სამშობლო
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„მოსაკლავები იმიტომ ხართ, რომ გაძღომის ფასად სამშობლოს გაყიდვა შეგიძლიათ!“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
ბ
[რედაქტირება]გ
[რედაქტირება]სამშობლო შენი მარად გახსოვდეს. | |
| — მამია გურიელი |
დ
[რედაქტირება]„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით: სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ ─ სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ...“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
„სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!… | |
| — რაფიელ ერისთავი |
ციტატის წყარო: “სამშობლო ხევსურისა” (1881 წ.)
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა… | |
| — რაფიელ ერისთავი |
ციტატის წყარო: “სამშობლო ხევსურისა” (1881 წ.)
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ზოგიერთ ქართველს, სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]„მიყვარს იმ კაცის ნახვა, ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც, როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
„ყოველ ფრინველს თავისი ბუდე უყვარს ─ მხოლოდ ბაყაყისათვის სულერთია, რომელ ჭაობში მოხვდება!..“ | |
| — ნიკო ლორთქიფანიძე |
მ
[რედაქტირება]გამოადგე მამულს უნდა: | |
| — მუხრან მაჭავარიანი |
ციტატის წყარო: “გურამიშვილის არ იყოს”
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„საზოგადოებას, რომელიც საკუთარ ფესვებს უტევს ─ მომავალი არ გააჩნია.“ | |
| — მატეო სალვინი |
ტ
[რედაქტირება]„იცით, უკვე იმდენჯერ მიღალატეს, რომ თავი სამშობლო მგონია!“ | |
| — გალაკტიონ ტაბიძე |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! ─ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “სიმღერა”
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„ვინც მოიხადა სამშობლოს ვალი, ის მარად ცოცხლობს, არ არის მკვდარი.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ჭ
[რედაქტირება]„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, ─ პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა ─ მონებს.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”