შინაარსზე გადასვლა

სახლი

ვიკიციტატიდან
  •  

„თავის სახლში მენახშირეც კი ბატონია.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.“

  — გოეთე
  •  

„მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია ─ შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა.“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„სახლში იმდენი სიყვარული იყო, ავეჯი არ ეტეოდა...“

  — იასუნარი კავაბატა
  •  

„სახლი ის ადგილია, სადაც მისვლისას თვალი უნდა გაუსწორო სიბნელეს.“

  — სტივენ კინგი

|- |   | ციტატის წყარო: “ის” (1986 წ.)

  •  

„არ დაემსგავსო კაცისგან მიტოვებულ სახლს, რომელსაც ნელ-ნელა სარეველა ეპატრონება...“

  — გია მურღულია
  •  

ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

  — შოთა ნიშნიანიძე
  •  

„ბედნიერება სწორედ იმ სახლში შედის, სადაც კარგი განწყობა სუფევს.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„საკუთარ სახლზე მყუდრო და თბილი არაფერია, თუნდაც ღარიბულ ქოხში ცხოვრობდე და ჭერიდან წყალი წვეთავდეს.“

  — ლევან ქართლელი
  •  

„ჩვენ დავდიოდით და ამდენ სახლში არც ერთი სახლი არ იყო ჩვენი, თუმცა, ამაზე არც გვიფიქრია! ვერც დაგვიტევდნენ ალბათ კედლები.“

  — ოთარ ჭილაძე
  •  

„ჩემი არსებობა ერთი განუწყვეტელი სახლში დაბრუნებაა.“

  — ბესიკ ხარანაული
  •  

პატრონებისგან განსხვავებით
სახლები ერთმანეთს უცინიან,
მზე როცა ამოდის...

  — ვაჟა ხორნეული
  •  

„ქოხი, რომელშიც იცინის ქალი, სჯობს სასახლეს, სადაც იგი ტირის.“

  — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

სახლი კარგია, ქალბატონო. მთავარია, სწორად მიხვდე, რომელია შენი სახლი.

  •  

„სასახლე არ მინდა, ქოხიც მეყოფა ─ სიყვარულით აშენებული.“

  — [[]]
  •  

„სამყაროში ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საუკეთესო ─ მშობლიურ სახლში მიმავალი გზაა!“

  — [[]]
  •  

„... რომ ზოგი სახლშიც უსახლკაროა, რომ ზოგს თავის თბილ ოთახშიც სცივა.“

  — [[]]
  •  

„შენი სახლი იქ არის, სადაც მშვიდად არიან შენი აზრები.“

  — [[]]

ზოგჯერ... სახლი უბრალოდ ადამიანია ადამიანი ვერ გაიგებს როგორ უყვარს თავისი სახლი სანამ არ დატოვებს მას

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=სახლი&oldid=57029“-დან