შინაარსზე გადასვლა

სასწაული

ვიკიციტატიდან
  •  

„სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მასზე.”

  — ნეტარი ავგუსტინე
  •  

„ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: იცხოვრო ისე, თითქოს სამყაროში სასწაული არ არსებობს, ან ჩათვალო, რომ ყველაფერი სასწაულია!“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

სასწაულები ხდება წამებში!
ჩვენ კი ყოველ წამს ვეძებთ დასაწუნს...
ყველას დავცინით ზურგის არეში
და წუთში ვკარგავთ სამოც სასწაულს...

  — ნიკო გომელაური
  •  

„სასწაული იქაა, სადაც მისი სწამთ; სადაც მისი მეტად სჯერათ, უფრო ხშირად იქ ხდება.“

  — დენი დიდრო
  •  

„რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ძმები კარამაზოვები” (1878 წ.)

  •  

„ოდესმე, აუცილებლად, სწორედ იმით, რომ ასეთი მგრძნობიარე ხარ, ─ სასწაულს მოახდენ...“

  — ლუკა კუხიანიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2016 წ.)

  •  

„ისეირნეთ ყოველდღე ─ სასწაულები ყველგან ხდება.“

  — დალაი ლამა XIV
  •  

„არსებულის უფრო ფართო პერსპექტივაში დანახვის უნარი ადამიანური ნატურის ერთ-ერთ სასწაულად მიმაჩნია.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„ისე არ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ ეს სასწაული არ იგემო ─ გეძინოს იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს.“

  — გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ადამიანს სასწაულების სჯერა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ პურია.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა... თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თორემ ყველაფერი სასწაულია.“

  — ჯემალ ქარჩხაძე
  •  

„როცა შესაძლებელ ვარიანტებს თითებზე ითვლი, არასოდეს გამორიცხო სასწაული.“

  — ჯემალ ქარჩხაძე

|- |   | ციტატის წყარო: “მდგმური” (1979 წ.)

  •  

„შიშსა და ხიფათში მეტი მიდრეკილება გვაქვს, დავიჯეროთ სასწაულები.“

  — ციცერონი
  •  

„სასწაული მაშინ ხდება, როცა ადამიანი ყველაფერს გაიღებს იმ ოცნებისთვის, რომლის ასრულებისაც არავის სჯეროდა.“

|- |   | ციტატის წყარო: კინოფილმი “გოგონა მილიონ დოლარად” (2004 წ.)

  •  

„ნუ ელოდები სასწაულს ─ სასწაული ჩვენი მოქმედების შედეგია.“

  — [[]]

არასდროს გაიზარდო ისე დიდი, რომ შობის ღამის სასწაულის აღარ გჯეროდეს.