შინაარსზე გადასვლა

საქმე

ვიკიციტატიდან
  •  

„კარგი დასაწყისი ─ ნახევარია საქმისა.“

  არისტოტელე
  •  

„აუცილებლობა ─ ყოველივე უდიდესი საქმის დედა.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„რას საქმიანობ? ამ შეკითხვას ნიუიორკელი ქალები ხშირად სვამენ და მერე თავში თქვენს ხელფასს ითვლიან.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„თუ გინდა, საქმე კარგად გაკეთდეს ─ გააკეთე ის თავად!“

  ნაპოლეონ ბონაპარტი
  •  

„არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ყოველ უპრინციპო საქმიანობას გაკოტრებამდე მიჰყავხართ!“

  გოეთე
  •  

კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!

  დავით გურამიშვილი
  •  

„მუდმივად და მკაცრად შესრულებული რომელიმე საქმე, აწესრიგებს დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს.“

  ეჟენ დელაკრუა
  •  

„ადამიანის განადგურებისთვის ძალიან ცოტა რამაა საჭირო: უბრალოდ უნდა დაარწმუნოთ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, არავის სჭირდება!..“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს.

  ვახტანგ VI

  ციტატის წყარო: “შეგონება”

  •  

„არასოდეს არ ხდება დიდი საქმე დიდი სიძნელეების გარეშე.“

  ვოლტერი
  •  

„საქმე კი არ შექმნილა აზრისთვის, არამედ აზრი შეიქმნა საქმისთვის.“

  ვოლტერი


  •  

„როცა ადამიანი მთელ სულიერ ენერგიას ერთ საქმეს ახმარს, მისი ფიზიკური მოთხოვნილება თავისთავად მცირდება.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს.“

  კონფუცი
  •  

„ყოველი საქმე, რომელიც უსიყვარულოდ კეთდება, ადგილს იკავებს ცუდისა და კარგის მიღმა.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„საქმე ─ საკუთარი შვილივით უნდა გიყვარდეს, სასურველი ნაყოფი რომ მოგცეს!“

  პლატონი
  •  

„თუ გსურს, ცხოვრება შეიმსუბუქო, საქმეში მთელი მონდომება ჩააქსოვე.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„თითქმის ყოველ საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება.“

  ჟან-ჟაკ რუსო


  •  

„ერთმანეთს სულ, მუდამდღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთურთის დაღუპვაზე სდგეხართ.“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“

  •  

„გაკეთდა ─ ანუ შეუძლებელიც არ ყოფილა.“

  უილიამ შექსპირი


  •  

„დღე დიდია, და იგი ყველაფრისათვის კმარა, თუ დაკავებული ხარ რაღაც ერთი საქმით, მაგრამ, ამავე დროს, მთელი წელიც კი არ გეყოფა, თუ ერთდროულად ორი საქმის კეთებას დაიწყებ.“

  ლორდი ჩესტერფილდი

  ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)

  •  

რას უფრო გინდა აკეთებდე?
მისთანა საქმეს, რომელიც თავაშვებულს ჰლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს.

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ

  •  

„პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

ნეტა, ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!..

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ვინც კარგსა საქმეს არ მისდევს, იგი თავისა მტერია.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„არც ერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვა!“

  ბესიკ ხარანაული
  •  

„ჩვენ ნებისმიერ ასაკში გვაქვს დრო სასარგებლო საქმიანობისთვის.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„საყვარელი საქმით დაკავება ─ თქვენი მოვალეობაა ცხოვრების წინაშე.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ახალი საქმის დაწყებას ყოველთვის ვურჩევ ძირითადი სამსახურიდან წაუსვლელად.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

გადადებული საქმე ეშმაკისაა ქანდაკებას შესახედაობა ამშვენებს, ადამიანს ─ საქმენიო.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=საქმე&oldid=50285“-დან