შინაარსზე გადასვლა

სიბერე

ვიკიციტატიდან
  •  

„სიბერე არ არის ზრდასრულობის ნიშანი.“

  ვუდი ალენი


  •  

„სულიერებას მოკლებული სხეული ნელ-ნელა ჭკნება.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “რად ჰყვედრი კაცსა”

  •  

„საკუთარი ცხოვრება უნდა გავიხსენო, რომ დაბერება შევძლო.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ქალებმა მიაღწიეს საწადელს: აღარავინ ხედავს მათ დაბერებას.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)


  •  

„არავის ისე არ უჭირს სიბერის სენი, როგორც პოეტს, რადგან მასში ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობს ბავშვი და ჭაბუკი.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„საყვარელი ქალი არასოდეს ბერდება.“

  მაქსიმ გორკი


  •  

„ჩემს სახეზე ჩნდება ნაოჭები, მაგრამ ეს არ მადარდებს, რადგან დავიმსახურე.“

  ჯონი დეპი
  •  

„ადამიანთა უმრავლესობა არასდროს იზრდება ─ ისინი უბრალოდ ბერდებიან.“

  მაია ენჯელოუ


  •  

„რომ დაბერდები და შეიცვლები, აღარავის მოეწონები, მარტო იმას ენდომები, ვისაც უყვარხარ.“

  კოტე თოლორდავა
  •  

„სიბერე გრძნობიდან თანაგრძნობაზე გადასვლას ნიშნავს.“

  ალბერ კამიუ
  •  

„ბედნიერება არ სცნობს სიბერეს ─ ის, ვინც მართლა ბედნიერია, არასოდეს ბერდება.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ის, ვისაც შეუძლია შეამჩნიოს სილამაზე, არ ბერდება.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ბებერი მაშინ ხარ, როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ, ვიდრე მომავალში.“

  კნიტელი
  •  

„დაბერება უკეთესი ალტერნეტივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ყველას სურს, ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა ─ იყოს მოხუცი.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„წარმატებული სიბერე ─ ეს არის უნარი, შეეწყო შენს სიმარტოვეს.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ის, რასაც ვეძახით დაბერების პროცესს, თავისი არსით, ცვლილებების პროცესია.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„სიბერე არ ნიშნავს ტვინისა და სხეულის შემოქმედებითი ცხოვრების დასასრულს.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„შენი დაბერება განისაზღვრება არა საპასპორტო ასაკით, არამედ იმ წინადადებით, როცა იტყვი: „რაღა დროს ჩემი ეგ არის!“ ─ შენ შეგიძლია ნახო 25 წლის ბებერი და 60 წლის ახალგაზრდა.“

  ზურაბ მხეიძე


  •  

„ღმერთო, რა ხნიერი ვარ ─ მე კიდევ მახსოვს კარგი ადამიანები.“

  ფაინა რანევსკაია
  •  

„თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს, დავბერებულვართ...“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

- ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს...
- არა! როცა აღარ უყვარს!

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„რაც უფრო ავხორცია სხეული, მით უფრო მალე ჭკნება იგი.“

  ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი


  •  

„არის ხოლმე დიდებული სიბერე, საძაგელი სიბერეც არსებობს, არის საწყალობელი სიბერეც. ხანდახან სისაძაგლეც და დიდებულებაც ერთად ახლავს ხოლმე სიბერეს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდული რჩება.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

„ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა ─ საშინელებაა!..“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან.“

  კოკო შანელი
  •  

„როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები!“

  კოკო შანელი
  •  

„ხნიერი ადამიანები სახიფათონი არიან, რადგანაც მათ მომავლის არ ეშინიათ.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ


  •  

„სიყვარულს, სიხარულს არ ემუქრება სიბერე, როგორც სიმღერებს ვერას აკლებს დრო…“

  ირაკლი ჩარკვიანი
  •  

ერთმანეთი არ დაუბერებიათ ─
ერთმნეთს შეაბერდნენ.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„მოვა სიბერე და რაც იქამდე შეგიძენია, ყველაფერი უბრალო ხარახურა გახდება.“

  მადონა ჯავახიშვილი

  ციტატის წყარო: “ბორიენი” (2021 წ.)

  •  

„ჩვენ გვაბერებენ საზრუნავები, ისინი ჩვენს შინაგან სიმტკიცეს ასუსტებენ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„შეგვიძლია ვისწავლოთ დაბერება ისე, რომ ამასთან ჯანმრთელები და ჯან-ღონით სავსენი დავრჩეთ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ამას ვერ გაექცევი.“

  ერნესტ ჰემინგუეი

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“ (1951 წ.)

  •  

„სხეული ბერდება. ზოგჯერ შემეშინდება, თითი არ წამტყდეს-მეთქი, როგორც ცარცს წასტეხენ ხოლმე წვერს. სული არ ბერდება, არც სიბრძნეს იძენს.“

  ერნესტ ჰემინგუეი

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“ (1929 წ.)

  •  

„ორმოცი ─ ახალგაზრდობის სიბერეა, ორმოცდაათი ─ სიბერის ახალგაზრდობა.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„ხვდები, რომ ბერდები მაშინ, როდესაც სანთლები უფრო ძვირი გიჯდება, ვიდრე ტორტი.“

  ბობ ჰოუპი