შინაარსზე გადასვლა

სასჯელი

ვიკიციტატიდან
  •  

„თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას.”

  ნეტარი ავგუსტინე
  •  

„ყველაზე მძიმე დასჯაა, როცა არ გსჯიან.“

  რიუნოსკე აკუტაგავა


  •  

„ყოველგვარი სასჯელი ჩადენილი ბოროტების საზღაური უნდა იყოს მხოლოდ.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1961 წ.)


  •  

„არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “მთვარის მოტაცება” (1933-1934 წწ.)

  •  

„ასე სჩადიან უთუოდ ყველანი, დასასჯელად რომ მიჰყავთ; გზად ყველა საგანს აკვირდებიან.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დეე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ვინც ავ საქმეს მოქარგული ენით ფარავს, ორგზის უფრო სასტიკ სასჯელს იმსახურებს.“

  ევრიპიდე
  •  

„ინსტინქტური ზიზღით ვივსები ყოველგვარი ─ პოლიტიკური თუ მორალური ─ დამსჯელი პოლიციის მიმართ. ასეთი გზით დამკვიდრებული მონობა, ჩემი აზრით, არის მონობის უსაზიზღრესი ფორმა, რომელიც კაცობრიობას ოდესმე სმენია.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით.

  პაოლო იაშვილი

  ციტატის წყარო: “დარიანული” (1923 წ.)

  •  

„ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.“

  სენეკა
  •  

„რაკი ვამართლებთ, მაშ გასასამართლებელი ყოფილა ცუდი, საძრახი, დამნაშავე, რადგან მართალი თავისთავად მართალია; დამნაშავეს კი უნდა არა მართლება, არამედ ─ დასჯა.“

  სოკრატე
  •  

„კეთილგონიერი უბედურებას ხედავს და იმალება, ხოლო გამოუცდელები წინ მიდიან და ისჯებიან.“

  სოლომონ ბრძენი


  •  

„ადამიანები ისჯებიან არა ცოდვების გამო, არამედ თავად ცოდვების მიერ. და ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე სწორი სასჯელი.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„როცა ღმერთებს სურთ ჩვენი დასჯა, ისინი შეისმენენ ხოლმე ჩვენს ლოცვას.“

  ოსკარ უაილდი


  •  

„არავითარი განსხვავება არაა შენ იპარავ, თუ გასცემ ─ ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები.“

  ირაკლი ჩარკვიანი