საუბარი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ამქვეყნად ცოტა ადამიანია, ვისთანაც შემიძლია საუბარი.“ | |
| — ჯონ ადამსი |
„ბრძენსა და სულელს შორის საუბარი ყოველთვის ორი სულელის საუბრით მთავრდება.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„თუ გინდა გაიცნო ადამიანი, ყური დაუგდე არა იმას, რას ამბობენ მასზე სხვები, არამედ იმას, რას ამბობს ის სხვებზე.“ | |
| — ვუდი ალენი |
„იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისთვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.“ | |
| — არისტოტელე |
„მოკლე ტვინს ყოველთვის გრძელი ენა აქვს.“ | |
| — არისტოფანე |
„ვინც ლაპარაკი იცის, მან ისიც იცის, როდის უნდა ილაპარაკოს.“ | |
| — არქიმედე |
ბ
[რედაქტირება]„თაობათა შორის დიალოგი იშვიათად იმართება.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ერთ რამედ ღირს, როცა კარგად და წესიერად ლაპარაკი შეგიძლია.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1961 წ.)
„არასდროს ილაპარაკო უფრო სწრაფად, ვიდრე ფიქრობ.“ | |
| — ნილს ბორი |
„უვიცებთან ბჭობა ბრმებისთვის სინათლის ანთებაა.“ | |
| — პიერ ბუასტი |
„მსოფლიო ძალიან ცივი ადგილია; თუ ხალხი ერთმანეთს მეტს დაელაპარაკება და საქმეებს გაარკვევს, ისე აღარ ეციება.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)
გ
[რედაქტირება]„ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)
„ზოგჯერ, ადამიანთან საუბრის შემდეგ, გულით გინდება მეგობრულად ჩამოართვა ძაღლს თათი, გაუღიმო მაიმუნს, თავი დაუკრა სპილოს.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„ქალების გარემოცვაში მე ვკარგავ ლაპარაკის უნარს.“ | |
| — ჯონი დეპი |
„რაოდენ კარგადაც არ უნდა ლაპარაკობდე, როცა ბევრს ლაპარაკობ, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვი.“ | |
| — ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) |
„ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკუობაა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
ე
[რედაქტირება]„ფუჭმეტყველი ორმაგ სახრის არის ღირსი.“ | |
| — ესქილე |
ვ
[რედაქტირება]„როცა ტკბილად მოსაუბრე ქალებს ვხედავ, მინდება მივიდე და ვიკითხო: ვის წინააღმდეგ დამეგობრდით?“ | |
| — პოლ ვალერი |
„ლაპარაკი არ სურდა ─ ეშინოდა, სიტყვებით არ დაეკარგა ის, რაც იპოვა...“ | |
| — მირსინი ვინგოპულო |
ციტატის წყარო: “მე ქალაქიდან შენ ქალაქისკენ”
„რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ, რამე ახალი წამომცდესო...“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ლაპარაკის სწავლას ორი წელი სჭირდება; იმას კი სად როდის და რა ილაპარაკო ─ მთელი ცხოვრება!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ყოველთვის ნუ იტყვი იმას, რაც იცი; ხოლო ყოველთვის იცოდე ─ რასაც ამბობ.“ | |
| — კლავდიუსი |
„ზოგჯერ მოსაუბრე კარგავს ადამიანს ან სიტყვებს, ჭკვიანი კაცი კი არცერთს არ კარგავს.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]„საცოდაობაა, როცა ადამიანს არც იმდენი ჭკუა აქვს, კარგად ილაპარაკოს და არც იმდენი გონიერება, რომ ენას კბილი დააჭიროს.“ | |
| — ჟან დე ლაბრიუიერი ან ლევ ტოლსტოი |
მ
[რედაქტირება]„ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.“ | |
| — მონტესკიე |
„ჩემს თავზე ხმას არ ამოვიღებ, რადგან არ მინდა, იძულებული გავხდე, თქვენზე ვილაპარაკო.“ | |
| — ფრანსუა მორიაკი |
ნ
[რედაქტირება]„თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შენ მის ნამდვილ სახეს მალავ.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]„არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.“ | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
ციტატის წყარო: „უტკბესი და უმწარესი“
„არავის შეუძლია რაიმე თქვას თქვენს შესახებ ─ რასაც არ უნდა ამბობდნენ ადამიანები, ისინი ამას საკუთარ თავზე ამბობენ.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„სულელს მეტყველებით ცნობენ, ბრძენს კი ─ დუმილით!“ | |
| — პითაგორა |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული...“ | |
| — ჯერომ სელინჯერი |
ციტატის წყარო: “თამაში ჭვავის ყანაში” (1951 წ.)
„ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო.“ | |
| — სოკრატე |
„უნდა ილაპარაკო ცოტა და თქვა ბევრი.“ | |
| — სოკრატე |
„არ მითხრა რა გითხრეს ჩემზე... შენ ის მითხარი, როგორ განიხილავდნენ ამას შენთან ასე მარტივად.“ | |
| — სოკრატე |
„განა ბევრის თქმა და ბევრი ლაპარაკი ერთია?!“ | |
| — სოფოკლე |
„იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე.“ | |
| — ბარუხ სპინოზა |
ტ
[რედაქტირება]„ბედნიერი დროა, როცა ნება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი.“ | |
| — ტაციტი |
„მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე ─ გაიძვერები.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„კაცმა თუ იცის რისი თქმა სურს, მერე თქმა ადვილია.“ | |
| — უილიამ ფოლკნერი |
„ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, რაც მას აკლია: მას, ვისაც სექსი აკლია, ლაპარაკობს სექსზე, მშიერი ადამიანი ─ საჭმელზე ლაპარაკობს, ადამიანი, რომელსაც ფული არ აქვს ─ ფულზე საუბრობს; ხოლო ჩვენი ოლიგარქები და ბანკირები ─ მორალზე ლაპარაკობენ.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
„მერე როგორ უჭირს ქვეყანას კარგი მთქმელი, კარგი ჩამგონებელი!.. კაცი კაცს არ უჯერებს, კარგსაც რომ ეუბნებოდეს...“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“
ქ
[რედაქტირება]„რა იოლად, რა უგუნური თავდაჯერებით მსჯელობს ერთი კაცი მეორეზე...“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ვინც საკუთარ თავს იცნობს, არ ეშინია რას ამბობენ მასზე სხვები...“ | |
| — იმამ შაფი |
„ნელა თქვი, თუ, რა თქმა უნდა, სიტყვა „სიყვარულს“ ამბობ.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„თუ ადამიანთა უმრავლესობის გონებრივ უბადრუკობას და უხამსობასაც გავითვალისწინებთ, ადვილად მივხვდებით: შეუძლებელია მათთან საუბარი, თუ თვითონაც უხამსნი არა ვართ.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
„ჩვენ თავს ვუტოლებთ მას, ვისთანაც ვსაუბრობთ [...] ხეპრეებისთვის საკუთარი უპირატესობის ჩვენების მხოლოდ ერთი გზა არსებობს ─ არ ვისაუბროთ მათთან!“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
„არავის არაფერი მოუყვეთ ─ აი, მაშინ იქნება ყველაფერი კარგად.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„როდესაც არწივები სდუმან, მხოლოდ მაშინ იწყებენ თუთიყუშები ყბედობას.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის პატარა და რბილი ენა.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: “თორნიკე ერისთავი” (1884 წ.)
ჭ
[რედაქტირება]„ქვეყანაზე რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„გუშინ, არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას აზრი ჰქონდა… დღეს კი, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ სათქმელმა დაკარგა აზრი…“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ხ
[რედაქტირება]„რა პატარაა ადამიანის ენა და რამდენის ცხოვრების დანგრევა შეუძლია!“ | |
| — ომარ ხაიამი |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„მე არ მინახავს არცერთი ვირი, რომელიც ლაპარაკობს ადამიანივით, მაგრამ მინახავს ბევრი ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ვირივით!“ | |
| — ჰაინრიხ ჰაინე |
„საუბარი ისე უნდა წარიმართებოდეს, რომ ორივე მხარემ მეტი ცოდნა მიიღოს და სასარგებლო რამ შეიძინოს.“ | |
| — ჰერაკლიტე |
„თუ ადამიანთან ღრმა სულიერი სიახლოვე არ გაკავშირებს, საუბრები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოკლებულია ყოველგვარ აზრს და მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს.“ | |
| — ჰერმან ჰესე |
„როცა ზემოქმედების კონკრეტული ბერკეტი გამოეცლებათ, ამბობენ, რომ აუცილებელია დიალოგი. დიალოგზე ლაპარაკობენ მაშინაც, როცა ომს აპირებენ ან უკვე ომობენ. დიალოგი, ეტყობა, მართლაც, ტევადი ცნებაა ─ ცოტათი ქმედითი, ცოტათი ექსპოზიციური, ცოტათი პოსტპოზიციური, ცოტათი ფარისევლური, მთლიანობაში კი ─ შეუცვლელი.“ | |
| — [[ ]] |
„ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას შრომობენ. ამაში დამნაშავეა საზოგადოება, რომელმაც ვერ ისწავლა, რომ ცალკეულ ადამიანებს ბევრი ლაპარაკი არ შეუკვეთოს.“ | |
| — [[ ]] |
„რასაც თვალით ვერ ხედავ, პირით ნუ გამოიგონებ.“ | |
| — ებრაული |
„ჩემს 30 მოჩხუბარს დავთმობ ერთი ადამიანის გამო, რომელსაც საკითხების მოგვარება ლაპარაკით შეუძლია.“ | |
| — [[]] |
„ბოლოს ერთსაც გეტყვი: ნურასოდეს იტყვი იმას, რისიც თავად არ გწამს.“ | |
| — [[]] |
„ვინც თავის ენას კარგად მოუვლის, ის ჭირს არ გადაეყრება.“ | |
| — სოლომონ ბრძენი |
„ზოგიერთი ადამიანის საუბარი ჩახუტებას ჰგავს ─ მათ თითქმის ყველაფრის გამოსწორება შეუძლიათ.“ | |
| — [[]] |
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო