შინაარსზე გადასვლა

სიამოვნება

ვიკიციტატიდან
  •  

„სამსახურში სიამოვნების განცდა სამუშაოს შესრულების ხარისხს აუმჯობესებს.“

  არისტოტელე


  •  

„არსებობს თუ არა ქვეყანაზე რაიმე უფრო არასასიამოვნო, ვიდრე სიამოვნებათა სახლებია?“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„თქვენ არ იცით, რას ნიშნავს სიამოვნებისთვის თავის გაწირვა, როცა სიკვდილი გაქვს გულში...“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ადამიანის დიდ სიამოვნებებს, რომლებიც ცხოვრებას მძაფრ დრამატულ ელფერს აძლევენ და მისი ძალების სწრაფ გაცვეთას იწვევენ, უზარმაზარი დაბრკოლებები ეღობება.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

- რატომ მოიხმართ ტოქსიკურ ნივთიერებას?
- სწრაფწარმავალი სიამოვნების მოსაპოვებლად.

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სწრაფწარმავალი სიამოვნების ძიება, რა თქმა უნდა, სიცოცხლის იმედს უმცირებს მწერალს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სიამოვნება ძალიან სერიოზული რამაა, აუცილებელი, მაგრამ სახიფათო.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„კაპიტალისტური ინიექცია (რაც სასიამოვნოა, ყველაფერი აუცილებელია) ისეთივე სულელურია, როგორიც ქრისტიანული დამნაშავეობა (რაც სასიამოვნოა, აკრძალულია).“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„თუ თქვენი პარტნიორი სექსში სიამოვნებას გაკლებთ, შესაძლოა, თქვენ აკლებთ მას სიამოვნებას რომელიღაც სხვა სფეროში.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)


  •  

„სამწუხაროდ, საკუთარ სიამოვნებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ ამ ცხოვრებაში ზოგიერთები.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„სწორედ ამიტომ ხართ წმინდანი, რომ იმას აკეთებთ, რაც არ გსიამოვნებთ.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)


  •  

„რამდენი დოვლათიც არ უნდა დავაგროვოთ, ჩვენთვის სიამის მომფენი მხოლოდ ისაა, რისი გამოყენებაც ძალგვიძს.“

  დანიელ დეფო

  ციტატის წყარო: “რობინზონ კრუზო” (1719 წ.)

  •  

„არარაობისა და უძლურების შეგრძნების სიმწარესაც აქვს თავისი ზღვარი, რასაც ადამიანი ვერ გადააბიჯებს და რაშიც უდიდეს ნეტარებას პოულობს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„შეშლილობაშიც არის სიამოვნება, რაც მხოლოდ შეშლილებმა იციან.“

  ჯონ დრაიდენი


  •  

„თუ სიამოვნებაში გონიერებას და სიფრთხილეს შევიტან, ეს აღარ იქნება სიამოვნება.“

  ლოპე დე ვეგა


  •  

„ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში ─ ესაა განუწყვეტელი მისწრაფება წინ.“

  ემილ ზოლა
  •  

„აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა.“

  კონფუცი


  •  

„შეუძლებელია მთელი სისავსით ისიამოვნო სიმდიდრით და სიუხვით, თუ ცხოვრებაში არასდროს არაფერი გაკლდა.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”

  •  

„ის, ვისაც არ შეუძლია სიამოვნების მიღება საკუთარი სხეულით, ცხოვრებით, სიცოცხლით, სიყვარულით, თავისუფლებით, ვერც სხვის სიამოვნებას ეგუება.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„შენი ცხოვრებისგან უნდა ისწავლო, როგორ მიიღო სიამოვნება და არა ─ ტანჯვა.“

  ზურაბ მხეიძე


  •  

„სიამოვნება ─ ესაა შეგრძნების აღქმა, ხოლო აღქმა დამოკიდებულია კონტექსტზე.“

  ემილი ნაგოსკი

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„თუ საუბარია სექსუალურ სიამოვნებაზე, არ უნდა ელოდოთ განსაკუთრებულ „განწყობას“.“

  ემილი ნაგოსკი

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„მას აქეთ, რაც ადამიანები არსებობენ, ნაკლებ სიამოვნებას იღებს ადამიანი.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.“

  ფრიდრიხ ნიცშე


  •  

„ყველაფერი სასიამოვნო ამ ქვეყანაზე ან ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ან ამორალურია, ან კიდევ ძალიან გვასუქებს.“

  ფაინა რანევსკაია
  •  

„სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას, სჯობს ზომა იცოდეთ ყველაფერში.“

  ჟან-ჟაკ რუსო


  •  

„განათლებაც ისაა, რომ არაფრისგან სიამოვნება შექმნა.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„სიამოვნება სირცხვილი არ არის.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ადამიანი ყველაფერში პოულობს სიამოვნებას, რაც ჩვეულებად გადაექცევა ხოლმე.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

„ისეთ სიამეს როდი უნდა მიეჩვიო, რომლითაც ვერ ისარგებლებ, როცა მრავალი მოვალეობა გაწევს კისერზე.“

  გიუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)


  •  

„იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, ეხებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს.“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

სიამეს ამქვეყნიურს არავინ გვაცლის.

  თამაზ ჭილაძე


  •  

„ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სიამოვნება ისე, თუ თავადაც არ გასცემს სიამოვნებას.“

  ჰერმან ჰესე

  ციტატის წყარო: “ზიდჰარტა” (1919-1922 წწ.)

  •  

„თუკი იმისთვისაც ნებართვა გჭირდება, რომ სიამოვნება იგრძნო, მართლაც საცოდავი კაცი ყოფილხარ.“

  ჰერმან ჰესე
  •  

„თუ ცხოვრება სიამოვნებას არ განიჭებთ, მისგან სასიამოვნოს ნურაფერს ელოდებით.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

უდიდესი სიამოვნებაა, მიაღწიო იმას, რაზეც ყველა ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდი.