საოცარი ახალი სამყარო
იერსახე
(Brave New World, 1932)
ანოტაცია
[რედაქტირება]რომანის მოქმედება 2541 წელს ხდება. მთელი დედამიწა ერთ სახელმწიფოში ცხოვრობს, რომლის მოსახლეობა თავისი არსით მომხმარებლის საზოგადოებაა. წელთაღრიცხვის სისტემის საფუძველია ფორდის ავტომობილის გამოშვების თარიღი, ხოლო ადამიანები პირჯვრის გადაწერის სანაცვლოდ ლათინურ T-ს გამოისახავენ. რომანის თანახმად, ისინი ჩვეულებრივი წესით კი არ იბადებიან, არამედ სპეციალურ ფაბრიკებში გამოჰყავთ, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული, ახალი ადამიანი ხუთიდან რომელი კასტის წევრი გახდება. ცხოვრების არსებული წესის შესანარჩუნებლად გამოიყენება ჰიპნომედია და უვნებელი ნარკოტიკი „სომა“. რომანი აღწერს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას, რომლებიც ვერ ეგუებიან დამყარებულ „ასალ წესრიგს“.