  •  

„რა საჭიროა ყოველი ახალი საზეიმო ვითარებისათვის ახალი კაბის შეძენა?! ─ ნუთუ ასეთი უმნიშვნელოა ქალი და მნიშვნელოვანია კაბა?!“

  კოკო შანელი
  •  

„უნდა შეგწევდეთ უნარი, რომ კაბა, რომლის მსგავსი შეიძლება სხვებსაც ეცვათ, ისე ატაროთ, არც ერთი ჰგავდეს თქვენსას.“

  კოკო შანელი
  •  

„ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.“

  კოკო შანელი
  •  

„ნამდვილი ქალი ყელამდე ჩაცმული უფრო მეტად მიიქცევს მამაკაცის ყურადღებას, ვიდრე სრულიად შიშველი.“

  რომი შნაიდერი


  •  

„ჩაცმის სტილის გამო ხშირად გარშემომყოფნი დამცინოდნენ, მაგრამ სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატების საიდუმლო ─ მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა.“

  კოკო შანელი
  •  

„მთელი მსოფლიო იცვამდა იმ ტანსაცმელს, რასაც მე ვიხდენდი.“

  კოკო შანელი
  •  

„აქსესუარი უნდა იყოს ბევრი ─ რაც მეტი, მით უკეთესი.“

  კოკო შანელი
  •  

„ლამაზი კაბა შესაძლოა ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუცილებლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.“

  კოკო შანელი
  •  

„მოძებნეთ ქალი კაბაში ─ თუ იქ ქალი ვერ აღმოაჩინეთ, მაშინ არც ეს კაბა ყოფილა კაბა.“

  კოკო შანელი
  •  

„ელეგანტური ფეხსაცმელი ორ ფერს უნდა შეიცავდეს.“

  კოკო შანელი
  •  

„პატივი მიაგეთ პატარა შავ კაბებს.“

  კოკო შანელი
  •  

„პიჯაკი უნდა იყოს მსუბუქი, როგორც ჟაკეტი.“

  კოკო შანელი
  •  

„იდეალური ქვედაბოლო მუხლებს უნდა ფარავდეს.“

  კოკო შანელი
  •  

„თუ სამკაულს იხდენთ და მოგწონთ, რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასია თუ არა?!“

  კოკო შანელი
  •  

„ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს და ესადაგებოდეს თქვენს ხასიათს.“

  კოკო შანელი
  •  

„აქსესუარების შერჩევისას მოიხსენით ის, რაც უკანასკნელად მოირგეთ.“

  კოკო შანელი
  •  

„თუკი თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ იხსენებთ, თუ რა ეცვა მას, ეს ნიშნავს, რომ მას ეცვა იდეალურად.“

  კოკო შანელი